მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვილია თუ არა მერსი სულხანიშვილის წონასწორობიდან გამოყვანა
ადვილია თუ არა მერსი სულხანიშვილის წონასწორობიდან გამოყვანა

მო­დის ბლო­გე­რი - მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი თავს სა­სურ­ველ "სა­პა­ტარ­ძლოდ" მი­იჩ­ნევს. ამ­ბობს, რომ ადა­მი­ან­მა ყო­ველ­თვის უნდა აკე­თოს ის, რაც თა­ვად უნდა. არა­სო­დეს უნდა ინა­ნო, რაც ერთ დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გი­კე­თე­ბი­აო. მერ­სის სიმ­პა­თი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონს.

- ჩემი მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მე დე­დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. ის პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა.

- შე­გიძ­ლია მი­თხრა, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ხარ? მხი­ა­რუ­ლი თუ უფრო დეპ­რე­სი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, თუმ­ცა, რო­გორც ვხე­დავ, მა­ინც მო­მი­წევს (იცი­ნის)... ამ­ბო­ბენ, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ჩემ გვერ­დით ადა­მი­ან­მა მო­ი­წყი­ნოს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ირ­გვლივ მყო­ფებს კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­ვუქ­მნა იმის­თვის, რომ თავი ცუ­დად არ იგ­რძნონ. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. ვფიქ­რობ, თუ შრო­მა და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა არ გიყ­ვარს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო.

- ფი­ცხი ხა­სი­ა­თის ხარ?

- არა, უცებ არ "ავ­ფეთ­ქდე­ბი". კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვცდი­ლობ, სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო.

- ანუ ად­ვი­ლად არ ბრაზ­დე­ბი?

- ასეა, ჩემი გაბ­რა­ზე­ბა ად­ვი­ლი არ არის (იცი­ნის).

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან შენი გა­მოყ­ვა­ნა რას ან ვის შე­უძ­ლია?

- მსგავ­სი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, მაგ­რამ თუ გავ­ბრაზ­დი და წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­ვე­დი, მერე რა მოხ­დე­ბა, ამას ვერ გე­ტყვი... მი­მაჩ­ნია, ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თვის უნდა აკონ­ტრო­ლოს.

- კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ხარ?

- საკ­მა­ოდ. ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ან­თან შე­მიძ­ლია სა­ერ­თო ენა გა­მოვ­ნა­ხო. არ გახ­ლა­ვართ ამა­ყი და მე­ტი­ჩა­რა; არ ვფიქ­რობ, რომ ვინ­მე­ზე რა­ი­მე­თი მეტი ვარ და ზე­მო­დან არა­ვის ვუ­ყუ­რებ.

- რა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გაქვს?

- ერთი წე­ლია, სი­გა­რეტს ვე­წე­ვი, ალ­კოჰოლ­საც პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ არას­დროს და­მი­ლე­ვია იმ­დე­ნი, რომ სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლი ვე­ღარ გა­მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა ვფიქ­რობ, ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რის გამო შე­იძ­ლე­ბა იტი­რო?

- იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­საც გრძნო­ბე­ბი აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად დგე­ბა ისე­თი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ცრემ­ლი თა­ვის­თა­ვად მოს­დის. ჰოდა, ზოგ­ჯერ მეც ვტი­რი ხოლ­მე. არ მი­მაჩ­ნია, რომ ცრემ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­სუს­ტეა.

- შენ­თვის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი მი­სა­ღე­ბია? თა­ვად რამ­დე­ნად ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დე?

- ნამ­დვი­ლად ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვი­საც მი­სა­ღე­ბია. ვფიქ­რობ, ქარ­თულ სუფ­რას არა­ფე­რი სჯობს.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- მომ­წონს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი. ჩემი რჩე­უ­ლი აუც­ი­ლებ­ლად, სიმ­პა­თი­უ­რი უნდა იყოს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იუ­მო­რის გრძნო­ბა უნდა ჰქონ­დეს.

- თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩაც­მის სტი­ლი გაქვს. საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა ისე­თი სა­მო­სის ტა­რე­ბა რომ აგიკ­რძა­ლოს, რო­მელ­საც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- ჩემ­თვის აკ­რძალ­ვე­ბი არ არ­სე­ბობს! რას ჰქვია, ვინ­მემ რამე ამიკ­რძა­ლოს?! შე­იძ­ლე­ბა, რჩე­ვა მომ­ცეს და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. ყვე­ლა ადა­მი­ან­მა ისე უნდა იცხოვ­როს, რო­გორც მოს­წონს.

- სიყ­ვა­რუ­ლის გამო რა­ი­მეს დათ­მობ?

- ამ სა­კი­თხზე არ მი­ფიქ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ვერც გი­პა­სუ­ხებთ. თუმ­ცა, გა­აჩ­ნია, რა დო­ნე­ზე შე­მიყ­ვარ­დე­ბა პი­როვ­ნე­ბა და რამ­დე­ნად და­იმ­სა­ხუ­რებს დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლას.

- რო­გორ ფიქ­რობ, ღა­რი­ბი მა­მა­კა­ცი შე­გიყ­ვარ­დე­ბა?

- ყვე­ლას არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ბევ­რი ფული იშო­ვოს, მთა­ვა­რია, მა­მა­კა­ცი შრო­მის­მოყ­ვა­რე იყოს და ისეთ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, რო­მე­ლიც უყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, პი­როვ­ნე­ბას მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბო­დეს, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლოს და წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ოს. მაგ­რამ როცა ხე­დავ, ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობს, ეს უკვე და­სა­ფა­სე­ბე­ლია. უსაქ­მურ­თან და მუქ­თა­ხო­რას­თან მე­გობ­რო­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია, სიყ­ვა­რულ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ.

- ბევ­რჯერ გყვა­რე­ბია?

- ვინც ფიქ­რობს, რომ ბევ­რჯერ ჰყვა­რე­ბია, იმას სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვინ უყ­ვარს. როცა შეყ­ვა­რე­ბა და მერე ამ სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტის მა­ლე­ვე გა­დაყ­ვა­რე­ბა გი­ი­ოლ­დე­ბა, გა­მო­დის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბით უბ­რა­ლოდ, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ხარ.

- მა­მა­კა­ცის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი აგიხ­სნია?

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ჯერ არ მქო­ნია და მო­მა­ვალ­ში რა მოხ­დე­ბა, ვერ გე­ტყვი (იცი­ნის).

- ცალ­მხრი­ვად თუ გყვა­რე­ბია?

- არა! არ შე­მიყ­ვარ­დე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც არ ვუყ­ვარ­ვარ, ვინც ჩემ­ზე არ ფიქ­რობს, არ ზრუ­ნავს. ასე­თი რამ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა რომ მი­გა­ტო­ვოს, რას იზამ?

- ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბას აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი, მაგ­რამ ცუდ­ზე წი­ნას­წარ არ უნდა იფიქ­რო. უინ­ტე­რე­სო და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აზრი არ აქვს. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, იყოს ბედ­ნი­ე­რი.

- ამ­ჟა­მად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს.

- ფუ­ლი­სა და სიმ­დიდ­რის გამო შე­იძ­ლე­ბა, ისეთ ადა­მი­ანს გაჰ­ყვე ცო­ლად, ვინც არ გიყ­ვარს?

- ჩემი აზ­რით, ფულ­ში არ არის ბედ­ნი­ე­რე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი არ გიყ­ვარს, რო­გო­რი მდი­და­რიც უნდა იყოს, ვერ გა­გა­ბედ­ნი­ე­რებს.

- ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს არ მოს­წონთ ზედ­მე­ტად თა­მა­მად ჩაც­მუ­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მოკ­ლედ, მკერ­დი რომ გა­მო­ვა­ჩი­ნე, ხალ­ხს სა­ლა­პა­რა­კო თემა მი­ვე­ცი. ჩემს გარ­დე­რობ­ში მხო­ლოდ ერთი გამჭვირ­ვა­ლე მა­ი­სუ­რია. მერ­წმუ­ნეთ, მკერდს ყო­ველ­თვის არ ვა­ჩენ... ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს კი უბ­რა­ლოდ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი არ მოს­წონთ.

