პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2000 ლარიანი სესხი შეიძლება 15-20 ათასი ლარი გახდეს" - რა შეიძლება მოჰყვეს ინტერნეტ-სესხის აღებას
"2000 ლარიანი სესხი შეიძლება 15-20 ათასი ლარი გახდეს" -  რა შეიძლება მოჰყვეს ინტერნეტ-სესხის აღებას

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ინ­ტერ­ნეტ­სეს­ხე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სა­ში­შია.

რო­გორც BPN-ს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის "რი­კოს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ლაშა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ინ­ტერ­ნეტ სეს­ხე­ბის წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი შე­საძ­ლოა 800%-მდეც გა­ი­ზარ­დოს.

"რეკ­ლა­მებ­ში წე­რია, რომ პირ­ვე­ლი თვის პრო­ცენტს არ იხდი, მაგ­რამ სა­კო­მი­სი­ო­ებს რომ და­ვით­ვლით, ეს ციფ­რე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად მო­სუ­ლა ჩვენ­თან მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ვა­ლა­ლო ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის კი არ არის, რომ 200 ან 300%-იანი ინ­ტერ­ნეტ სეს­ხი აიღე, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, თუ რო­გორ გვი­ცავს კა­ნო­ნი", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

მან ინ­ტერ­ნეტ სეს­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ან ინ­ტე­ნე­ტით იღებთ სა­მომ­ხმა­რებ­ლო სესხს ამ სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფად, თქვე­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით არ ხართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც სახ­ლში ზის და სა­ერ­თოდ არ იცის არა­ფე­რი, აი­ღოს 2000-ს ლა­რი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ სეს­ხი, წლის ბო­ლოს კი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ეს სეს­ხი 15-20 ათა­სი ლარი გახ­დეს თა­ვი­სი ჯა­რი­მე­ბით და პრო­ცენ­ტე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ ადა­მი­ანს არც სამ­სა­ხუ­რი აქვს და არც არა­ფე­რი, მას გო­ნია, რომ ბინა არ და­ა­გი­რა­ვა და იპო­თე­კა­ში არ ჩადო, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ წა­ვიდ­ნენ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­თან და კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე პირს შე­საძ­ლოა გა­უ­ყი­დონ ან და­უ­ყა­და­ღონ ქო­ნე­ბა. ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ონ­ლა­ინ სეს­ხის აღე­ბის დროს კონ­ტრაქტს არა­ვინ კი­თხუ­ლობს", - აღ­ნიშ­ნა ლაშა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"2000 ლარიანი სესხი შეიძლება 15-20 ათასი ლარი გახდეს" - რა შეიძლება მოჰყვეს ინტერნეტ-სესხის აღებას

"2000 ლარიანი სესხი შეიძლება 15-20 ათასი ლარი გახდეს" -  რა შეიძლება მოჰყვეს ინტერნეტ-სესხის აღებას

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ინტერნეტსესხები მოსახლეობისთვის კატასტროფულად საშიშია.

როგორც BPN-ს კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტის "რიკოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ინტერნეტ სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა 800%-მდეც გაიზარდოს.

"რეკლამებში წერია, რომ პირველი თვის პროცენტს არ იხდი, მაგრამ საკომისიოებს რომ დავითვლით, ეს ციფრები კატასტროფულად იზრდება. ძალიან ხშირად მოსულა ჩვენთან მომხმარებელი, რომელიც სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილა. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ 200 ან 300%-იანი ინტერნეტ სესხი აიღე, მთავარი პრობლემა არის ის, თუ როგორ გვიცავს კანონი", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

მან ინტერნეტ სესხებთან დაკავშირებით ამერიკის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ან ინტენეტით იღებთ სამომხმარებლო სესხს ამ სესხის უზრუნველყოფად, თქვენი უძრავი ქონებით არ ხართ პასუხისმგებელი.

"რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ადამიანმა, რომელიც სახლში ზის და საერთოდ არ იცის არაფერი, აიღოს 2000-ს ლარიანი ინტერნეტ სესხი, წლის ბოლოს კი, ძალიან მარტივად, შეიძლება ეს სესხი 15-20 ათასი ლარი გახდეს თავისი ჯარიმებით და პროცენტებით. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს არც სამსახური აქვს და არც არაფერი, მას გონია, რომ ბინა არ დააგირავა და იპოთეკაში არ ჩადო, თუმცა კომპანიებს შეუძლიათ წავიდნენ აღმასრულებელთან და კონტრაქტის საფუძველზე პირს შესაძლოა გაუყიდონ ან დაუყადაღონ ქონება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ სესხის აღების დროს კონტრაქტს არავინ კითხულობს", - აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს მოსახლეობის დაცვა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია