სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
35 წუთი თუ მეტი - როდის იცლიან შვილებისთვის ცნობილი ქართველი მამები
35 წუთი თუ მეტი - როდის იცლიან შვილებისთვის ცნობილი ქართველი მამები

ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­სა­ლა ლონ­დო­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც გა­მოთ­ვა­ლეს ის დრო, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე მა­მე­ბი შვი­ლებს უთ­მო­ბენ. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თურ­მე მხო­ლოდ 35 წუთი რჩე­ბა მშო­ბელს, კონ­კრე­ტუ­ლად კი მა­მას, შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ისიც სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ეს 40 წლის წი­ნან­დელ მო­ნა­ცე­მებს შვიდ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვერ­კვია, რო­გო­რია ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა და ცნო­ბილ მა­მებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი:

- ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შვთან დიდ დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვა­ტა­რებ, თუმ­ცა ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის მაქ­სი­მუ­მი ოჯახს მო­ვახ­მა­რო. რად­გან დღე გა­ი­ზარ­და, თბი­ლა, სა­ღა­ა­მო­ო­ბით სა­სე­ირ­ნოდ დამ­ყავს.

- ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში თუ შე­გაქვს წვლი­ლი?

- მეტ­ნაკ­ლე­ბად, კი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დედა უფრო აქ­ტი­უ­რია ასეთ დროს, მაგ­რამ აი, მა­გა­ლი­თად, სკო­ლის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხი იყო ამ ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან წელს შე­დის სკო­ლა­ში და მეც ჩა­ვე­ბი ამ საქ­მე­ში, მქონ­და ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვის­თვის შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი იყოს.

- ვი­ნა­ი­დან სამ­სა­ხუ­რის გამო შვი­ლის­თვის არც ისე ბევ­რი დრო გრჩე­ბა, ეს ხელს ხომ არ გიშ­ლის იმა­ში, რომ იყო მკაც­რი შე­სა­ბა­მის სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში?

- ხან­და­ხან აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მკაც­რი ვიყო, მაგ­რამ ვერ ვარ. როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ და რა­ღა­ცა­ზე ჩა­მა­ცივ­დე­ბა, ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ვერ ვუბ­რაზ­დე­ბი. როცა დე­და­მი­სი ტუქ­სავს, მე მი­ყუ­რებს, თუ მხა­რი ავუ­ბი ჩემს მე­უღ­ლეს, მა­შინ ხვდე­ბა, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია ჩემ­თან თა­ვის შე­ფა­რე­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ თუ და­ი­ნა­ხა, რომ მის­კენ ვარ, გვერ­დი­დან არ მცილ­დე­ბა. თუმ­ცა უნდა აღ­ვნიშ­ნო, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­და­ზე გიჟ­დე­ბა.

- თუ უყუ­რებს შენს შოუს, რას გე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე?

- ჩემი შვი­ლი რა­შიც ძა­ლი­ან მგავს, არის ის, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბადე შეს­წავ­ლი­ლი აქვს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, იცის, სად რა რო­დის იწყე­ბა, ვინ რა გვა­რია, ვინ ვი­ნაა და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა მე დღემ­დე არ ვი­ცო­დე, თუნ­დაც "იქს-ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვა­რე­ბი, მაგ­რამ მას ეს არ შე­ეშ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს გა­და­ცე­მა­საც უყუ­რებს, მაგ­რამ "კო­მე­დი შოუ" უფრო უყ­ვარს, იმი­ტომ, რომ იქაა მა­რე­ხი, მთვა­რი­სა ოდი­ლა­უ­რი... "ვა­ნოს შოუ" უყ­ვარს იმი­ტომ, რომ მა­მი­კოს გა­და­ცე­მაა.

- შინ დაბ­რუნ­დე­ბულს შენი ტერ­მი­ნე­ბით ხომ არ გე­სა­უბ­რე­ბა?

- უფრო მიშა ან­დღუ­ლა­ძის ტერ­მი­ნე­ბით სა­უბ­რობს, მა­გა­ლი­თად "ჩემი დე­დას ვფი­ცა­ვარ"-ს აყო­ლებს ხოლ­მე ფრა­ზებს. მე არ მაქვს გა­მოკ­ვე­თი­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია და ალ­ბათ ამი­ტომ არ სა­უბ­რობს, შე­იძ­ლე­ბა, მიფრ­თხილ­დე­ბა და მე არ "მე­ღა­და­ვე­ბა".

ოთარ ქი­რია:

- სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მი­ნი­მუმ ერთ სა­ათს მა­ინც ვუთ­მობ შვილს, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი კი თით­ქმის მთლი­ა­ნად ლი­ზის ეკუთ­ვნის.

- მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- კი, ყვე­ლა­ფერ­ში.

- თუ გიყ­ვე­ბათ თა­ვის ამ­ბებს?

- მიყ­ვე­ბა, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ მკაც­რიც ვარ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში.

- ხში­რად გო­გო­ნე­ბი ტკბი­ლი ენით, მა­მებს ყვე­ლა­ფერს "ას­რუ­ლე­ბი­ნე­ბენ", თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რაა სურ­ვი­ლე­ბის სა­კი­თხი?

- შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი სურ­ვი­ლე­ბი არ გვქო­ნია, მეც ვუს­რუ­ლებ და ისიც მის­რუ­ლებს ყვე­ლა­ფერს.

- რო­გორ აფა­სებს ლიზი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, თუ გი­ზი­ა­რებთ აზ­რებს?

- კი, კი. გარ­და ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა, მაქვს მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი, ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, ჰოდა, ლიზა იქ მო­დის ხოლ­მე და მეხ­მა­რე­ბა.

გია ბა­ღაშ­ვი­ლი:

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­მუ­შა­ოს­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის 90%-ს ოჯახს ვუთ­მობ. ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გრა­ფი­კით მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ეს უკეთ გა­მომ­დის, რად­გან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით და­კა­ვე­ბულ ხალ­ხს დრო­ის მარ­თვა თა­ვად შეგ­ვიძ­ლია, რაც და­დე­ბით მხა­რედ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. რო­დე­საც ჩემს შვი­ლებს აქვთ ჩემ­თან ყოფ­ნის, თა­მა­შის, ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი და გა­მო­ხა­ტა­ვენ ამას, მა­შინ თუ მარ­თლა გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე ან კონ­ცერ­ტი არ მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მათ­თან ვა­ტა­რებ დროს. პა­ტა­რე­ბი ხომ შე­უც­დომ­ლად გრძნო­ბენ, რამ­დე­ნად უწე­ვენ მათ ან­გა­რიშს მშობ­ლე­ბი. ისი­ნი უფ­რო­სებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შემ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან, სი­მარ­თლეს და სი­ყალ­ბე­საც ყვე­ლა­ზე დიდ რე­ჟი­სორ­ზე უკეთ ამ­ჩნე­ვენ, არა­ფე­რი გა­მო­ე­პა­რე­ბა მათ თვალ­სა და ყურს. მე­ექ­ვსე გრძნო­ბა თუ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ პა­ტა­რებს აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

- რო­გო­რია თქვე­ნე­უ­ლი გარ­თო­ბის წესი, ვგუ­ლის­ხმობ გიას და ბავ­შვე­ბის გარ­თო­ბას?

- ჩვე­ნე­უ­ლი გარ­თო­ბა არის თა­მა­ში, თა­მა­ში და კი­დევ ერთხელ თა­მა­ში. გვაქვს მუ­სი­კა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, ლინგვის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის თა­მა­ში, ვერ­თო­ბით ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­თაც, ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სირ­ბი­ლი, და­ჭე­რო­ბა­ნა, ბურ­თით თა­მა­ში... ასე­ვე გვაქვს ჩვე­ნი რი­ტუ­ა­ლე­ბი, რომ­ლის დე­ტა­ლებ­საც არ გა­გიმხლეთ, რად­გან ამა­ზე ნე­ბარ­თვა ნი­ნი­სა და ლი­ზის­გან არ ამი­ღია (იცი­ნის). გვაქვს დე­დი­კოს გა­ხა­რე­ბის რი­ტუ­ა­ლე­ბი, თა­მუ­ნას და ბავ­შვებს ცალ­კე აქვთ მა­მი­კოს გა­ხა­რე­ბის რი­ტუ­ა­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის კი­თხვა­ში, ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­რი­თა­დად ზღაპ­რებ­სა და ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობთ.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

35 წუთი თუ მეტი - როდის იცლიან შვილებისთვის ცნობილი ქართველი მამები

35 წუთი თუ მეტი - როდის იცლიან შვილებისთვის ცნობილი ქართველი მამები

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მასალა ლონდონელი მეცნიერების დასკვნის შესახებ, რომელთაც გამოთვალეს ის დრო, რასაც თანამედროვე მამები შვილებს უთმობენ. გაგიკვირდებათ და, 24 საათის განმავლობაში, თურმე მხოლოდ 35 წუთი რჩება მშობელს, კონკრეტულად კი მამას, შვილთან ურთიერთობისთვის. ისიც საგულისხმოა, რომ ეს 40 წლის წინანდელ მონაცემებს შვიდჯერ აღემატება.

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორია ქართული რეალობა და ცნობილ მამებს დავუკავშირდით.

ვანო ჯავახიშვილი:

- ჩემი სამსახურებრივი გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვთან დიდ დროს, სამწუხაროდ, ვერ ვატარებ, თუმცა ვცდილობ, თავისუფალი დროის მაქსიმუმი ოჯახს მოვახმარო. რადგან დღე გაიზარდა, თბილა, საღაამოობით სასეირნოდ დამყავს.

- ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში თუ შეგაქვს წვლილი?

- მეტნაკლებად, კი. რასაკვირველია, დედა უფრო აქტიურია ასეთ დროს, მაგრამ აი, მაგალითად, სკოლის შერჩევის საკითხი იყო ამ ბოლო დროს აქტუალური, რადგან წელს შედის სკოლაში და მეც ჩავები ამ საქმეში, მქონდა ჩემი ინიციატივები, რომელიც ბავშვისთვის შეიძლება, კარგი იყოს.

- ვინაიდან სამსახურის გამო შვილისთვის არც ისე ბევრი დრო გრჩება, ეს ხელს ხომ არ გიშლის იმაში, რომ იყო მკაცრი შესაბამის სიტუაციებში?

- ხანდახან აუცილებელია, მკაცრი ვიყო, მაგრამ ვერ ვარ. როცა ძალიან დაღლილი ვარ და რაღაცაზე ჩამაცივდება, ნერვები მეშლება, მაგრამ რეალურად ვერ ვუბრაზდები. როცა დედამისი ტუქსავს, მე მიყურებს, თუ მხარი ავუბი ჩემს მეუღლეს, მაშინ ხვდება, რომ წარუმატებელია ჩემთან თავის შეფარების მცდელობა, მაგრამ თუ დაინახა, რომ მისკენ ვარ, გვერდიდან არ მცილდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, მიუხედავად ყველაფრისა, დედაზე გიჟდება.

- თუ უყურებს შენს შოუს, რას გეუბნება ხოლმე?

- ჩემი შვილი რაშიც ძალიან მგავს, არის ის, რომ სატელევიზიო ბადე შესწავლილი აქვს თავიდან ბოლომდე, იცის, სად რა როდის იწყება, ვინ რა გვარია, ვინ ვინაა და ა.შ. შეიძლება მე დღემდე არ ვიცოდე, თუნდაც "იქს-ფაქტორის" მონაწილეების გვარები, მაგრამ მას ეს არ შეეშლება. შესაბამისად, ჩემს გადაცემასაც უყურებს, მაგრამ "კომედი შოუ" უფრო უყვარს, იმიტომ, რომ იქაა მარეხი, მთვარისა ოდილაური... "ვანოს შოუ" უყვარს იმიტომ, რომ მამიკოს გადაცემაა.