- მერ­სი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- ამ­ჟა­მად სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ მი­წევს. მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის­თვის დრო არც მაქვს. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლა­მა­ზად გა­წყო­ბი­ლი სუფ­რა და თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ამ საქ­მე­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმო­ნა­წი­ლე­ობ. სხვა­თა შო­რის, სა­ცი­ვიც მო­მიმ­ზა­დე­ბია.

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ. თუმ­ცა, სხვე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც შე­მიძ­ლია. და კი­დევ, არა­სო­დეს ვნა­ნობ იმას, რა­საც ვა­კე­თებ.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ადვილია თუ არა მერსი სულხანიშვილის წონასწორობიდან გამოყვანა

ადვილია თუ არა მერსი სულხანიშვილის წონასწორობიდან გამოყვანა

მოდის ბლოგერი - მერსი სულხანიშვილი თავს სასურველ "საპატარძლოდ" მიიჩნევს. ამბობს, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა აკეთოს ის, რაც თავად უნდა. არასოდეს უნდა ინანო, რაც ერთ დროს სიამოვნებით გაგიკეთებიაო. მერსის სიმპათიური და განათლებული მამაკაცები მოსწონს.

- ჩემი მშობლები განქორწინებულები არიან. მე დედასთან ერთად ვცხოვრობ. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.

- შეგიძლია მითხრა, როგორი ადამიანი ხარ? მხიარული თუ უფრო დეპრესიისკენ მიდრეკილი?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, როგორც ვხედავ, მაინც მომიწევს (იცინის)... ამბობენ, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ. წარმოუდგენელია, ჩემ გვერდით ადამიანმა მოიწყინოს. ყოველთვის ვცდილობ, ირგვლივ მყო­ფებს კომფორტული გარემო შევუქმნა იმისთვის, რომ თავი ცუდად არ იგრძნონ. მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ. ვფიქრობ, თუ შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა არ გიყვარს, წარმოუდგენელია, წარმატებას მიაღწიო.

- ფიცხი ხასიათის ხარ?

- არა, უცებ არ "ავფეთქდები". კრიტიკულ სიტუაციებში ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

- ანუ ადვილად არ ბრაზდები?

- ასეა, ჩემი გაბრაზება ადვილი არ არის (იცინის).

- წონასწორობიდან შენი გამოყვანა რას ან ვის შეუძლია?

- მსგავსი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ თუ გავბრაზდი და წონასწორობიდან გამოვედი, მერე რა მოხდება, ამას ვერ გეტყვი... მიმაჩნია, ადამიანმა საკუთარი საქციელი ყოველთვის უნდა აკონტროლოს.

- კომუნიკაბელური ხარ?

- საკმაოდ. ყველანაირი კატეგორიის ადამიანთან შემიძლია საერთო ენა გამოვნახო. არ გახლავართ ამაყი და მეტიჩარა; არ ვფიქრობ, რომ ვინმეზე რაიმეთი მეტი ვარ და ზემოდან არავის ვუყურებ.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- ერთი წელია, სიგარეტს ვეწევი, ალკოჰოლსაც პატივს ვცემ, მაგრამ არასდროს დამილევია იმდენი, რომ საკუთარი საქციელი ვეღარ გამეკონტროლებინა. ზომიერების დაცვა ვფიქრობ, ყოველთვის აუცილებელია.

- რის გამო შეიძლება იტირო?

- იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც გრძნობები აქვს, აუცილებლად დგება ისეთი მომენტი, როდესაც ცრემლი თავისთავად მოსდის. ჰოდა, ზოგჯერ მეც ვტირი ხოლმე. არ მიმაჩნია, რომ ცრემლი ადამიანის სისუსტეა.

- შენთვის ქართული ტრადიციები მისაღებია? თავად რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდე?

- ნამდვილად ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ეს ყველაფერი ჩემთვისაც მისაღებია. ვფიქრობ, ქართულ სუფრას არაფერი სჯობს.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მომწონს განათლებული და ზრდი­ლობიანი მამაკაცები. ჩემი რჩეული აუც­ი­ლებლად, სიმპათიური უნდა იყოს და რაც ყველაზე მთავარია, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

- თავისუფალი ჩაცმის სტილი გაქვს. საყვარელმა მამაკაცმა ისეთი სამოსის ტარება რომ აგიკრძალოს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებ, როგორ მოიქცევი?

- ჩემთვის აკრძალვები არ არსებობს! რას ჰქვია, ვინმემ რამე ამიკრძალოს?! შეიძლება, რჩევა მომცეს და გავითვალისწინო. ყველა ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც მოსწონს.

- სიყვარულის გამო რაიმეს დათმობ?

- ამ საკითხზე არ მიფიქრია და შესაბამისად, ვერც გიპასუხებთ. თუმცა, გააჩნია, რა დონეზე შემიყვარდება პიროვნება და რამდენად დაიმსახურებს დათმობებზე წასვლას.

- როგორ ფიქრობ, ღარიბი მამაკაცი შეგიყვარდება?

- ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბევრი ფული იშოვოს, მთავარია, მამაკაცი შრომისმოყვარე იყოს და ისეთ საქმეს ემსახურებოდეს, რომელიც უყვარს. შეიძლება, პიროვნებას მუშაობა არ ეზარებოდეს, მაგრამ არ გაუმართლოს და წარმატებას ვერ მიაღწიოს. მაგრამ როცა ხედავ, ადამიანი რაღაცის გაკეთებას ცდილობს, ეს უკვე დასაფასებელია. უსაქმურთან და მუქთახორასთან მეგობრობაც კი შეუძლებელია, სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ.

- ბევრჯერ გყვარებია?

- ვინც ფიქრობს, რომ ბევრჯერ ჰყვარებია, იმას სინამდვილეში, არავინ უყვარს. როცა შეყვარება და მერე ამ სიყვარულის ობიექტის მალევე გადაყვარება გიიოლდება, გამოდის, რომ კონკრეტული პიროვნებით უბრალოდ, გატაცებული ხარ.

- მამაკაცისთვის სიყვარული აგიხსნია?

- მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია და მომავალში რა მოხდება, ვერ გეტყვი (იცინის).

- ცალმხრივად თუ გყვარებია?

- არა! არ შემიყვარდება ისეთი ადამიანი, ვისაც არ ვუყვარვარ, ვინც ჩემზე არ ფიქრობს, არ ზრუნავს. ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია.

- საყვარელმა მამაკაცმა რომ მიგატოვოს, რას იზამ?

- ნებისმიერ ურთიერთობას აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ცუდზე წინასწარ არ უნდა იფიქრო. უინტერესო და მოსაბეზრებელი ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.

- ამჟამად შეყვარებული ხარ?

- სამწუხაროდ, შეყვარებული არ მყავს.

- ფულისა და სიმდიდრის გამო შეიძლება, ისეთ ადამიანს გაჰყვე ცოლად, ვინც არ გიყვარს?

- ჩემი აზრით, ფულში არ არის ბედნიერება. თუ ადამიანი არ გიყვარს, როგორი მდიდარიც უნდა იყოს, ვერ გაგაბედნიერებს.

- ქართველ მამაკაცებს არ მოსწონთ ზედმეტად თამამად ჩაცმული მანდილოსნები...

- (მაწყვეტინებს) მოკლედ, მკერდი რომ გამოვაჩინე, ხალხს სალაპარაკო თემა მივეცი. ჩემს გარდერობში მხოლოდ ერთი გამჭვირვალე მაისურია. მერწმუნეთ, მკერდს ყოველთვის არ ვაჩენ... ქართველ მამაკაცებს კი უბრალოდ, წარმატებული და ძლიერი ქალები არ მოსწონთ.

- მერსი, საოჯახო საქმეები თუ გეხერხება?

- ამჟამად საოჯახო საქმეების კეთება არ მიწევს. მსგავსი რაღაცებისთვის დრო არც მაქვს. თუმცა, ძალიან მიყვარს ლამაზად გაწყობილი სუფრა და თუ თავისუფალი დრო მაქვს, ამ საქმეში სიამოვნებით ვმონაწილეობ. სხვათა შორის, საცივიც მომიმზადებია.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- ბოლომდე დამოუკიდებელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ. თუმცა, სხვების აზრის გათვალისწინებაც შემიძლია. და კიდევ, არასოდეს ვნანობ იმას, რასაც ვაკეთებ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება