პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულკეთილი ქართველები და მომაჯადოვებელი ქვეყანა - რას წერს Travel Hunter საქართველოზე
გულკეთილი ქართველები და მომაჯადოვებელი ქვეყანა - რას წერს Travel Hunter საქართველოზე

ვებგ­ვერდ Travel Hunter-ის არ­ქივ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე სტა­ტია აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი გე­ოგ­რა­ფი და ფო­ტოგ­რა­ფი მა­რიო ბრი­გენ­ტია. ის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მოგ­ზა­უ­რობს და სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მკი­თხველს უზი­ა­რებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან - "6 მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო შე­მიყ­ვარ­და".

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი დღე ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თაა სავ­სე. არა­ფე­რი და­გეგ­მოთ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი თა­ვი­სით მოვა. სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ გეს­მის მათი მშობ­ლი­უ­რი ენის, ად­გი­ლობ­რი­ვებს კი შენი. მხო­ლოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რას ნიშ­ნავს მოგ­ზა­უ­რო­ბა. გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით, თუ რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მაა ამ პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­მოყ­რი­ლი: სუბტ­რო­პი­კუ­ლი სა­ნა­პი­რო, ხში­რი ტყე­ე­ბი და მთე­ბი. აქ ცხოვ­რო­ბენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ღვი­ნის და­ლე­ვა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. თბი­ლი­სის ძველ უბან­ში ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბე­ბი შეგ­ხვდე­ბათ - შიდა ეზო­ებ­ში ბა­ღე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე მო­დის. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი არა მხო­ლოდ ჯა­დოს­ნუ­რად გემ­რი­ე­ლია, არა­მედ ორი­გი­ნა­ლუ­რი, უნი­კა­ლუ­რი და და­უ­ვი­წყა­რია.

ეს არის გულ­კე­თი­ლი ხალ­ხი­სა და ულა­მა­ზე­სი მხა­რის ნა­ზა­ვი. თბი­ლი­სის ღა­მის ცხოვ­რე­ბა, შთამ­ბეჭ­და­ვი სოფ­ლე­ბი და მათი ტრა­დი­ცი­ე­ბი - ძა­ლი­ან რთუ­ლია შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მა. ეს ქვე­ყა­ნა ჩემ­თვის დღემ­დე დიდი გა­მო­ცა­ნაა, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი­ად აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გინ­დათ თავი როკ-ვარ­სკვლა­ვად იგ­რძნოთ და მე­გობ­რებს და­უ­ვი­წყა­რი ის­ტო­რი­ე­ბი მო­უყ­ვეთ? მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რეთ. მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო!", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Travel Hunter-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გულკეთილი ქართველები და მომაჯადოვებელი ქვეყანა - რას წერს Travel Hunter საქართველოზე

გულკეთილი ქართველები და მომაჯადოვებელი ქვეყანა - რას წერს Travel Hunter საქართველოზე

ვებგვერდ Travel Hunter-ის არქივში საქართველოზე სტატია აღმოვაჩინეთ.

სტატიის ავტორი გეოგრაფი და ფოტოგრაფი მარიო ბრიგენტია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და საკუთარ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან - "6 მიზეზი, რის გამოც საქართველო შემიყვარდა".

"საქართველოში ყოველი დღე ახალი თავგადასავლებითაა სავსე. არაფერი დაგეგმოთ, შთაბეჭდილებები თავისით მოვა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ გესმის მათი მშობლიური ენის, ადგილობრივებს კი შენი. მხოლოდ ამ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ გავაცნობიერე, რას ნიშნავს მოგზაურობა. გაოცებული დარჩებით, თუ რამდენი საინტერესო რამაა ამ პატარა ტერიტორიაზე თავმოყრილი: სუბტროპიკული სანაპირო, ხშირი ტყეები და მთები. აქ ცხოვრობენ ძალიან მეგობრული ადამიანები, რომელთან ერთადაც ღვინის დალევა დიდი ბედნიერებაა. თბილისის ძველ უბანში ულამაზესი შენობები შეგხვდებათ - შიდა ეზოებში ბაღებია გაშენებული. ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა ქართულ სამზარეულოზე მოდის. ქართული კერძები არა მხოლოდ ჯადოსნურად გემრიელია, არამედ ორიგინალური, უნიკალური და დაუვიწყარია.

ეს არის გულკეთილი ხალხისა და ულამაზესი მხარის ნაზავი. თბილისის ღამის ცხოვრება, შთამბეჭდავი სოფლები და მათი ტრადიციები - ძალიან რთულია შთაბეჭდილებების გადმოცემა. ეს ქვეყანა ჩემთვის დღემდე დიდი გამოცანაა, რადგანაც საქართველოს სრულიად აღმოჩენა შეუძლებელია. გინდათ თავი როკ-ვარსკვლავად იგრძნოთ და მეგობრებს დაუვიწყარი ისტორიები მოუყვეთ? მაშინ საქართველოს ესტუმრეთ. მიყვარხარ საქართველო!", - წერია სტატიაში.

მომზადებულია Travel Hunter-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია