Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "მოინათლა" შეყვარებულის გამაუპატიურებლის მკვლელი ტატო ტარასად
 როგორ "მოინათლა" შეყვარებულის გამაუპატიურებლის მკვლელი ტატო ტარასად

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ე.წ. და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ კას­ტად არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ტიმ­რე­ბი ით­ვლე­ბი­ან. არას­რულ­წლო­ვან­თა ზო­ნა­ზე დღე არ გავა, რო­მე­ლი­მე უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ გა­მოჩ­ნდეს, ამი­ტომ "მა­ლა­ლეტ­კე­ბის" ცე­მას ად­მი­ნის­ტრა­ცია რე­ჟი­მის დრო­საც კი ერი­დე­ბო­და და იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მათ არა­ვინ ეხე­ბო­და...

ტა­ტოს და მა­რის ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­დათ. ტატო "იმუქ­რე­ბო­და", სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ, მა­შინ­ვე ცო­ლად მო­გიყ­ვა­ნო და მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლი მა­რიც ამას სი­ცი­ლით ხვდე­ბო­და. ერთ დღეს მა­რიმ შეყ­ვა­რე­ბულს უთხრა, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვიქ­ნე­ბი სა­ღა­მოს, მერე გა­მო­მი­ა­რე და შინ გა­მა­ცი­ლეო. იმ სა­ღა­მოს ტა­ტოს დის­შვილ­მა ხელი მო­ი­ტე­ხა და შეყ­ვა­რე­ბულ­თან წას­ვლის ნაც­ვლად, ბიჭი დას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გაჰ­ყვა. ღამე მა­რის და­უ­რე­კა, მაგ­რამ მას ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. მე­ო­რე დღეს გო­გო­ნა სკო­ლა­ში არ მო­ვი­და და ტა­ტო­მაც გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ შინ მი­ა­კი­თხა. კარი ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ გა­უ­ღო და ტა­ტოს უთხრა, რაც გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღი­დან მო­ვი­და, ოთა­ხი­დან არ გა­მო­სუ­ლა, ტი­რი­სო.

ბიჭ­მა ოთა­ხის კარი შე­ა­ღო და ლო­გინ­ზე დამ­ხო­ბი­ლი და მტი­რა­ლი მარი და­ი­ნა­ხა. მი­ვი­და, ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და უთხრა, აღა­რა­სო­დეს დაგ­ტო­ვებ მარ­ტო, უბ­რა­ლოდ ასე მოხ­დაო, თუმ­ცა გო­გო­ნამ ტი­რილს უმა­ტა და უამ­ბო: "შენ რომ არ მოხ­ვე­დი, ვი­ღაც კაც­მა მი­თხრა, სახ­ლამ­დე მე წა­გიყ­ვა­ნო. დიდი კაცი იყო, 30 წელ­ზე მე­ტის. იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი. ჩა­მის­ვა მან­ქა­ნა­ში და გზა­ზე გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა. გეს­მის ტატო, გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა, მერე სახ­ლთან ჩა­მომ­სვა და ასე მი­თხრა, თუ სად­მე იტყვი, მოგ­კლავ, პო­ლი­ცი­ე­ლი ვარო"...

ტა­ტოს აღა­რა­ფე­რი ეს­მო­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სახ­ლი­დან გი­ჟი­ვით გა­ვარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში იცო­და, ვინც იყო ის პო­ლი­ცი­ე­ლი, კი­დევ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის კუთ­ვნი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი გა­დაჭ­რა, "აბ­რე­ზი" ქა­მარ­ში ჩა­ი­დო და მო­ძა­ლა­დის სახ­ლთან გა­ჩერ­და. პო­ლი­ცი­ე­ლი ში­ნი­დან გა­მო­ვი­და, "ჯიპი" და­ქო­ქა და ტატო უკან სა­ვარ­ძელ­ში ჩა­უჯ­და. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა კაც­მა მო­ხე­და, მაგ­რამ პა­ტა­რა ბიჭი რომ და­ი­ნა­ხა, დამ­შვიდ­და.

