სოფელ ბაკურციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, მოზარდს "მერსედესის" მარკის ავტომობილი, თბილისი-გურჯაანის მთავარ მაგისტრალზე იმ დროს შეეჯახა, როდესაც ის გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე გადავარდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. "მერსედესის" მძღოლი დაკავებულია.