მცხეთასთან წუხელ მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი იმერლიშვილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, იმერლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა "ტრაილერს" შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ისმოდა აფეთქებების ხმაც.