თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ გამთენიისას დააკავეს. უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეუღლის დაკავებას ამაღელვებელი პოსტით გამოეხმაურა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლელა კილაძე. მან სასამართლო დარბაზში გიგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ფოტოს აღწერაში მოწყენილი "სმაილის" თანხლებით დაწერა: "დუ <3".
ფოტოს წყვილის მეგობრებისა და მხარდამჭერების თანაგრძნობით სავსე კომენტარები მოჰყვა. მათ შორის ცნობილი ადამიანების.
გოგოლა კალანდაძე: "ჩემები <3"
სოფო ნიჟარაძე: <3 <3 <3
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ჩემი ყველაზე კეთილი მეგობარი!"
სოფო შევარდნაძე: <3 <3
კახი მამულაშვილი (მამულიჩა): დუდიიიი...
ნანუკა ჟორჟოლიანმა ლელა კილაძის გვერდზე BBC-ის ნიუსი გააზიარა, სადაც გიგი უგულავას დაკავების შესახებ წერენ. ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ კი მხარდაჭერა ლელას გვერდზე შვილთან ერთად გადაღებული გიგის ფოტოს გამოქვეყნებით გამოხატა.
მათ კი, ვისაც ლელა კილაძის პოსტზე კომენტარი არ დაუტოვებიათ, თავიანთი მხარდაჭერა უბრალოდ ფოტოს მოწონებით გამოხატეს. მათ შორის არიან ეკა ხერხეულიძე, მიშა გასიტაშვილი, კოტე გაბაშვილი, მარიამ გეგუჩაძე, ია ფარულავა, ანრი ჯოხაძე, მერსი სულხანიშვილი, ქრისტი ყიფშიძე, ლიკა ევგენიძე და სხვები.
"ვინც გიგის დაჭერის გადაწყვეტილება მიიღო, არის ნაციონალი!" - ნანუკა ჟორჟოლიანი უგულავას დაკავებაზე