- მარი შენ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რე? - რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დი ხმით ჰკი­თხა.

- კი არ გა­ვა­უ­პა­ტი­უ­რე, ძლივს მო­ვი­ცი­ლე, მთე­ლი გზა მკოც­ნი­და და აბა, რა უნდა მექ­ნა?! - ღი­მი­ლით და­უ­დას­ტუ­რა კაც­მა. ეს მისი ბოლო სი­ტყვე­ბი იყო - ტა­ტომ "აბ­რე­ზი" ამო­ი­ღო, კე­ფა­ზე მი­ა­დო და სას­ხლეტს გა­მოჰ­კრა... შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, არე­უ­ლი ნა­ბი­ჯით გა­ე­ცა­ლა იქა­უ­რო­ბას, თუმ­ცა ზუს­ტად ორ წუთ­ში თავ­ში გა­უ­ელ­ვა – ეგებ არ მოკ­ვდა?... და უკან დაბ­რუნ­და, ავ­ტო­მო­ბილ­თან შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი მის­წი-მოს­წია, უკვე მიც­ვა­ლე­ბულს "აბ­რე­ზი" მე­ო­რედ და­ა­დო თავ­ზე და ისევ გა­ის­რო­ლა. სა­ნამ ხალ­ხი გონს მო­ე­გო, ტატო იქა­უ­რო­ბას სირ­ბი­ლით გა­ე­ცა­ლა...

სა­ღა­მოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტატო მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა შოკ­ში იყო, თა­ვად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კი ამ­ბობ­და, სა­სა­მარ­თლო სი­მარ­თლეს რომ გა­ი­გებს, არ და­მი­ჭერს და გა­მიშ­ვე­ბე­ნო. სა­სა­მარ­თლო­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე მარი იყო. გო­გო­ნა თავ­დახ­რი­ლი მი­ვი­და, სხდო­მა და­ხუ­რეს და...

"მე ტა­ტოს ვუ­თხა­რი, რომ იმ ბიჭს ძალა არ უხ­მა­რია. მე ტატო აღარ მიყ­ვარ­და. იმის გვერ­დში ყოფ­ნა მერჩვი­ნა და ამი­ტომ, დავ­ნებ­დი. მე არა­ვის გა­უ­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ვარ და უბ­რა­ლოდ ტა­ტომ ის ვერ აი­ტა­ნა, რომ სხვი­სი გუ­ლის­თვის ხელი ვკა­რი", - გა­ნა­ცხა­და მა­რიმ.

ეს ჩვე­ნე­ბა ყვე­ლას­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. გო­გო­ნამ ჩვე­ნე­ბა აღარ შეც­ვა­ლა, ტა­ტოს მე­გობ­რებ­მა კი შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ მა­რის ოჯახს უზარ­მა­ზა­რი ფული გა­და­უ­ხა­და და ოჯა­ხი უბ­ნი­დან უკვე სხვა­გან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. სა­სა­მარ­თლომ ტა­ტოს არას­რულ­წლო­ვან­თა­ვის გან­კუთ­ვნი­ლი მაქ­სი­მუ­მი - 9 წელი მი­უ­სა­ჯა და "მატ­რო­სოვ­ზე" გა­ის­ტუმ­რა.

იქ მი­სულს ახა­ლი გა­მოც­და ელო­და. გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ ოფიც­რებს უთხრა, "სრო­კი" ჯო­ჯო­ხე­თად უქ­ცი­ეთ და რაც გინ­დათ, მთხო­ვე­თო. მე­ო­რე დღეს­ვე ტა­ტოს საკ­ნის კარი გა­ი­ღო და ერთ-ერთი ოფი­ცე­რი შე­ვი­და. მან ტა­ტოს შე­ხე­და, რო­მე­ლიც ყა­ვის­თვის მა­დუ­ღა­რა­ში წყალს ათუხ­თუ­ხებ­და. ოფი­ცერ­მა ბიჭს დედა შე­ა­გი­ნა, რა კაცი ჩადე მი­წა­შიო. პა­ტი­მარ­მა ჯერ ოფი­ცერს შე­ხე­და, მერე მა­დუ­ღა­რას და მდუ­ღა­რე წყა­ლი სა­ხე­ში შე­ას­ხა. მე­ო­რე დღეს ტა­ტოს ახა­ლი ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს და ოფი­ცერ­ზე თავ­დას­ხმის გამო წე­ლი­წა­დი და­უ­მა­ტეს. ერთ თვე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვი­ღაც ქალი მი­იყ­ვა­ნეს სა­სა­მარ­თლო­ზე, რო­მელ­მაც ტა­ტოს ყა­ჩა­ღო­ბა­ში და­დოს ბრა­ლი, ამოც­ნო კი­დეც ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით, ტა­ტოს კი­დევ 5 წელი და­უ­მა­ტეს. ჯამ­ში მას 15-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი გა­მო­უ­ვი­და, რაც არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო.

ამ ამ­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, რუს­თა­ვის #17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი მო­იყ­ვა­ნეს. მა­ყუ­რებ­ლებ­მა უკვე იცოდ­ნენ, რომ "მატ­რო­სო­ვი­დან" ის "მა­ლა­ლეტ­კე­ბი" მოჰ­ყავ­დათ, რომ­ლე­ბიც სრულ­წლო­ვა­ნე­ბი გახ­დნენ. მარ­თლაც "ვა­რონ­კი­დან" ოთხი ბიჭი ჩა­მოხ­ტა. სრულ­წლო­ვა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შვუ­რი სა­ხე­ე­ბი ჰქონ­დათ. მა­ყუ­რებ­ლებ­მა ღი­მი­ლით შე­ხე­დეს ერ­თმა­ნეთს, შემ­დეგ ახალ­მო­სუ­ლებ­თან მი­ვიდ­ნენ, ხელი მე­გობ­რუ­ლად ჩა­მო­არ­თვეს და თა­ვის სა­კან­ში და­პა­ტი­ჟეს.

- მე ტა­რა­სა ვარ, "მა­ლა­ლეტ­კე­ბის" ზო­ნას ვუ­ყუ­რებ­დი. კარ­გი "პა­ლა­ჟე­ნია" დავ­ტო­ვე და ახლა აქ, "ვზროს­ლებ­ში" უქ­მად ყოფ­ნას არ ვა­პი­რებ. ჩა­მა­ხე­დეთ სა­ერ­თო­ებ­ში, საქ­მე მო­მე­ცით და მივ­ხე­დავ, - ერთ-ერთი ახ­ლად­მოყ­ვა­ნი­ლი ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ მტკი­ცედ სა­უბ­რობ­და.

- რაზე ზი­ხარ? - ჰკი­თხა ზო­ნის მა­ყუ­რე­ბელ­მა.

- მკვლე­ლო­ბა­ზე. სამი წლის წინ, ჯიპ­ში ტიპს ორი გას­რო­ლით რომ...

- გა­მახ­სენ­და. ჩემ უბან­ში მოხ­და ეგ ამ­ბა­ვი. შენ ტატო ხარ, ხო? - გა­ე­ღი­მა მა­ყუ­რე­ბელს.

- ტატო არა, ტა­რა­სა, - უპა­სუ­ხა ახ­ლად­მო­სულ­მა და მი­წო­დე­ბუ­ლი "ჩე­ფი­რი" ხარ­ბად მოს­ვა.

ექ­ვსი თვის შემ­დეგ რუს­თა­ვის #17 ზო­ნის მა­ყუ­რე­ბე­ლი ე.წ. კრი­ტში წა­იყ­ვა­ნეს. ზო­ნის მა­ყუ­რე­ბე­ლი მე­ო­რე დღი­დან უკვე ტა­რა­სა იყო...

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ "მოინათლა" შეყვარებულის გამაუპატიურებლის მკვლელი ტატო ტარასად

 როგორ "მოინათლა" შეყვარებულის გამაუპატიურებლის მკვლელი ტატო ტარასად

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ე.წ. დაუმორჩილებელ კასტად არასრულწლოვანი პატიმრები ითვლებიან. არასრულწლოვანთა ზონაზე დღე არ გავა, რომელიმე უცხოელი დამკვირვებელი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ გამოჩნდეს, ამიტომ "მალალეტკების" ცემას ადმინისტრაცია რეჟიმის დროსაც კი ერიდებოდა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ არავინ ეხებოდა...

ტატოს და მარის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. ტატო "იმუქრებოდა", სკოლას რომ დავამთავრებ, მაშინვე ცოლად მოგიყვანო და მისი თანაკლასელი მარიც ამას სიცილით ხვდებოდა. ერთ დღეს მარიმ შეყვარებულს უთხრა, მეგობრის დაბადების დღეზე ვიქნები საღამოს, მერე გამომიარე და შინ გამაცილეო. იმ საღამოს ტატოს დისშვილმა ხელი მოიტეხა და შეყვარებულთან წასვლის ნაცვლად, ბიჭი დას საავადმყოფოში გაჰყვა. ღამე მარის დაურეკა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეორე დღეს გოგონა სკოლაში არ მოვიდა და ტატომაც გაკვეთილების შემდეგ შინ მიაკითხა. კარი ქალბატონმა ნანამ გაუღო და ტატოს უთხრა, რაც გუშინ დაბადების დღიდან მოვიდა, ოთახიდან არ გამოსულა, ტირისო.

ბიჭმა ოთახის კარი შეაღო და ლოგინზე დამხობილი და მტირალი მარი დაინახა. მივიდა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, აღარასოდეს დაგტოვებ მარტო, უბრალოდ ასე მოხდაო, თუმცა გოგონამ ტირილს უმატა და უამბო: "შენ რომ არ მოხვედი, ვიღაც კაცმა მითხრა, სახლამდე მე წაგიყვანო. დიდი კაცი იყო, 30 წელზე მეტის. იმ ოჯახის ნათესავი. ჩამისვა მანქანაში და გზაზე გამაუპატიურა. გესმის ტატო, გამაუპატიურა, მერე სახლთან ჩამომსვა და ასე მითხრა, თუ სადმე იტყვი, მოგკლავ, პოლიციელი ვარო"...

ტატოს აღარაფერი ესმოდა, შეყვარებულის სახლიდან გიჟივით გავარდა, დაახლოებით ნახევარ საათში იცოდა, ვინც იყო ის პოლიციელი, კიდევ ნახევარ საათში გარდაცვლილი მამის კუთვნილი სანადირო თოფი გადაჭრა, "აბრეზი" ქამარში ჩაიდო და მოძალადის სახლთან გაჩერდა. პოლიციელი შინიდან გამოვიდა, "ჯიპი" დაქოქა და ტატო უკან სავარძელში ჩაუჯდა. გაკვირვებულმა კაცმა მოხედა, მაგრამ პატარა ბიჭი რომ დაინახა, დამშვიდდა.

- მარი შენ გააუპატიურე? - რაც შეიძლება მშვიდი ხმით ჰკითხა.

- კი არ გავაუპატიურე, ძლივს მოვიცილე, მთელი გზა მკოცნიდა და აბა, რა უნდა მექნა?! - ღიმილით დაუდასტურა კაცმა. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო - ტატომ "აბრეზი" ამოიღო, კეფაზე მიადო და სასხლეტს გამოჰკრა... შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, არეული ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, თუმცა ზუსტად ორ წუთში თავში გაუელვა – ეგებ არ მოკვდა?... და უკან დაბრუნდა, ავტომობილთან შეკრებილი ხალხის ნაკადი მისწი-მოსწია, უკვე მიცვალებულს "აბრეზი" მეორედ დაადო თავზე და ისევ გაისროლა. სანამ ხალხი გონს მოეგო, ტატო იქაურობას სირბილით გაეცალა...

საღამოს სამართალდამცავებმა ტატო მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ყველა შოკში იყო, თავად ეჭვმიტანილი კი ამბობდა, სასამართლო სიმართლეს რომ გაიგებს, არ დამიჭერს და გამიშვებენო. სასამართლოზე მთავარი მოწმე მარი იყო. გოგონა თავდახრილი მივიდა, სხდომა დახურეს და...

