ქართველი მამაკაცი, რომელიც იტალიელი სექს-სიმბოლოს ბიანკა ბალტის ასისტენტია

 ქართველი მამაკაცი, რომელიც იტალიელი სექს-სიმბოლოს ბიანკა ბალტის ასისტენტია

30 წლის იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი მამაკაცებს ულამაზესი ლურჯი თვალებით ატყვევებს.

იტალიელი სექს-სიმბოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელია. ბიანკას სოციალური მედიის ასისტენტი ქართველია - ის 21 წლის გიორგი პაპიძეა. გიორგის ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ბიანკასთან თანამშრომლობა დაიწყო. როგორც გიორგი The FINANCIAL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მას მოდის სამყარო ყოველთვის აინტერესებდა.

"მოდის სამყარო ყოველთვის მხიბლავდა. როდესაც პირველად ბიანკას ფოტო Dolce & Gabbana-ს ფოტოსესიაში ვნახე, აღვფრთოვანდი. მომეწონა მისი სახე და მანერები. მოგვიანებით მისი სოციალური გვერდების ძებნა დავიწყე, თუმცა მხოლოდ ყალბი გვერდები იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი ძალებით შემექმნა მისი "ფეისბუქ", "ტვიტერ" და "ინსტაგრამ" გვერდები. მივხვდი, რომ სოციალურ მედიას დიდად არ სწყალობდა. შევთავაზე, რომ შემეძლო დავხმარებოდი მისი ვებ-პროფილი გამეუმჯობესებინა - აქედან დაიწყო შესანიშნავი ურთიერთობა", - განაცხადა გიორგიმ The FINANCIAL-თან საუბარში.

გიორგის მოვალეობაა, ბიანკას ახალი ფოტოები, ინტერვიუები და ვიდეოები ატვირთოს.

იხილეთ | ბიანკა ბალტის ყველაზე სექსუალური 21 ფოტო და ვიდეო Playboy-სთვის

გიორგის წყალობით ბალტის "ფეისბუქ" გვერდს 300 000-ზე მეტი "ლაიქი" აქვს, "ინსტაგრამს" – 124 000, ხოლო "ტვიტერს" 30 000. გიორგის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე ბიანკასთან გადაღებულ ფოტოებსაც ნახავთ.

ბიანკას დედა, მარია ბისე მარზანი აზერბაიჯანელია, მამა ბრუნო ბალტი კი იტალიელი. ბიანკა იტალიაში, ლომბარდიაში 1984 წლის 19 მარტს დაიბადა. მისი სიმაღლე 173 სანტიმეტრია, ხოლო პროპორციები: 80-58-86. მას შთამბეჭდავი პორტფელიო აქვს - მისი ფოტოები დაბეჭდილა ისეთ გავლენიან ჟურნალებში, როგორიც არის "ვოგი", "Harper’s Bazaar", "Cosmopolitan", "Marie Claire", "ფლეიბოი". ის თანამშრომლობს მოდის სახლებთან - Roberto Cavalli, Donna Karan, Mango.

ამასთან, ბიანკა 2005 წელს Victoria’s Secret-ის 2005 წლის გრანდიოზულ

შოუში მიიწვიეს. 2011 წელს დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა ის Pirelli-ს კალენდრისთვის გადაიღო. 2012 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად მოდის სახლ Dolce&Gabbana-ს სახე იყო. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მოდელი იტალიელ ფოტოგრაფ კრისტიან ლუციდიზე იყო გათხოვილი. მათ 2007 წელს ქალიშვილი, მატილდა შეეძინათ. წყვილი 2009 წელს განქორწინდა.

იხილეთ ფოტოგალერეა| 21 ფოტო

Adami

იხილეთ ვიდეო

Adami

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება