მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი "ლავ სთორის" დასაწყისი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ? - რატომ გადაიფიქრა საქართველოდან გამგზავრება ვიქტორ ბურჭულაძემ
ახალი "ლავ სთორის" დასაწყისი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ? - რატომ გადაიფიქრა საქართველოდან გამგზავრება ვიქტორ ბურჭულაძემ

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მე­გა­შოუ "ცეკვვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მე­ო­თხე სე­ზო­ნი ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი­სა და ვიქ­ტორ ბურ­ჭუ­ლა­ძის წყვილ­მა მო­ი­გო. ისიც იცით, რომ ვიქ­ტო­რი მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც აქ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და. დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის, უკან გა­სამ­გზავ­რებ­ლად, ბი­ლე­თი უკვე ნა­ყი­დი ჰქონ­და და მიფ­რი­ნავ­და. აე­რო­პორ­ტში მი­ვი­და, გა­ი­ა­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­მოწ­მე­ბა, რე­გის­ტრა­ცია, ბარ­გიც ჩა­ა­ბა­რა. აე­რო­პორ­ტში მის გა­სა­ცი­ლებ­ლად მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი და ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი (მე­სა­მე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი). ის იყო, მე­გობ­რებს უნდა დამ­შვი­დო­ბე­ბო­და, უეც­რად თქვა, - აღარ მივ­დი­ვარ, ვრჩე­ბი!

Ambebi.ge მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ვიქ­ტორ­მა გა­მა­ო­ცა, ეს ვინ ყო­ფი­ლა? სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, უნდა დაგ­ვმშვი­დო­ბე­ბო­და, იმ დროს გული ამი­ჩუყ­და და თვალ­ზე ცრემ­ლე­ბი მო­მად­გა, ეს რომ და­ი­ნა­ხა, გა­მოგ­ვი­ცხა­და, - აღარ მივ­დი­ვა­რო.

- მგზავ­რო­ბა გა­და­დო?

- არა, მოხ­სნა. აღარ მი­დის. ისე, პრო­ექ­ტი გუ­შინ მო­ვი­გეთ, ასე ვიშ­რო­მეთ, ერ­თმა­ნეთს შე­ვეჩ­ვი­ეთ და ეს წარ­მა­ტე­ბა არც აღგ­ვი­ნიშ­ნავს და უკვე მი­დი­ო­და.

მას ახლა ჩვენ­თან ერ­თად უნდა ყოფ­ნა, გარ­თო­ბა, მოლ­ხე­ნა და ამ გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ნიშ­ვნა, ზე­ი­მი. არ იყო იმ გან­წყო­ბა­ზე, რომ აქე­დან წა­სუ­ლი­ყო და დარ­ჩა. ამ­ბობს, რომ ყვე­ლას კარ­გად მო­გე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი­თო...

- მა­რი­ამ, ახა­ლი "ლავ სტო­რი" ხომ არ იწე­ბა?

- არა მგო­ნია, უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია იმ წარ­მა­ტე­ბით, რა­საც ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ... ხომ ვამ­ბობ, რა­ღაც სხვა ადა­მი­ა­ნია, ცა­რი­ე­ლი გული და სუ­ლია. ეს მან დღეს კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა. არა­და, რა­ღაც სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ზეც მი­დი­ო­და...

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ| ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტი ქალი - მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი ფო­ტო­ე­ბი (+11 PHOTO)

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუს ფი­ნა­ლი და წა­გე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტის დი­დე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი პარტნი­ორს - "ასე­თი რამ არც ერთ სე­ზონ­ში არ მომ­ხდა­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ახალი "ლავ სთორის" დასაწყისი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ? - რატომ გადაიფიქრა საქართველოდან გამგზავრება ვიქტორ ბურჭულაძემ

ახალი "ლავ სთორის" დასაწყისი "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ? - რატომ გადაიფიქრა საქართველოდან გამგზავრება ვიქტორ ბურჭულაძემ

როგორც ცნობილი გახდა, მეგაშოუ "ცეკვვენ ვარსკვლავები" მეოთხე სეზონი ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილმა მოიგო. ისიც იცით, რომ ვიქტორი მოსკოვში მცხოვრები ქართველია, რომელიც აქ სამი თვის განმავლობაში, როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, მოწვევით იმყოფებოდა. დღევანდელი დღისთვის, უკან გასამგზავრებლად, ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა და მიფრინავდა. აეროპორტში მივიდა, გაიარა ყველანაირი შემოწმება, რეგისტრაცია, ბარგიც ჩააბარა. აეროპორტში მის გასაცილებლად მისულები იყვნენ მეგობრები, მათ შორის, მარიამ კუბლაშვილი და ქეთი ხატიაშვილი (მესამე სეზონის გამარჯვებული). ის იყო, მეგობრებს უნდა დამშვიდობებოდა, უეცრად თქვა, - აღარ მივდივარ, ვრჩები!

Ambebi.ge მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირდა:

- ვიქტორმა გამაოცა, ეს ვინ ყოფილა? საოცარი ადამიანია, უნდა დაგვმშვიდობებოდა, იმ დროს გული ამიჩუყდა და თვალზე ცრემლები მომადგა, ეს რომ დაინახა,  გამოგვიცხადა, - აღარ მივდივარო.

- მგზავრობა გადადო?

- არა, მოხსნა. აღარ მიდის. ისე, პროექტი გუშინ მოვიგეთ, ასე ვიშრომეთ, ერთმანეთს შევეჩვიეთ და ეს წარმატება არც აღგვინიშნავს და უკვე მიდიოდა.

მას ახლა ჩვენთან ერთად უნდა ყოფნა, გართობა, მოლხენა და ამ გამარჯვების აღნიშვნა, ზეიმი. არ იყო იმ განწყობაზე, რომ აქედან წასულიყო და დარჩა. ამბობს, რომ ყველას კარგად მოგესიყვარულებითო...

- მარიამ, ახალი "ლავ სტორი" ხომ არ იწება?

- არა მგონია, უბრალოდ ძალიან ბედნიერია იმ წარმატებით, რასაც ერთად მივაღწიეთ... ხომ ვამბობ, რაღაც სხვა ადამიანია, ცარიელი გული და სულია. ეს მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. არადა, რაღაც სერიოზულ საქმეზეც მიდიოდა...

ლალი ფაცია

იხილეთ| ყველაზე სექსუალური ქართველი ადვოკატი ქალი - მარიამ კუბლაშვილის გამომწვევი ფოტოები (+11 PHOTO)

ასევე დაგაინტერესებთ | გრანდიოზული შოუს ფინალი და წაგებული კონკურსანტის დიდებული საჩუქარი პარტნიორს - "ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება