Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''
''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში შევ­ხვდით და ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. გი­ორ­გი ყვე­ლა პო­ზი­ტი­ურ ტრა­დი­ცი­ას პა­ტივს სცემს, ქარ­თუ­ლი სუფ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ ღრე­ო­ბებ­სა და ღვი­ნო­ში ჩახ­რჩო­ბას არ მი­ე­სალ­მე­ბა.

- პა­ტივს ვცემ თით­ქმის ყვე­ლა პო­ზი­ტი­ურ ტრა­დი­ცი­ას, მაგ­რამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ჩა­სა­ხულ ტრა­დი­ცი­ას, რო­მელ­საც ბრუ­ტა­ლუ­რი და რა­დი­კა­ლუ­რი ფორ­მა აქვს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, თავი ავა­რი­დო. მა­გა­ლი­თად, ქელე­ხის ტრა­დი­ცი­ის ორი ფორ­მა არ­სე­ბობს - ადრე ქელე­ხი კეთ­დე­ბო­და ჰუ­მა­ნუ­რი მიზ­ნით, შორი გზი­დან მო­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად, მაგ­რამ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ღრე­ო­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და, მე­ტიც, ვი­ღა­ცე­ბი ასეთ სუფ­რებ­ზე ღვი­ნო­ში იხ­რჩო­ბოდ­ნენ და მღე­როდ­ნენ კი­დეც. ქარ­თუ­ლი სუფ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, ბევ­რჯერ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ აქ დო­ზებ­სა და ფორ­მებს ენი­ჭე­ბა დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. არ მგო­ნია, რომ ლამ­პის შუ­შით ღვი­ნის სმა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია იყოს.

- ძვე­ლი თა­ო­ბა ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც ვიწ­რო შარ­ვლე­ბი­თა და სა­ყუ­რე­ე­ბით და­დი­ან, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს და ქარ­თვე­ლო­ბას უწუ­ნებს.

- არ მგო­ნია, რომ ფორ­მებ­ში იდოს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა და ამა­ზე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ხში­რად სა­უბ­რობ­და, "მხო­ლოდ ტა­ლავ­რით კაცი არ იც­ნო­ბაო" – წერ­და. მი­ვიჩ­ნევ, რომ ქარ­თვე­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე ქვეყ­ნის მი­მართ და არა ის, ვის სად, რა ტატუ აქვს და რამ­ხე­ლა სა­ყუ­რე ჰკი­დია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს­თე­ტი­კა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვო­ბენ და ამა­ში გა­სა­ო­ცარს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, იცხოვ­როს ისე, რო­გორც მას უნდა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს პროგ­რე­სი. თა­ვის დრო­ზე პროგ­რე­სი იყო ისიც, რომ ვი­ღა­ცამ და­ი­წყო ევ­რო­პუ­ლი კოს­ტი­უ­მის ჩაც­მა, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, მაგ­რამ შემ­დეგ ეს ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მო­სი გახ­და. არ ვიცი, რამ­დე­ნად გახ­დე­ბა და­ხე­უ­ლი ჯინ­სი აკა­დე­მი­უ­რი ტან-საც­მე­ლი, მაგ­რამ ასეც რომ მოხ­დეს, ამა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ.

თუ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გვინ­და, პირ­ველ რიგ­ში უნდა ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს ენა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რა გვაქვს პო­ზი­ტი­უ­რი, რისი გან­ვი­თა­რე­ბა გვინ­და და რით ვართ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''

''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''

გიორგი კეკელიძეს საჯარო ბიბლიოთეკაში, საკუთარ კაბინეტში შევხვდით და ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. გიორგი ყველა პოზიტიურ ტრადიციას პატივს სცემს, ქართული სუფრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ღრეობებსა და ღვინოში ჩახრჩობას არ მიესალმება.

- პატივს ვცემ თითქმის ყველა პოზიტიურ ტრადიციას, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ჩასახულ ტრადიციას, რომელსაც ბრუტალური და რადიკალური ფორმა აქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო. მაგალითად, ქელეხის ტრადიციის ორი ფორმა არსებობს - ადრე ქელეხი კეთდებოდა ჰუმანური მიზნით, შორი გზიდან მომავალი ადამიანების გასამასპინძლებლად, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ღრეობებში გადაიზარდა, მეტიც, ვიღაცები ასეთ სუფრებზე ღვინოში იხრჩობოდნენ და მღეროდნენ კიდეც. ქართული სუფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ აქ დოზებსა და ფორმებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. არ მგონია, რომ ლამპის შუშით ღვინის სმა ქართული ტრადიცია იყოს.

- ძველი თაობა ბიჭებს, რომლებიც ვიწრო შარვლებითა და საყურეებით დადიან, სკეპტიკურად უყურებს და ქართველობას უწუნებს.

- არ მგონია, რომ ფორმებში იდოს ეროვნული იდენტობა და ამაზე ილია ჭავჭავაძე ხშირად საუბრობდა, ''მხოლოდ ტალავრით კაცი არ იცნობაო'' – წერდა. მივიჩნევ, რომ ქართველობის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანია შენი გაკეთებული საქმე ქვეყნის მიმართ და არა ის, ვის სად, რა ტატუ აქვს და რამხელა საყურე ჰკიდია. ბუნებრივია, ესთეტიკაზე ადამიანები დავობენ და ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს პროგრესი. თავის დროზე პროგრესი იყო ისიც, რომ ვიღაცამ დაიწყო ევროპული კოსტიუმის ჩაცმა, რასაც პროტესტი მოჰყვა, მაგრამ შემდეგ ეს ყოველდღიური სამოსი გახდა. არ ვიცი, რამდენად გახდება დახეული ჯინსი აკადემიური ტან-საცმელი, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

თუ ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება გვინდა, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ენაზე, განათლებაზე, ზოგადად, სახელმწიფოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რა გვაქვს პოზიტიური, რისი განვითარება გვინდა და რით ვართ გამორჩეულები მსოფლიოში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია