სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს - რობერტ სტურუა და შეშინებული მსახიობები უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ (+ვიდეო)
რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს - რობერტ სტურუა და შეშინებული მსახიობები უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ (+ვიდეო)

"გუ­შინ­წინ, და­ახ­ლო­ე­ბით 03.00. სა­ათ­ზე, პა­ტა­რა გა­და­ხუ­რულ თე­ატ­რის მო­საც­დელ­ში, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი და სტუმ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის მარ­მა­რი­ლოს ბი­უსტთან რა­ღაც ნა­თე­ბა ჩა­მო­ეშ­ვა... პა­ტა­რა ღრუ­ბე­ლი­ვით მოძ­რა­ობ­და სამი წუთი და მერე გა­უ­ჩი­ნარ­და... კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა ეს უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა...ამ­ბო­ბენ, რა­ღაც ხმე­ბი ახ­ლდა ამ უც­ნა­ურ ობი­ექტს", - ეს ტექ­სტი Facebook-ზე რო­ბერტ სტუ­რუ­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც, რო­მე­ლიც ამ იდუ­მალ ფაქტს ასა­ხავს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ას­თან" სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ, რომ­ლე­ბიც თე­ატ­რში არ­სე­ბულ მის­ტი­უ­რი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნიკა ქა­ცა­რი­ძე, მსა­ხი­ო­ბი: მე სულ ვი­ცო­დი, რომ თე­ატ­რში სუ­ლე­ბი არი­ან, და­დი­ან. ყვე­ლა თე­ატრს თა­ვი­სი მის­ტი­უ­რი სამ­ყა­რო აქვს. ალ­ბათ არ­სე­ბობს, მე მჯე­რა ასე­თი რა­მე­ე­ბის. არ ვიცი ვისი სული იყო, მაგ­რამ ერთი ფაქ­ტია, - სწო­რედ იმ დღეს დახ­ვრი­ტეს სან­დრო ახ­მე­ტე­ლი, რო­დე­საც ეს მოჩ­ვე­ნე­ბა აღ­ბეჭ­დეს კა­მე­რა­ზე.

"რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი ისე­თი მის­ტი­უ­რი შე­ნო­ბაა, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, აქ იყოს ადა­მი­ა­ნის სული. ვე­ლო­დე­ბი კვლე­ვას", - ამ­ბობს თე­ატ­რის კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი.

უფო­ლო­გი ირაკ­ლი შო­ნია კი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ საქ­მე ფე­ნო­მე­ნა­ლურ მოვ­ლე­ნას­თან გვაქვს.

ირაკ­ლი შო­ნია: ძვე­ლად, ის­ტო­რი­უ­ლად იმ ად­გილ­ზე სა­საფ­ლაო იყო და რო­გორც ჩანს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც იმ სა­მარ­ხებს აქვს, მოქ­მე­დებს დღე­საც და ამ ზე­მოქ­მე­დე­ბას ის ადა­მი­ა­ნე­ბიც გრძნო­ბენ, რომ­ლე­ბიც ამ ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბენ. ძნე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვათ მოვ­ლე­ნას, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რა­ღაც ფე­ნო­მე­ნი იწყებს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

გარ­და ამი­სა, თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ნო­ბა­ში ხში­რად ეს­მით გა­ურ­კვე­ვე­ლი ხმე­ბი და არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბის ში­შიც აქვთ.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს - რობერტ სტურუა და შეშინებული მსახიობები უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ (+ვიდეო)

რუსთაველის თეატრში მოჩვენება დააფიქსირეს - რობერტ სტურუა და შეშინებული მსახიობები უჩვეულო მოვლენაზე საუბრობენ (+ვიდეო)

"გუშინწინ, დაახლოებით 03.00. საათზე, პატარა გადახურულ თეატრის მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან რაღაც ნათება ჩამოეშვა... პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთი და მერე გაუჩინარდა... კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა...ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტს", - ეს ტექსტი Facebook-ზე რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ამ იდუმალ ფაქტს ასახავს.

ტელეკომპანია "კავკასიასთან" საკუთარ მოსაზრებებს რუსთაველის თეატრის მსახიობები გამოთქვამენ, რომლებიც თეატრში არსებულ მისტიური სამყაროს არსებობაზე საუბრობენ.

ნიკა ქაცარიძე, მსახიობი: მე სულ ვიცოდი, რომ თეატრში სულები არიან, დადიან. ყველა თეატრს თავისი მისტიური სამყარო აქვს. ალბათ არსებობს, მე მჯერა ასეთი რამეების. არ ვიცი ვისი სული იყო, მაგრამ ერთი ფაქტია, - სწორედ იმ დღეს დახვრიტეს სანდრო ახმეტელი, როდესაც ეს მოჩვენება აღბეჭდეს კამერაზე.

"რუსთაველის თეატრი ისეთი მისტიური შენობაა, რომ არ არის გამორიცხული, აქ იყოს ადამიანის სული. ველოდები კვლევას", - ამბობს თეატრის კიდევ ერთი მსახიობი.

უფოლოგი ირაკლი შონია კი არ გამორიცხავს, რომ საქმე ფენომენალურ მოვლენასთან გვაქვს.

ირაკლი შონია: ძველად, ისტორიულად იმ ადგილზე სასაფლაო იყო და როგორც ჩანს ინფორმაცია, რომელიც იმ სამარხებს აქვს, მოქმედებს დღესაც და ამ ზემოქმედებას ის ადამიანებიც გრძნობენ, რომლებიც ამ ადგილას მუშაობენ. ძნელია კონკრეტული სახელი დავარქვათ მოვლენას, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფენომენი იწყებს მათთან ურთიერთობას.

გარდა ამისა, თეატრის მსახიობები ამბობენ, რომ შენობაში ხშირად ესმით გაურკვეველი ხმები და არის ადგილები, სადაც გადაადგილების შიშიც აქვთ.

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია