გორში მცხოვრებ, 1964 წელს დაბადებულ თამარ კ-ს, 2014 წლის 2 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურორ ნათია კიკალიას განცხადებით, ქალბატონს ბრალად გორიდან სხვადასხვა სოფლების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში და ავტობუსში ჩანთების ქურდობა ედება.
50 წლის ქალბატონმა 3 ფაქტი აღიარა, რომელიც 2014 წლის 12, 18 და 29 მაისს მოხდა. დაკარგული ჩანთებიდან ორში - ბავშვის და ქალის ახალი ფეხსაცმელები, ხოლო ერთ ჩანთაში სიგარეტები ეწყო.
იხილეთ ვრცლად