პატიმართა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე შეცვლის.
ქორიძე კომისიის წევრია და "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე სწორედ მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. ელისაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.