Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან - რა მოენატრება "სვაბოდაზე" მოგულავე უგულავას
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან - რა მოენატრება "სვაბოდაზე" მოგულავე უგულავას

იმა­ზე, თუ რო­გორ მოხ­ვდა გიგი უგუ­ლა­ვა იმ გა­უ­გებ­რო­ბა­ში, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ჰქვია, ის­ტო­რია სდუმს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მო­სახ­დე­ნი მოხ­და და სის­ხლიც და­იღ­ვა­რა, უმ­წიკ­ვლო და თან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ხან ქვე­ბი ეს­რო­ლეს ბოლ­ნის­ში და ხან ხელ-კე­ტე­ბი უბ­რა­ხუ­ნეს ბა­თუმ­ში, მაგ­რამ გი­გის ყვე­ლა­ფე­რი ცდე­ბო­და. თით­ქოს გან­გე­ბა გან­გებ იცავ­სო.

...მერე მერი გახ­და, არა, სქე­სი კი არ შე­უც­ვლია, ქა­ლა­ქის მერი გახ­და. დიდი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ნინი ქარ­სე­ლა­ძეს სი­ტყვე­ბი : "ძვე­ლია, მაგ­რამ ასე მგო­ნია, ჩემი ქა­ლა­ქი ჩემი ტო­ლია", ზუს­ტა­დაც რომ გი­გის შე­ე­ფე­რე­ბო­და, რად­გან ეგ და თბი­ლი­სი ერ­თად დამ­შვენ­დნენ, ფერ­ზე მო­ვიდ­ნენ და იერი შე­ეც­ვა­ლათ. თბი­ლისს გუ­და­უ­რი შე­ე­მა­ტა, ხოლო გი­გის და­მა­ტე­ბი­თი კი­ლოგ­რა­მე­ბი. სწო­რედ ამ კი­ლოგ­რა­მებს უნდა უმად­ლო­დეს ქარ­თვე­ლი ერი, რომ არ­სე­ბობს "უგუ­ლა­ვას დი­ე­ტა".

გარ­თო­ბაც უყ­ვარ­და მერს, ბო­როტ­მა და ავზნი­ან­მა ხალ­ხმა სუ­რა­თე­ბი გა­უვრცე­ლეს სტრიპ­ტიზ ბარ­ში რომ ერ­თო­ბო­და. და­უ­ნა­ხა­ვია ქარ­თვე­ლი ერი, განა გარ­თო­ბაც იმის­თვის არ უნ­დო­და გი­გის, რომ ენერ­გი­ა­ზე მო­სულს ისევ ქა­ლა­ქის­თვის და­ე­ხარ­ჯა ენე­რე­გია?! ისევ ნინი ქარ­სე­ლა­ძეს და­ვე­სეს­ხე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და - არ­სად ასე­თი სიო არა ქრის და სხვას არა ჰგავს ჩემი ქა­ლა­ქიო, მარ­თლაც რომ ასეა. განა, რო­მე­ლი­მე სხვა ქა­ლა­ქის მერს და­ა­მუ­ნა­თებ­დნენ ამის გამო?!

ჭო­რე­ბიც მუ­დამ თავს ეხ­ვია გი­გის. ჯერ პირ­ველ ცოლ­თან არ ქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი, რომ მე­ო­რეს­თან და­შო­რე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მა­შინ როცა კაცი დღე­ნი­ა­დაგ ოჯახ­ზე ფიქ­რობ­და, "რომ არა ოჯახ­ზე ფიქ­რი, ისე დე­და­ქა­ლაქ­ზე ვერ იფიქ­რე­ბო" - ეს სი­ტყვე­ბი ნინი ქარ­სე­ლა­ძეს არ უთ­ქვამს, მაგ­რამ ბრძნუ­ლად კია ნათ­ქვა­მი.

ბი­ნაც და­ან­გრია გი­გიმ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. არ მო­უ­ვი­და თვალ­ში და აბა რა უნდა ექნა?! სა­მა­გი­ე­როდ ახლა ხომ შენ­დე­ბა იმა­ზე დიდი, ვიდ­რე იყო. დიდი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის დროს გულ­ნატ­კე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­დამ არი­ან ხოლ­მე და ამ კორ­პუ­სის მა­ხოვ­რებ­ლე­ბიც მათ რი­ცხვში გა­დი­ან. ამ ფაქტს ისე ინა­ნი­ებ­და გიგი, რომ ბევ­რჯერ უნა­ხავთ ოთახ­ში გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი მე­ტა­ნი­ებს აკე­თებ­დაო. უთ­ქვამს, თუ და­მი­ჭე­რენ, კა­რებ­ში დად­გით ჩემი სა­წო­ლი, რომ ყვე­ლამ გა­და­მი­ა­რო­სო. ნა­ნობს...

გი­გის მე­ის­ტო­რი­ე­ე­ბი მძი­მედ გა­იხ­სე­ნე­ბენ 2013 წლის 8 თე­ბერ­ვალს, რო­დე­საც სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გიგი იხ­ვე­წე­ბო­და ხალ­ხი გა­მო­უშ­ვით ჩემ­ზეო, მაგ­რამ არ გა­უშ­ვეს. ამის მერე კა­ცობ­რი­ო­ბას ორი კი­თხვა სტან­ჯავს, არის თუ არა სი­ცო­ცხლე მარსზე და რომ გა­ეშ­ვათ ხალ­ხი, რას უზამ­დნენ გი­გის. მე­ო­რე კი­თხვა­ზე პა­სუხ­თა უმე­ტე­სო­ბა ასე იწყე­ბა "დე­დას", მაგ­რამ გაგ­რძე­ლე­ბა­ზე და­ო­ბენ, მე­ტიც, ქარ­თველ ექ­სპერ­ტებ­საც კი არ აქვთ ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი.

გიგი ყო­ველ­თვის ქედ­მაღ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ისე და­დი­ო­და, თით­ქოს ფიქ­რობ­და, ჩემ ხელ­ზე და­სა­დე­ბი ბორ­კი­ლი ჯერ არ გა­მო­ჭე­დი­ლაო, მაგ­რამ ერთი წუ­თით გო­ნე­ბა გა­ებ­ნა (რო­გორც ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ: ტე­ლე­ფო­ნის "ნას­ტრო­ი­კებ­ში" პერ­სო­ნა­ლუ­რი ზა­რის და­ყე­ნე­ბა უნ­დო­და, რათა სა­ა­კაშ­ვი­ლის ზარ­ზე ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სის "HERO" გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყოო) და სწო­რედ მაგ დროს გა­მო­უ­ჭე­დავთ და ეს ფაქ­ტი ვერ გა­ი­გო, თო­რემ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლი­წი­ნებ­და.

რო­გორც უკვე ვთქვით, ბორ­კი­ლი და­ა­დეს. ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ა­ზი­ნე­რე­ბი წე­რენ, რომ ბორ­კი­ლი შსს-ს გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან იყო, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად უხ­დე­ბა რო­გორც ქა­ლა­ქის ექს-მერს, ისე სხვა ექ­სებ­საც, ამი­ტომ არაა გა­მო­ირ­ცხუ­ლი სხვის ხე­ლებ­ზეც ვნა­ხო­თო.

ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დია ამ დი­ა­დი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­დან. ზე­მოთ და­წე­რილ ნაშ­რომს არ აქვს ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტო­ბის პრე­ტენ­ზია, ამი­ტომ მას­ში მო­ტა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი შე­საძ­ლოა, შე­ი­ცავ­დეს მცი­რე შეც­დო­მებს (აქ ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბო­და ნინი ქარ­სე­ლა­ძის რა­ი­მე ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ქარ­სე­ლა­ძე­ლო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ თე­მა­ზე მას არა­ფე­რი უთ­ქვამს), თუმ­ცა ამა­ზე ნუ იდარ­დებთ. მათ, ვინც ამის წა­კი­თხვის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებ­ში და­წერს: "ავ­ტო­რო გგო­ნია ხუმ­რობ?" "ეს რა უნი­ჭო­ბა იყო", "არა, ბიჭო ნარ­მა­ნია აჯო­ბებს", "გიგი ვერ და­ა­ფა­სეთ, უმა­დუ­რე­ბო" და სხვა. ერთ რჩე­ვას მოგ­ცემთ, ერთი ადა­მი­ა­ნი ცო­დოა წე­რით და ვინ­მე ჩა­ე­ნაც­ვლეთ ხოლ­მე.

პ.ს. მე ის მიკ­ვირს, ისე რო­გორ უნდა მო­იქ­ცე ადა­მი­ა­ნი, რომ შენი და­ჭე­რა ეროვ­ნულ ზე­ი­მად აქ­ციო?! ამა­საც მო­ხერ­ხე­ბა უნდა...

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან - რა მოენატრება "სვაბოდაზე" მოგულავე უგულავას

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან - რა მოენატრება "სვაბოდაზე" მოგულავე უგულავას

იმაზე, თუ როგორ მოხვდა გიგი უგულავა იმ გაუგებრობაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ისტორია სდუმს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახდენი მოხდა და სისხლიც დაიღვარა, უმწიკვლო და თან ნაციონალური. ხან ქვები ესროლეს ბოლნისში და ხან ხელ-კეტები უბრახუნეს ბათუმში, მაგრამ გიგის ყველაფერი ცდებოდა. თითქოს განგება განგებ იცავსო.

...მერე მერი გახდა, არა, სქესი კი არ შეუცვლია, ქალაქის მერი გახდა. დიდი ქართველი მომღერლის, ნინი ქარსელაძეს სიტყვები : "ძველია, მაგრამ ასე მგონია, ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია", ზუსტადაც რომ გიგის შეეფერებოდა, რადგან ეგ და თბილისი ერთად დამშვენდნენ, ფერზე მოვიდნენ და იერი შეეცვალათ. თბილისს გუდაური შეემატა, ხოლო გიგის დამატებითი კილოგრამები. სწორედ ამ კილოგრამებს უნდა უმადლოდეს ქართველი ერი, რომ არსებობს "უგულავას დიეტა".

გართობაც უყვარდა მერს, ბოროტმა და ავზნიანმა ხალხმა სურათები გაუვრცელეს სტრიპტიზ ბარში რომ ერთობოდა. დაუნახავია ქართველი ერი, განა გართობაც იმისთვის არ უნდოდა გიგის, რომ ენერგიაზე მოსულს ისევ ქალაქისთვის დაეხარჯა ენერეგია?! ისევ ნინი ქარსელაძეს დავესესხები, რომელიც ამბობდა - არსად ასეთი სიო არა ქრის და სხვას არა ჰგავს ჩემი ქალაქიო, მართლაც რომ ასეა. განა, რომელიმე სხვა ქალაქის მერს დაამუნათებდნენ ამის გამო?!

ჭორებიც მუდამ თავს ეხვია გიგის. ჯერ პირველ ცოლთან არ ქონდა ურთიერთობა დასრულებული, რომ მეორესთან დაშორებას აბრალებდნენ, მაშინ როცა კაცი დღენიადაგ ოჯახზე ფიქრობდა, "რომ არა ოჯახზე ფიქრი, ისე დედაქალაქზე ვერ იფიქრებო" - ეს სიტყვები ნინი ქარსელაძეს არ უთქვამს, მაგრამ ბრძნულად კია ნათქვამი.

ბინაც დაანგრია გიგიმ თაბუკაშვილის ქუჩაზე. არ მოუვიდა თვალში და აბა რა უნდა ექნა?! სამაგიეროდ ახლა ხომ შენდება იმაზე დიდი, ვიდრე იყო. დიდი საქმეების კეთების დროს გულნატკენი ადამიანები მუდამ არიან ხოლმე და ამ კორპუსის მახოვრებლებიც მათ რიცხვში გადიან. ამ ფაქტს ისე ინანიებდა გიგი, რომ ბევრჯერ უნახავთ ოთახში განმარტოებული მეტანიებს აკეთებდაო. უთქვამს, თუ დამიჭერენ, კარებში დადგით ჩემი საწოლი, რომ ყველამ გადამიაროსო. ნანობს...

გიგის მეისტორიეები მძიმედ გაიხსენებენ 2013 წლის 8 თებერვალს, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგი იხვეწებოდა ხალხი გამოუშვით ჩემზეო, მაგრამ არ გაუშვეს. ამის მერე კაცობრიობას ორი კითხვა სტანჯავს, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რომ გაეშვათ ხალხი, რას უზამდნენ გიგის. მეორე კითხვაზე პასუხთა უმეტესობა ასე იწყება "დედას", მაგრამ გაგრძელებაზე დაობენ, მეტიც, ქართველ ექსპერტებსაც კი არ აქვთ ცალსახა პასუხი.

გიგი ყოველთვის ქედმაღლობით გამოირჩეოდა. ისე დადიოდა, თითქოს ფიქრობდა, ჩემ ხელზე დასადები ბორკილი ჯერ არ გამოჭედილაო, მაგრამ ერთი წუთით გონება გაებნა (როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ: ტელეფონის "ნასტროიკებში" პერსონალური ზარის დაყენება უნდოდა, რათა სააკაშვილის ზარზე ენრიკე იგლესიასის "HERO" გაჟღერებულიყოო) და სწორედ მაგ დროს გამოუჭედავთ და ეს ფაქტი ვერ გაიგო, თორემ აუცილებლად გაითვალიწინებდა.

როგორც უკვე ვთქვით, ბორკილი დაადეს. ცნობილი ქართველი დიაზინერები წერენ, რომ ბორკილი შსს-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან იყო, რომელიც ერთნაირად უხდება როგორც ქალაქის ექს-მერს, ისე სხვა ექსებსაც, ამიტომ არაა გამოირცხული სხვის ხელებზეც ვნახოთო.

ეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია ამ დიადი ადამიანის ცხოვრებიდან. ზემოთ დაწერილ ნაშრომს არ აქვს ისტორიული დოკუმენტობის პრეტენზია, ამიტომ მასში მოტანილი ფაქტები შესაძლოა, შეიცავდეს მცირე შეცდომებს (აქ ძალიან მოუხდებოდა ნინი ქარსელაძის რაიმე ნათქვამი, მაგრამ ქართველი ქარსელაძელოლოგები ამბობენ, რომ ამ თემაზე მას არაფერი უთქვამს), თუმცა ამაზე ნუ იდარდებთ. მათ, ვინც ამის წაკითხვის შემდეგ კომენტარებში დაწერს: "ავტორო გგონია ხუმრობ?" "ეს რა უნიჭობა იყო", "არა, ბიჭო ნარმანია აჯობებს", "გიგი ვერ დააფასეთ, უმადურებო" და სხვა. ერთ რჩევას მოგცემთ, ერთი ადამიანი ცოდოა წერით და ვინმე ჩაენაცვლეთ ხოლმე.

პ.ს. მე ის მიკვირს, ისე როგორ უნდა მოიქცე ადამიანი, რომ შენი დაჭერა ეროვნულ ზეიმად აქციო?! ამასაც მოხერხება უნდა...

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა