დეფი გოგიბედაშვილი - "ხელისუფლებას სრული საოცრებისთვის თავის ქოცურ გუნდში ერთი რამ აკლია - ედუარდ შევარდნაძე"

დეფი გოგიბედაშვილი - "ხელისუფლებას სრული საოცრებისთვის თავის ქოცურ გუნდში ერთი რამ აკლია - ედუარდ შევარდნაძე"

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს გამთენიისას დააკავეს. უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყოფილ მერს სოციალურ ქსელში გოგოლა კალანდაძე და დავით-დეფი გოგიბედაშვილი მხარდაჭერას უცხადებენ.

"მე <3 გიგი უგულავა!", - ასეთი ფრაზით ეხმაურება ყოფილი მერის დაკავებას მსახიობი გოგოლა კალანდაძე.

არჩევნების წინ ყოფილი მერის დაკავებას "საოცარ იდეას" უწოდებს პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი:

"არჩევნების წინ გიგი უგულავას დაპატიმრება საოცარი იდეაა. დღევანდელ ხელისუფლებას სრული საოცრებისთვის თავის ქოცურ გუნდში ერთი რამ აკლია - ედუარდ შევარდნაძე.

დ.".

რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

"გამოტყდით, ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავადმყოფოში