ტელეკომპანია "იმედის" მეგაშოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდა. რამდენიმეთვიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ მაყურებელმა საკუთარი რჩეული ესემესების საშუალებით გამოავლინა. გამარჯვებულად მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილი დასახელდა. მარიამ კუბლაშვილმა პრიზად ბინა (საბურთალოზე) მიიღო. რაც შეეხება მეორე ფინალისტ წყვილს, კომპანია "იბერია ჯგუფის" მიერ გადაცემული პრიზი "ფოლკსვაგენ ჯეტა" ТL-ს გადაეცა. თავად თიელმა კი მეწყვილეს, მზია ორველაშვილს თავისი მხრივ, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, "ნისანის" პატარა ხოჭო გადასცა.
"ამბები.გე" სიურპრიზით სასიამოვნოდ გაოცებულ თიელის, იმავე ლევან ჩიჩუას პარტნიორს, მზია ორველაშვილს დაუკავშირდა.
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. არ ვიტყვი, რომ წინა ორი სეზონი ცუდი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. იქაც იყო კარგი ეპიზოდები, მაგრამ მაშინ ფინალამდე ვერ მივაღწიე. ფინალში მოხვედრა სასწაული გრძნობა ყოფილა. ვერც კი გადმოვცემ, იმდენი ადრენალინი იყო გუშინ. ჯერ კიდევ ნახვერფინალში რომ გამოაცხადეს, რომ ლევანი და მე გადავედით, მე უფრო გამოვხატე, ვიდრე ლევანმა. მოკლედ, ვერც ავხსნი ამ ყველაფერს, ისეთი ემოციები მაქვს... მეოთხე სეზონმა ყველანაირად საოცარი წარმატება მომიტანა.
- მეოთხე სეზონი რომ დაიწყო, თუ იფიქრებდი, რომ ფინალში მოხვდებოდი?
- 100%-ით დარწმუნებუილ ვიყავი-მეთქი ამაში, რომ ვტქვა, - ასე არ ყოფილა, რადგანაც რამდენიმე, ერთი დონის მონაწილე იყო, რომლებიც მეგონა, რომ კონკურენციას გაგვიწევდნენ. მერე ხუთეულს რომ მივუახლოვდით, ვფიქრობდი, რომ ფინალისტობის შანსი გვქონდა და აი, მოვხვდით.
- თავიდანვე გამოიკვეთა, რომ ლევანი პლასტიკური ბიჭია, ცეკვის ილეთების ათვისება არ უჭირდა...
- პირველივე დღიდან მართალა ჩანდა, რომ კარგად ითვისებდა ყველაფერს. მონდობილი იყო ჩემზეც და ქორეოგრაფებზეც. კმაყოფილი ვარ ყოველი მისი რეპეტიციით. არ მახსოვს, უკმაყოფილო წამოვსულიყავი იქიდან. შეიძლება რაღაც მოძრაობები უჭირდა, მაგრამ რაც ლევანმა შეძლო მაგალითად, ესპანურ "ფლამენკოში," მაგ ცეკვას ბევრი პროფესიონალი ვერ ასრულებს, გაოცებული ვარ. არადა, ნომერში ბევრი ილეთი თავისი მოგონილი იყო, ლამის ნახევარი ცეკვაც...
- მზია, გუშინ, ბევრმა ისე გაიგო, რომ მან საკუთარი საჩუქარი, რომელიც როგორც მეორე ადგილზე გასულმა მიიღო, თითქოს შენ გადმოგცა. არადა, მან სრულიად სხვა ავტომობილი გაჩუქა...
- თავიდან ყველას ასე გვეგონა, რადგანაც გასაღები რომ გადასცეს, მაშინვე თქვა, რომ მანქანას მჩუქნიდა... რეალურად რაც გააკეთა, ასეთი რამ არც ერთ სეზონში არ მომხდარა...- ამ სიურპრიზის შესახებ არაფერი იცოდი?
- არაფერი ვიცოდი. ძალიან მაინტერესებს, ასე ჩუმად როგორ გააკეთა ეს ყველაფერი. არადა, საჩუქარი, რომელიც მომიძღვნა, ისე ლამაზად იყო ბაფთებით და ყვავილებით გაფორმებული, რომ გაოცებული ვუყურებდი.
- რა მანქანაა?
- "ნისანის" პატარა მოდელია, "ჟუკს" ჰგავს.
- ლევანს აქვს ისეთი ფინანსური საშუალება, რომ მანქანა გიყიდა?
- არა, უბრალო ოჯახის შვილია. მოკლედ, არც ვიცი და ვერ გავიგე, რა მოხდა. რომ ვუთხარი, - ლევან, ეს დიდი საჩუქარია-მეთქი, მიპასუხა: შენ იმდენი გამიკეთე, რომ მინდოდა, პატივი მეცაო. ახლა არც კი ვიცი, სამადლობელი როგორ გავავუხადო.
- როგორც ჩანს, იმდენი მართლაც გააკეთე მისთვის, რომ მადლიერება ასე გამოხატა.
- ვერ ვიტყვი, რომ გუგას და ოთარს ვერ გავუგე, სამივე მეწყვილესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მე და ლევანს პირველი დღიდან და-ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. თბილი და კეთილია, მისნაირი ადამიანი აქ ჯერ არ შემხვედრია, მეგობრული, გამგები და მისი ამ თვისებების გამო ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალამდე მივიყვანო-მეთქი.
- ჰოდა, მიიყვანე და მანაც დაგიფასა... საშამ, შოუს ქორეოგრაფმა და შენმა მეუღლემ რა თქვა? ვფიქრობ, შრომისთვის ამ საჩუქრით ორივეს გადაგიხადათ მადლობა.
- სამივე ქორეოგრაფი - დიმა, ალიონა, საშა მართლა სერიოზულ ენერგიას დებენ კონკურსანტებში...სამივე გვეხმარებოდა, მაგრამ უმეტესად მაინც საშა. მეუღლეა და უნდოდა, კარგად გამოვსულიყავით, მაგრამ არ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად გვექცეოდა. უბრალოდ, თუ რეპეტიციაზე დამაგვიანდებოდა, ის ამეცადინებდა... მაგრამ რადგანაც ქორეოგრაფის მეუღლე ვარ, ფინალში ამიტომ არ მოვხვედრილვართ. ყველაფერი ძალიან სამართლიანად ხდება. საშა გამოშტერდა... მერე იმდენჯერ ვუთხარით ლევანს გუშინ მადლობა, რომ ბოლოს გვითხრა, კარგით, ახლაო (სიცილით ამბობს)...ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის