პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლო - რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას
სტრასბურგის სასამართლო - რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუ­სეთ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ქარ­თვე­ლე­ბის დევ­ნის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ პრაქ­ტი­კას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ცხად­და. რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ის ოდე­ნო­ბას, მხა­რე­ე­ბი ამის შე­სა­ხებ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­თან­ხმდნენ.

საქ­მე ეხე­ბა 2006 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და მათ მა­სობ­რივ დე­პორ­ტა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი სა­ჩი­ვა­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში 2007 წლის 26 მარტს შე­ი­ტა­ნა. სა­ჩი­ვარ­ში სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მოყ­ვა­ნი­ლია 130-მდე ქარ­თვე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა. 2009 წლის 15 დე­კემ­ბერს საქ­მის გან­მხილ­ველ­მა პა­ლა­ტამ, სა­ჩივ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­დას­ცა სა­სა­მარ­თლოს დიდ პა­ლა­ტას, სა­დაც 2011 წლის 31 იან­ვრი­დან 4 თე­ბერ­ვლამ­დე, დიდი პა­ლა­ტის 17 მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე, მოწ­მე­თა და­კი­თხვა გა­ი­მარ­თა. საქ­მე­ზე ბოლო სა­ჯა­რო სხდო­მა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში 2012 წლის 13 ივ­ნისს შედ­გა და პრო­ცე­დუ­რა და­ი­ხუ­რა. სხდო­მის შემ­დგომ თათ­ბირ­ზე მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა სა­თათ­ბი­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი ამ დრომ­დე უც­ნო­ბი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სტრასბურგის სასამართლო - რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას

სტრასბურგის სასამართლო - რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას.

არსებული ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მხარეები ამის შესახებ 1 წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ.

საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს დიდ პალატას, სადაც 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე, მოწმეთა დაკითხვა გაიმართა. საქმეზე ბოლო საჯარო სხდომა სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლის 13 ივნისს შედგა და პროცედურა დაიხურა. სხდომის შემდგომ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუმცა სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ამ დრომდე უცნობი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა