პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე დაბინძურებული ნაყინი საქართველოში - "პროდუქტში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"
რომელია ყველაზე დაბინძურებული ნაყინი საქართველოში - "პროდუქტში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ტყი­ბულ­ში შპს "კო­რია-კუს" მიერ წარ­მო­ე­ბულ ნა­ყინ­ში ოქ­როს­ფე­რი სტა­ფი­ლო­კო­კი და ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ბაქ­ტე­რი­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­დო­ნა კო­ი­ძემ დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ნა­ყი­ნის ოცი ნი­მუ­შის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

მა­დო­ნა კო­ი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს 10 ქა­ლაქ­ში ნა­ყი­ნის 20 ნი­მუ­ში შე­ი­ძი­ნა და კვლე­ვის­თვის აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, რვა ნი­მუ­ში­დან ოთხი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა და მოკ­ვლე­ვის­თვის გა­და­ე­ცა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს, ხოლო 4 კი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია.

"ძი­რი­თა­დი და­ბინ­ძუ­რე­ბა, ეს არის ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კო­ლი­ფორ­მე­ბი. ერთ-ერთ ნი­მუშ­ში, ტყი­ბულ­ში შპს "კო­რია-კუს" მიერ დამ­ზა­დე­ბულ ნა­ყინ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ოქ­როს­ფე­რი სტა­ფი­ლო­კო­კი­სა და ნაწ­ლა­ვის ჯგუ­ფის ტი­პის ბაქ­ტე­რი­ე­ბი. სტა­ფი­ლო­კო­კი გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში გა­მო­ყოფს ტოქ­სინს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას აზი­ა­ნებს და კვე­ბით მოშ­ხამ­ვას იწ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა მა­დო­ნა კო­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­აჩ­ნია ასე­ვე ზუგ­დიდ­ში დამ­ზა­დე­ბულ ნა­ყინს შპს "ლეგო-L", ასე­ვე ზეს­ტა­ფონ­ში შპს "სი­ურპრი­ზის" მიერ წარ­მო­ე­ბულ ნა­ყინს და თბი­ლის­ში შპს "კრის­ტა­ლის" მიერ წარ­მო­ე­ბულ ნა­ყინს.

კო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან მო­ი­ნა­ხუ­ლა ნა­ყი­ნის რამ­დე­ნი­მე სა­რე­ა­ლი­ზა­ციო წერ­ტი­ლი, სა­დაც ნა­ყი­ნი ან­ტი­სა­ნი­ტა­რულ პი­რო­ბებ­ში იყი­დე­ბა. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

ამას­თან, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მა­დო­ნა კო­ი­ძემ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა შპს "აი­სის" მიერ წარ­მო­ე­ბულ "პლომ­ბი­რი გურ­ჯა­ა­ნის ნა­ყინ­თან" და­კავ­ში­რე­ბით. მან უარ­ყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია კო­ლი­ფორ­მე­ბით. მე­ო­რედ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი არ და­ა­დას­ტუ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რომელია ყველაზე დაბინძურებული ნაყინი საქართველოში - "პროდუქტში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

რომელია ყველაზე დაბინძურებული ნაყინი საქართველოში - "პროდუქტში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა"

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ ტყიბულში შპს "კორია-კუს" მიერ წარმოებულ ნაყინში ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოაჩინა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფედერაციის მიერ ნაყინის ოცი ნიმუშისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მადონა კოიძის თქმით, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ საქართველოს 10 ქალაქში ნაყინის 20 ნიმუში შეიძინა და კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩააბარა.

მისი განცხადებით, რვა ნიმუშიდან ოთხი ეჭვის საფუძველს იძლევა და მოკვლევისთვის გადაეცა სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ხოლო 4 კი, დაბინძურებულია.

"ძირითადი დაბინძურება, ეს არის ნაწლავის ჩხირი, ეგრეთ წოდებული კოლიფორმები. ერთ-ერთ ნიმუშში, ტყიბულში შპს "კორია-კუს" მიერ დამზადებულ ნაყინში აღმოჩენილია ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები. სტაფილოკოკი განსაკუთრებულ პირობებში გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს და კვებით მოშხამვას იწვევს", - აღნიშნა მადონა კოიძემ.

მისივე თქმით, მიკრობიოლოგიური დაბინძურება გააჩნია ასევე ზუგდიდში დამზადებულ ნაყინს შპს "ლეგო-L", ასევე ზესტაფონში შპს "სიურპრიზის" მიერ წარმოებულ ნაყინს და თბილისში შპს "კრისტალის" მიერ წარმოებულ ნაყინს.

კოიძის განცხადებით, მან მოინახულა ნაყინის რამდენიმე სარეალიზაციო წერტილი, სადაც ნაყინი ანტისანიტარულ პირობებში იყიდება. ყველა შემთხვევაზე ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სააგენტოს გადაეგზავნა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე მადონა კოიძემ განმარტება გააკეთა შპს "აისის" მიერ წარმოებულ "პლომბირი გურჯაანის ნაყინთან" დაკავშირებით. მან უარყო, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ წარმოებული ნაყინი დაბინძურებულია კოლიფორმებით. მეორედ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აღნიშნული არ დაადასტურა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია