Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა გლდანის ციხიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
გიგი უგულავა გლდანის ციხიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

5 ივ­ლისს, გვი­ან ღა­მით, ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტო­დან აც­ნო­ბეს.

"ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო ნა­წი­ლის სა­კან­ში. რო­გორც გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­მარ­ტა, პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის კორ­პუს­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­დაყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას N8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ პა­ტი­მარ­თა მხრი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, რის შემ­დგო­მაც ის კვლავ სა­კა­რან­ტი­ნო ნა­წილ­ში და­აბ­რუ­ნეს.

ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი უგუ­ლა­ვამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის უარს აცხა­დებ­და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე და ითხოვ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N9-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ვი­ნა­ი­დან N8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თავს უსაფრ­თხოდ არ გრძნობ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­სა­უბრნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ და­ა­დას­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას N9-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. რო­გორც დღეს დი­ლით N8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რით გა­ირ­კვა, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა გამ­თე­ნი­ი­სას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N9-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ წუ­თებ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მო­ნა­ხუ­ლე­ბის მიზ­ნით N9-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიგი უგულავა გლდანის ციხიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

გიგი უგულავა გლდანის ციხიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

5 ივლისს, გვიან ღამით, ბრალდებული გიორგი უგულავა სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატოდან აცნობეს.

"ბრალდებულის განმარტებით, მოთავსებული იყო დაწესებულების საკარანტინო ნაწილის საკანში. როგორც გიორგი უგულავამ, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციამ განმარტა, პოლიციის ყოფილი თანამშრომლების განთავსების კორპუსში ბრალდებულის გადაყვანის მცდელობას N8-ე დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მხრიდან ხმაური მოჰყვა, რის შემდგომაც ის კვლავ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს.

ბრალდებულმა გიორგი უგულავამ სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ ის უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და ითხოვდა სასჯელაღსრულების N9-ე დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან N8-ე დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. სახალხო დამცველის რწმუნებულები გიორგი უგულავას გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა ბრალდებულ გიორგი უგულავას N9-ე დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა. როგორც დღეს დილით N8-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან სატელეფონო საუბრით გაირკვა, გიორგი უგულავა გამთენიისას სასჯელაღსრულების N9-ე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ წუთებში სახალხო დამცველის რწმუნებულები ბრალდებულ გიორგი უგულავას მონახულების მიზნით N9-ე დაწესებულებაში იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