"მე ტატოს ვუთხარი, რომ იმ ბიჭს ძალა არ უხმარია. მე ტატო აღარ მიყვარდა. იმის გვერდში ყოფნა მერჩვინა და ამიტომ, დავნებდი. მე არავის გაუუპატიურებივარ და უბრალოდ ტატომ ის ვერ აიტანა, რომ სხვისი გულისთვის ხელი ვკარი", - განაცხადა მარიმ.

ეს ჩვენება ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. გოგონამ ჩვენება აღარ შეცვალა, ტატოს მეგობრებმა კი შეატყობინეს, რომ გარდაცვლილის მამამ მარის ოჯახს უზარმაზარი ფული გადაუხადა და ოჯახი უბნიდან უკვე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. სასამართლომ ტატოს არასრულწლოვანთავის განკუთვნილი მაქსიმუმი - 9 წელი მიუსაჯა და "მატროსოვზე" გაისტუმრა.

იქ მისულს ახალი გამოცდა ელოდა. გარდაცვლილის მამამ ოფიცრებს უთხრა, "სროკი" ჯოჯოხეთად უქციეთ და რაც გინდათ, მთხოვეთო. მეორე დღესვე ტატოს საკნის კარი გაიღო და ერთ-ერთი ოფიცერი შევიდა. მან ტატოს შეხედა, რომელიც ყავისთვის მადუღარაში წყალს ათუხთუხებდა. ოფიცერმა ბიჭს დედა შეაგინა, რა კაცი ჩადე მიწაშიო. პატიმარმა ჯერ ოფიცერს შეხედა, მერე მადუღარას და მდუღარე წყალი სახეში შეასხა. მეორე დღეს ტატოს ახალი ბრალი წარუდგინეს და ოფიცერზე თავდასხმის გამო წელიწადი დაუმატეს. ერთ თვეში სამართალდამცავებმა ვიღაც ქალი მიიყვანეს სასამართლოზე, რომელმაც ტატოს ყაჩაღობაში დადოს ბრალი, ამოცნო კიდეც ამ დანაშაულისთვის და შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით, ტატოს კიდევ 5 წელი დაუმატეს. ჯამში მას 15-წლიანი სასჯელი გამოუვიდა, რაც არასრულწლოვანთათვის უპრეცედენტო იყო.

ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი ეტაპი მოიყვანეს. მაყურებლებმა უკვე იცოდნენ, რომ "მატროსოვიდან" ის "მალალეტკები" მოჰყავდათ, რომლებიც სრულწლოვანები გახდნენ. მართლაც "ვარონკიდან" ოთხი ბიჭი ჩამოხტა. სრულწლოვანობის მიუხედავად, ბავშვური სახეები ჰქონდათ. მაყურებლებმა ღიმილით შეხედეს ერთმანეთს, შემდეგ ახალმოსულებთან მივიდნენ, ხელი მეგობრულად ჩამოართვეს და თავის საკანში დაპატიჟეს.

- მე ტარასა ვარ, "მალალეტკების" ზონას ვუყურებდი. კარგი "პალაჟენია" დავტოვე და ახლა აქ, "ვზროსლებში" უქმად ყოფნას არ ვაპირებ. ჩამახედეთ საერთოებში, საქმე მომეცით და მივხედავ, - ერთ-ერთი ახლადმოყვანილი ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ საუბრობდა.

- რაზე ზიხარ? - ჰკითხა ზონის მაყურებელმა.

- მკვლელობაზე. სამი წლის წინ, ჯიპში ტიპს ორი გასროლით რომ...

- გამახსენდა. ჩემ უბანში მოხდა ეგ ამბავი. შენ ტატო ხარ, ხო? - გაეღიმა მაყურებელს.

- ტატო არა, ტარასა, - უპასუხა ახლადმოსულმა და მიწოდებული "ჩეფირი" ხარბად მოსვა.

ექვსი თვის შემდეგ რუსთავის #17 ზონის მაყურებელი ე.წ. კრიტში წაიყვანეს. ზონის მაყურებელი მეორე დღიდან უკვე ტარასა იყო...

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?