მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში 27 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა
ბათუმში 27 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა

ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 27 წლის შო­რე­ნა დე­ვა­ძე მშო­ბი­ა­რო­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ექი­მებს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას ითხო­ვენ.

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშო­ბი­ა­რე ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ მი­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი დე­დაც და­ი­ღუ­პა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე მინ­დია ზო­ი­ძე აცხა­დებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა ექი­მებ­მა და­არ­წმუ­ნეს, რომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო არ იყო.

"ვუ­თხა­რი, ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თოთ, 8 სა­ა­თი ქალი აწ­ვა­ლეს. ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­სას მეც ვი­ყა­ვი პა­ლა­ტა­ში, ბავ­შვი რომ გა­იყ­ვა­ნეს, ცოლ­მა და­ი­წყო უც­ნა­უ­რად სუნ­თქვა. ექთ­ნე­ბი სა­ხე­ში ურტყამ­დნენ, რა გჭირ­სო, ქალი ხმას ვერ იღებ­და, ვერ სუნ­თქავ­და. სუნ­თქვის აპა­რა­ტი ვერ ნა­ხეს, ყვე­ლა ექი­მი აპა­რატს ეძებ­და. ასე და­მი­ღუ­პეს მე­უღ­ლე", - აღ­ნიშ­ნა მინ­დია ზო­ი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, მე­უღ­ლეს თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და, რა­მაც ნა­ყო­ფის და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ­თი­ლი ირი­ნა ზო­ი­ძე აცხა­დებს, რომ მშო­ბი­ა­რე ღა­მის სა­ა­თებ­ში უყუ­რა­დღე­ბოდ იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი. "ვეხ­ვე­წე­ბო­დით, ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეთ - სამი წელი შვი­ლი არ ეყო­ლე­ბაო, ბავ­შვი რად მინ­და, შვი­ლი გა­და­მირ­ჩი­ნეთ-მეთ­ქი, შე­აგ­დეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და ვინ­მემ აღარ შე­ხე­და, გა­თე­ნე­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცია აღარ მოგ­ვცეს", - აღ­ნიშ­ნა ირი­ნა ზო­ი­ძემ.

შო­რე­ნა დე­ვა­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეჭ­რაც სცა­დეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშნ­ვას და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბათუმში 27 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა

ბათუმში 27 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის შორენა დევაძე მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, მშობიარე ქალი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რამდენიმე საათში კი დედაც დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე მინდია ზოიძე აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანისთანავე ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ იყო.

"ვუთხარი, ოპერაცია გავუკეთოთ, 8 საათი ქალი აწვალეს. ბავშვის დაბადებისას მეც ვიყავი პალატაში, ბავშვი რომ გაიყვანეს, ცოლმა დაიწყო უცნაურად სუნთქვა. ექთნები სახეში ურტყამდნენ, რა გჭირსო, ქალი ხმას ვერ იღებდა, ვერ სუნთქავდა. სუნთქვის აპარატი ვერ ნახეს, ყველა ექიმი აპარატს ეძებდა. ასე დამიღუპეს მეუღლე", - აღნიშნა მინდია ზოიძემ. მისივე თქმით, მეუღლეს თირკმლის უკმარისობა განუვითარდა, რამაც ნაყოფის დაღუპვა გამოიწვია.

გარდაცვლილის დედამთილი ირინა ზოიძე აცხადებს, რომ მშობიარე ღამის საათებში უყურადღებოდ იყო დატოვებული. "ვეხვეწებოდით, ოპერაცია გაუკეთეთ - სამი წელი შვილი არ ეყოლებაო, ბავშვი რად მინდა, შვილი გადამირჩინეთ-მეთქი, შეაგდეს რეანიმაციაში და ვინმემ აღარ შეხედა, გათენებამდე ინფორმაცია აღარ მოგვცეს", - აღნიშნა ირინა ზოიძემ.

შორენა დევაძის ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში შეჭრაც სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშნვას და საქმის გამოძიებას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია