მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება
ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება

მეცო-სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძემ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" და­ა­ფუძნა, რომ­ლის ეგი­დი­თაც 10 ივ­ლისს სა­დე­ბი­უ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა - საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი-მა­რა­თო­ნი გა­ი­მარ­თე­ბა. ნინო სურ­გუ­ლა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით თბი­ლის­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი ჩა­მოვ­ლენ და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის იმ­ღე­რე­ბენ, რო­მელ­თაც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

სა­ღა­მო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი მი­ი­ღებს. მა­რა­თო­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთე­რით გა­და­ი­ცე­მა და მას ეკა ხო­ფე­რია წა­უ­ძღვე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო პრო­ცეს­ში "იმე­დი" აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

მუ­სი­კო­სე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან - პა­ტა­რა ნი­კუ­შა ვა­შა­კი­ძეს, რო­მე­ლიც ფიბ­როზ კის­ტო­ზის იშ­ვი­ა­თი შე­რე­უ­ლი ფორ­მა აქვს. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს აქვს, მაგ­რამ ნი­კუ­შაა ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი; ნინო ჩი­ქო­ვანს - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენტს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის კო­ლე­გას, მეცო-სოპ­რა­ნოს იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა - ტვი­ნის არ­ტე­რი­ულ-ვე­ნუ­რი მალ­ფორ­მა­ცია და­უდ­გინ­და; ნა­ნი­კო ტო­რონ­ჯა­ძეს (11 წლის), რო­მელ­საც იუნ­გის სარ­კო­მა აქვს (ის "დიტო ცინ­ცა­ძის ფონ­დი­დან" გახ­ლავთ); ვი­ტა­ლი კი­ლა­სო­ნი­ას (16 წლის), თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე აქვს ("დიტო ცინ­ცა­ძის ფონ­დი") და 10 წლის ბექა ბე­რიშ­ვილს, რო­მელ­საც გულ­მკერ­დის არე­ში სიმ­სივ­ნე აქვს (დიტო ცინ­ცა­ძის ფონ­დი). იქ­ნე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი და თან­ხა ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

ნინო სურ­გუ­ლა­ძე:

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ამ დარ­ბა­ზი დაგ­ვით­მო. უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბიც, მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვე­ბი, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდნენ, ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და დავ­ხმა­რე­ბო­დით გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს. ასე­ვე ჩა­მო­დის მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­ესტრო პა­ო­ლო არი­ვა ბენი, - მთელ კონ­ცერტს ის უდი­რი­ჟო­რებს. იმე­დი გვაქვს, რომ ამ კონ­ცერ­ტით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბით.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება

ნინო სურგულაძე მძიმე სენით დაავადებულ 5 პატარას დაეხმარება

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" დააფუძნა, რომლის ეგიდითაც 10 ივლისს სადებიუტო ღონისძიება - საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი გაიმართება. ნინო სურგულაძის ორგანიზებით თბილისში მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები ჩამოვლენ და დაავადებული ახალგაზრდებისთვის იმღერებენ, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

საღამო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, სრულიად უანგაროდ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებს. მარათონი ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადაიცემა და მას ეკა ხოფერია წაუძღვება. ღონისძიების საორგანიზაციო პროცესში "იმედი" აქტიურად არის ჩართული.

მუსიკოსები ეხმარებიან - პატარა ნიკუშა ვაშაკიძეს, რომელიც ფიბროზ კისტოზის იშვიათი შერეული ფორმა აქვს. ასეთი დაავადება საქართველოში ბევრს აქვს, მაგრამ ნიკუშაა ერთადერთია, რომელიც აპარატზეა შეერთებული; ნინო ჩიქოვანს - კონსერვატორიის სტუდენტს, ნინო სურგულაძის კოლეგას, მეცო-სოპრანოს იშვიათი დაავადება - ტვინის არტერიულ-ვენური მალფორმაცია დაუდგინდა; ნანიკო ტორონჯაძეს (11 წლის), რომელსაც იუნგის სარკომა აქვს (ის "დიტო ცინცაძის ფონდიდან" გახლავთ); ვიტალი კილასონიას (16 წლის), თავის ტვინის სიმსივნე აქვს ("დიტო ცინცაძის ფონდი") და 10 წლის ბექა ბერიშვილს, რომელსაც გულმკერდის არეში სიმსივნე აქვს (დიტო ცინცაძის ფონდი). იქნება სატელეფონო ზარები და თანხა ანგარიშზე გადაირიცხება.

ნინო სურგულაძე:

- კონსერვატორიამ დარბაზი დაგვითმო. უცხოელი მეგობრებიც, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ, ჩამოსულიყვნენ და დავხმარებოდით გაჭირვებულ ბავშვებს. ასევე ჩამოდის მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული მაესტრო პაოლო არივა ბენი, - მთელ კონცერტს ის უდირიჟორებს. იმედი გვაქვს, რომ ამ კონცერტით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დავეხმარებით.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია