ნუკა კაციტაძე საყვარელ სტილისტს ''ყველგან'' მიჰყვება

ნუკა კაციტაძე საყვარელ სტილისტს ''ყველგან'' მიჰყვება

გემომეტრის სტუმრები ნუკა კაციტაძე და გიორგი ჩიქოვანი ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

ნუკა კაციტაძე:

- თბილისში მაქვს საყვარელი ბუტიკები, სადაც ხშირად დავდივარ. მაღაზია ''ნიუში'', რომელიც აბაშიძეზე მდებარეობს, ვყიდულობ შარვლებს, ფანტასტიკური შარვლები ჩამოაქვთ, ყოველთვის გამორჩეულია და ყურადღებას იქცევს. მეორე ჩემთვის გამორჩეული მაღაზიაც ამავე ქუჩაზეა და ჰქვია ''ბუტიკი 39'', აქაც საფრანგეთიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ტანსაცმელი იყიდება. ორივე მაღაზიაში უკვე შინაურული ურთიერთობა მაქვს, თუ თანხა არ მყოფნის, მატანენ და შემდეგ ვაძლევ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს საზღვარგარეთ საშოპინგოდ წასვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფასდაკლებებია. მთელი ევროპა, მილიონერებიც კი, ფასდაკლების დღეებში გადის საყიდლებზე.

- საქართველოში არსებულ ბრენდულ მაღაზიებზე რას გვეტყვით, შეესაბამება ქართული ფასები რეალობას?

- მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ფასები რეალობას არ შეესაბამება, აქ ახალი კოლექციები წარმოდგენილი არ არის, შედარებით მოძველებულ კოლექციებს კი ამხელა ფასი არ უნდა ედოს.

- რაც შეეხება სილამაზის სალონს, რომელია თქვენთვის გამორჩეული და თუ გყავთ ამოჩემებული სტილისტი?

- კი. ჩემი საყვარელი სტილისტია საშა პეტიაკოვი, რომელიც სადაც გადადის, იქ მივყვები, რადგან კარგი ხელი აქვს და მისი გაკეთებული თმით კმაყოფილი ვარ. ცუდ სალონშიც რომ გადავიდეს, იქაც კი გავყვები, რადგან მომწონს მისი ნახელავი, მიკეთებს იმას, რაც მე მინდა. ამჟამად საშა ''შაინშია'' და იქ დავდივარ. მანიკიურ-პედიკიურს კი ''მილანოში'', ყიფშიძეზე ვიკეთებ, იქაც ოჯახური სიტუაცია და კომფორტული გარემოა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება