სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ევროპულმა სასამართლომ ქართველების უფლებები დაიცვა
თეა წულუკიანი - ევროპულმა სასამართლომ ქართველების უფლებები დაიცვა

მე მინ­და, ყვე­ლა იმ ქარ­თველს, რო­მე­ლიც გახ­და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი, მი­ვუ­ლო­ცო ეს გა­მარ­ჯვე­ბა და ვუ­თხრა, რომ ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მათი უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვა , – ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სტრას­ბურ­გში გა­ნა­ცხა­და.

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე "სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა.

"სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ რუ­სეთ­მა 2006 წელს და­არ­ღვია ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ ეს დავა გა­მარ­ჯვე­ბით და­ას­რუ­ლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­სე­თის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კას ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და­კა­ვე­ბი­სას, და­პა­ტიმ­რე­ბი­სას და მა­სი­უ­რად ქვეყ­ნი­დან გა­მო­ძე­ვე­ბი­სას და შე­სა­ბა­მი­სად და­ირ­ღვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე­ო­თხე ოქ­მის მე­ო­თხე მუხ­ლი. და­კა­ვე­ბი­სა და და­პა­ტიმ­რე­ბის დროს ქარ­თვე­ლე­ბი და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რი­თაც და­ირ­ღვა მე-3 და მე-5 მუხ­ლე­ბი.

რაკი ამ­დე­ნი დარ­ღვე­ვა დად­გინ­და, რუ­სე­თის აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის. კომ­პენ­სა­ცი­ის ოდე­ნო­ბა­ზე შე­სა­თან­ხმებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებს 12 თვი­ა­ნი ვადა მი­ე­ცათ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის საქ­მე­ზე - სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც 2006 წელს რუ­სე­თი­დან ქარ­თვე­ლე­ბის მა­სობ­რივ გა­ძე­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა.

მო­სა­მარ­თლემ წა­ი­კი­თხა მხო­ლოდ დას­კვნი­თი ნა­წი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის. სრუ­ლი ვერ­სია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სა­სა­მარ­თლოს სა­იტ­ზე. სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ შვიდ­წ­ლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ღია სხდო­მა­ზე გა­მო­ა­ცხა­და. სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხა­რე­ე­ბის - სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ა­ცხა­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი­მა ჩა­ი­ბა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო იცავ­და. სა­მი­ნის­ტროს დე­ლე­გა­ცი­ა­ში არი­ან ასე­ვე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლე­ვან მეს­ხო­რა­ზე. რუ­სე­თის მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

2007 წლის 26 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. სა­ჩი­ვა­რი უკავ­შირ­დე­ბა რუ­სე­თის მიერ, 2006 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, გა­ტა­რე­ბულ სა­დამ­სჯე­ლო პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის დევ­ნა­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე და მიზ­ნად ისა­ხავ­და ქვეყ­ნი­დან მათ მა­სობ­რივ გა­ძე­ვე­ბას.

რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი დევ­ნა შე­ე­ხო ათა­სო­ბით ადა­მი­ანს. სა­ჩი­ვარ­ში სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მოყ­ვა­ნი­ლია 130-მდე ქარ­თვე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჩი­ვა­რი სტრას­ბურ­გში ემ­ყა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ი­სა და მისი და­მა­ტე­ბი­თი ოქ­მე­ბის შემ­დეგ მუხ­ლებს: კონ­ვენ­ცი­ის მე-3 (წა­მე­ბის, არა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის ან დას­ჯის აკ­რძალ­ვა), მე-8 (პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის და­ცუ­ლო­ბის უფ­ლე­ბა), მე-13 (სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა), მე-14 (დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა), მე-18 (უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა­თა გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­გლე­ბი), 1-ლი და­მა­ტე­ბი­თი ოქ­მის 1-ლი (სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა) და მე-2 (გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა), მე-4 ოქ­მის მე-4 (უცხო­ელ­თა კო­ლექ­ტი­უ­რი გა­ძე­ვე­ბის აკ­რძალ­ვა) და მე-7 და­მა­ტე­ბი­თი ოქ­მის 1-ლი (უცხო­ელ­თა გა­ძე­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი) მუხ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ითხოვს ამ უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის აღი­ა­რე­ბას და და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას.

2009 წლის 15 დე­კემ­ბერს იმ პა­ლა­ტამ, რო­მე­ლიც საქ­მეს იხი­ლავ­და, სა­ჩივ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს დიდ პა­ლა­ტას გა­დას­ცა.

2011 წლის 31 იან­ვრი­დან 2011 წლის 4 თე­ბერ­ვლამ­დე დიდი პა­ლა­ტის 17 მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­ი­მარ­თა მოწ­მე­თა და­კი­თხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის ფარ­გლებ­ში და­ი­კი­თხა მხა­რე­თა მიერ წარ­დგე­ნი­ლი 10-10 მოწ­მე.

2012 წლის 13 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა ბოლო სა­ჯა­რო სხდო­მა და პრო­ცე­დუ­რა და­ი­ხუ­რა. ბოლო სხდო­მის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა თათ­ბი­რი, სა­დაც მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­თათ­ბი­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი ხვა­ლამ­დე უც­ნო­ბი რჩე­ბა, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

თეა წულუკიანი - ევროპულმა სასამართლომ ქართველების უფლებები დაიცვა

თეა წულუკიანი - ევროპულმა სასამართლომ ქართველების უფლებები დაიცვა

მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში განაცხადა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. საქართველოს სახელმწიფომ ეს დავა გამარჯვებით დაასრულა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ, დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასიურად ქვეყნიდან გამოძევებისას და შესაბამისად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთის აქვს სამართლებრივი ვალდებულება კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12 თვიანი ვადა მიეცათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საახელმწიფოთაშორის საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

მოსამართლემ წაიკითხა მხოლოდ დასკვნითი ნაწილი გადაწყვეტილების. სრული ვერსია გამოქვეყნდება სასამართლოს საიტზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შვიდწლიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ღია სხდომაზე გამოაცხადა. სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება მხარეების - საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოაცხადებს. საქართველოს სახელით გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანიმა ჩაიბარა. აღნიშნული საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. სამინისტროს დელეგაციაში არიან ასევე მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ლევან მესხორაზე. რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებას რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ, 2006 წლის შემოდგომაზე, გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას.

რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა.

საქართველოს საჩივარი სტრასბურგში ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შემდეგ მუხლებს: კონვენციის მე-3 (წამების, არადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-4 (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული გარანტიები) მუხლები. საქართველო ითხოვს ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.

2009 წლის 15 დეკემბერს იმ პალატამ, რომელიც საქმეს იხილავდა, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.

2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე გაიმართა მოწმეთა დაკითხვა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში დაიკითხა მხარეთა მიერ წარდგენილი 10-10 მოწმე.

2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. ბოლო სხდომის შემდეგ გაიმართა თათბირი, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ხვალამდე უცნობი რჩება, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა