ვალერი მელაძეს და ალბინა ჯანაბაევას მეორე ვაჟი შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ, ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო თვეებში ფეხმძიმე ჯანაბაევა ცდილობდა, საჯაროდ არ გამოჩენილიყო, სიმშვიდესა და სიწყნარეში ემზადებოდა მშობიარობისთვის.
შეგახსენებთ, ეს წყვილისთვის მეორე შვილია. ალბინა და ვალერი ზრდიან ვაჟიშვილს, კოსტიას, რომელიც 2004 წელს დაიბადა. გარდა ამისა, პირველი ქორწინებიდან მელაძეს 3 ქალიშვილი ჰყავს.