- შინ დაბრუნდებულს შენი ტერმინებით ხომ არ გესაუბრება?

- უფრო მიშა ანდღულაძის ტერმინებით საუბრობს, მაგალითად "ჩემი დედას ვფიცავარ"-ს აყოლებს ხოლმე ფრაზებს. მე არ მაქვს გამოკვეთილი ტერმინოლოგია და ალბათ ამიტომ არ საუბრობს, შეიძლება, მიფრთხილდება და მე არ "მეღადავება".

ოთარ ქირია:

- სამუშაო დღეებში მინიმუმ ერთ საათს მაინც ვუთმობ შვილს, დასვენების დღეები კი თითქმის მთლიანად ლიზის ეკუთვნის.

- მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში იღებთ მონაწილეობას?

- კი, ყველაფერში.

- თუ გიყვებათ თავის ამბებს?

- მიყვება, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მკაცრიც ვარ გარკვეულ საკითხებში.

- ხშირად გოგონები ტკბილი ენით, მამებს ყველაფერს "ასრულებინებენ", თქვენს შემთხვევაში როგორაა სურვილების საკითხი?

- შეუსრულებელი სურვილები არ გვქონია, მეც ვუსრულებ და ისიც მისრულებს ყველაფერს.

- როგორ აფასებს ლიზი თქვენს საქმიანობას, თუ გიზიარებთ აზრებს?

- კი, კი. გარდა ტელევიზიისა, მაქვს მეორე სამსახური, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი ვარ, ჰოდა, ლიზა იქ მოდის ხოლმე და მეხმარება.

გია ბაღაშვილი:

- შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოსგან თავისუფალი დროის 90%-ს ოჯახს ვუთმობ. ფიქსირებული გრაფიკით მომუშავე ადამიანებთან შედარებით, ეს უკეთ გამომდის, რადგან შემოქმედებითი კუთხით დაკავებულ ხალხს დროის მართვა თავად შეგვიძლია, რაც დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ჩემს შვილებს აქვთ ჩემთან ყოფნის, თამაშის, ურთიერთობის სურვილი და გამოხატავენ ამას, მაშინ თუ მართლა გადაუდებელი საქმე ან კონცერტი არ მაქვს, აუცილებლად მათთან ვატარებ დროს. პატარები ხომ შეუცდომლად გრძნობენ, რამდენად უწევენ მათ ანგარიშს მშობლები. ისინი უფროსებზე გაცილებით უკეთესი შემფასებლები არიან, სიმართლეს და სიყალბესაც ყველაზე დიდ რეჟისორზე უკეთ ამჩნევენ, არაფერი გამოეპარება მათ თვალსა და ყურს. მეექვსე გრძნობა თუ არსებობს, ყველაზე მეტად სწორედ პატარებს აქვთ განვითარებული.

- როგორია თქვენეული გართობის წესი, ვგულისხმობ გიას და ბავშვების გართობას?

- ჩვენეული გართობა არის თამაში, თამაში და კიდევ ერთხელ თამაში. გვაქვს მუსიკალური თამაშები, ლინგვისტური ხასიათის თამაში, ვერთობით ფიზიკური დატვირთვითაც, ამაში იგულისხმება სირბილი, დაჭერობანა, ბურთით თამაში... ასევე გვაქვს ჩვენი რიტუალები, რომლის დეტალებსაც არ გაგიმხლეთ, რადგან ამაზე ნებართვა ნინისა და ლიზისგან არ ამიღია (იცინის). გვაქვს დედიკოს გახარების რიტუალები, თამუნას და ბავშვებს ცალკე აქვთ მამიკოს გახარების რიტუალები. გარდა ამისა, აქტიურად ვარ ჩართული წიგნების კითხვაში, ასაკიდან გამომდინარე, ძირითადად ზღაპრებსა და ლექსებს ვკითხულობთ.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება