პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა ნანუაშვილი - გიგი უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს
უჩა ნანუაშვილი - გიგი უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს

გიგი უგუ­ლა­ვა მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ჯერ არ და­უ­კი­თხავთ, - ამის შე­სა­ხებ მო­დუ­ლი­დან გა­მო­სულ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, იგი პი­რა­დად შეხ­ვდა გიგი უგუ­ლა­ვას და გა­ე­სა­უბ­რა. ომ­ბუდსმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვა თავს გრძნობს მხნედ და აცხა­დებს, რომ ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს. ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით, მას­თან სა­უბ­რი­სას უგუ­ლა­ვამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ თავს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლად მი­იჩ­ნევს და მის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კას უკავ­ში­რებს.

"მო­პყრო­ბა­ზე და პი­რო­ბებ­ზე მას არა­ნა­ი­რი სა­ჩი­ვა­რი და პრე­ტენ­ზია არ აქვს. ამ­ბობს, რომ არის ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, თუმ­ცა ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს. ჩვენ ვი­წყებთ საქ­მის შეს­წავ­ლას. ასე­ვე შევ­ხვდით მის ად­ვო­კატს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და იზო­ლა­ტორ­ში", - აღ­ნიშ­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წრე­ბა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მას, რო­მე­ლიც გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს.

ომ­ბუდსმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიგი უგუ­ლა­ვა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა იგი იქ არ და­უ­კი­თხავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან არც ად­ვო­კა­ტე­ბი ყო­ფი­ლან შე­სუ­ლი. მი­სი­ვე ცნო­ბით, უგუ­ლა­ვა მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში 09:00 სა­ა­თი­დან იმ­ყო­ფე­ბა.

ამ წუ­თებ­ში მო­დუ­ლის შე­ნო­ბას­თან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­შიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

უჩა ნანუაშვილი - გიგი უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს

უჩა ნანუაშვილი - გიგი უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს

გიგი უგულავა მოდულის შენობაში ჯერ არ დაუკითხავთ, - ამის შესახებ მოდულიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, იგი პირადად შეხვდა გიგი უგულავას და გაესაუბრა. ომბუდსმენის ინფორმაციით, უგულავა თავს გრძნობს მხნედ და აცხადებს, რომ ბრძოლას განაგრძობს. ნანუაშვილის თქმით, მასთან საუბრისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და მის დაკავებას პოლიტიკას უკავშირებს.

"მოპყრობაზე და პირობებზე მას არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ აქვს. ამბობს, რომ არის ნორმალურ პირობებში, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. ჩვენ ვიწყებთ საქმის შესწავლას. ასევე შევხვდით მის ადვოკატს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იზოლატორში", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრება სასამართლოს სხდომას, რომელიც გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა იგი იქ არ დაუკითხავთ, შესაბამისად, მასთან არც ადვოკატები ყოფილან შესული. მისივე ცნობით, უგულავა მოდულის შენობაში 09:00 საათიდან იმყოფება.

ამ წუთებში მოდულის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მისი მხარდამჭერები მონაწილეობენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