მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ახდენენ ბანკები ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოს მოაქალაქეებზე - "ჩემმა შვილმა სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა"
როგორ ახდენენ ბანკები ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოს მოაქალაქეებზე - "ჩემმა შვილმა სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა"

"ბან­კი­დან მი­რე­კა­ვენ!.." "პრობ­ლე­მუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ნო­მე­რია!..", "ბან­კის ვა­ლის გამო შევ­ცვა­ლე ნო­მე­რი!" - ეს ფრა­ზე­ბი ლა­მის ყო­ველ­დღე გვეს­მის. პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მსეს­ხე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს. ზოგ­ჯერ, ერ­თსა და იმა­ვე ბან­კში, პრობ­ლე­მურ კლი­ენ­ტებს კი­დევ უმ­ტკი­ცე­ბენ სეს­ხებს, რაც საქ­მეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს...

ბოლო დროს ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა ურჩ გა­დამ­ხდელ­თა ნა­წი­ლის­თვის კო­მე­დი­ად იქცა, ბევ­რის­თვის კი, ტრა­გე­დი­ად. პრობ­ლე­მუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი­სა და იმ იუ­რი­დი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ მსეს­ხე­ბელ­თა საქ­მე­ე­ბი გა­და­ე­ცე­მათ, მუდ­მი­ვად უკავ­შირ­დე­ბი­ან ურჩ გა­დამ­ხდე­ლებს. ამ სტრესს ზოგი უძ­ლებს, ზო­გიც ვერა...

შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სეს­ხის ამო­ღე­ბის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი; სად გა­დის ზღვა­რი კა­ნო­ნი­ე­რებ­სა და უკა­ნო­ნო­ბას შო­რის, ასე­ვე, რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ბანკსა და ურჩ გა­დამ­ხდელს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და რა­ტომ არის იქ ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ქა­ლა­ქის­თვის ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში...

რა ეტა­პებს გა­დის პრობ­ლე­მუ­რი მო­ვა­ლე, სა­ნამ საქ­მე იუ­რი­დი­ულ ფირ­მას გა­და­ე­ცე­მა, ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი ანო­ნი­მუ­რი რეს­პონ­დენ­ტი სა­უბ­რობს:

"ხში­რად მო­ვა­ლე­ებს ავი­წყდე­ბათ, რომ სესხს გა­დახ­და უნდა და ამის ბან­კი­დან შეხ­სე­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. თუ მა­ინც არ გა­და­ი­ხა­დეს, უკვე მო­ვი­თხოვთ. ეს მო­თხოვ­ნა არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს მუ­ქა­რა­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, და­მამ­ცი­რე­ბელ სა­უ­ბარ­ში, თუმ­ცა შე­ვახ­სე­ნებთ, რომ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო... ამა­ნაც თუ არ გაჭ­რა, საქ­მე კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­ე­ცე­მათ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ თავ­ზე იღე­ბენ სეს­ხე­ბის ამო­ღე­ბას. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხში­რად უჩი­ვი­ან მათ ქმე­დე­ბებს, რომ ისი­ნი ამ­ცი­რე­ბენ, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. კა­ნო­ნით, არ შე­იძ­ლე­ბა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, მუ­ქა­რაც აკ­რძა­ლუ­ლია და დამ­ცი­რე­ბაც. თუმ­ცა ეს ზო­გა­დი ნორ­მე­ბია და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა ამის გამო რთუ­ლად მი­საღ­წე­ვია".

სვეტ­ლა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი: "ბინა, სა­დაც ვაჟ­თან და მის ცოლ-შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, ორ­ჯერ ყო­ფი­ლა იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი. ჩემი შვი­ლის­თვის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის ცოლს უთხო­ვია, საქ­მის­თვის მჭირ­დე­ბა და უარს ნუ მე­ტყვიო, მა­ნაც ხათ­რი ვერ გა­უ­ტე­ხა. ეს ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­გე, როცა მე­სა­მედ ჩადო ბინა იპო­თე­კა­ში. ჩემი შვი­ლი მუდ­მი­ვად გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყო, სულ ვი­ღა­ცე­ბი ურე­კავ­დნენ, ხან პა­სუ­ხობ­და, ხან არა, რაც დე­დის თვალს არ გა­მო­პარ­ვია. არა­ერ­თხელ ვთხო­ვე, მი­თხა­რი, რა და­გე­მარ­თა-მეთ­ქი, - ბო­ლოს მი­თხრა, -დედა, ქუ­ჩა­ში ვრჩე­ბი­თო... გა­ირ­კვა, რომ ის ქალი, მისი მე­გობ­რის მე­უღ­ლე, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლა. ჩვენ გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. ჩემ­მა შვილ­მა სტრესს ვერ გა­უძ­ლო და 2011 წლის 1-ელ მარტს თავი მო­იკ­ლა. მალე ბი­ნი­და­ნაც გაგ­ვა­სახ­ლეს..."

და­ვი­თი, 37 წლის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრაქ­ტო­რი: "2008 წლის ომის დროს, 8 აგ­ვის­ტოს, ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან, ნაძვნარ­ში ვი­ყა­ვით გან­ლა­გე­ბუ­ლი, რო­დე­საც ერთ-ერთი ბან­კი­დან და­მი­რე­კეს - პრო­ცენ­ტის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა და­გე­კის­რე­ბა­თო... ომის დროს და­ვი­ჭე­რი და ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდი. ბან­კი­დან მუდ­მი­ვად მი­რე­კავ­დნენ, რომ სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და მო­მი­წევ­და... გა­ვი­გე, რომ ჩემს დღე­ში ბევ­რი ჯა­რის­კა­ცი იყო".

ნინო, 34 წლის: "ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბან­კი­დან სეს­ხი გა­მო­ი­ტა­ნა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა გვე­ყი­და და "ეტაქ­სა­ვა". ქი­რით ვცხოვ­რობთ, რა­საც კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბიც ემა­ტე­ბა და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ პრო­ცენ­ტის გა­დახ­და ვერ შევ­ძე­ლით. სა­ბო­ლოო ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე დაგ­ვი­რე­კეს და გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ჯა­რი­მა და­გე­კის­რე­ბა­თო. მე­უღ­ლემ ახ­ლობ­ლე­ბის­გან ისეს­ხა თან­ხა პრო­ცენ­ტე­ბის გა­და­სახ­დე­ლად, შემ­დეგ კი იმა­ვე ბან­კში მე­ო­რე სეს­ხი აიღო, რათა ის ვა­ლე­ბი და­ე­ფა­რა და პირ­ვე­ლი სეს­ხის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც და­ე­ფა­რა... იმავდრო­უ­ლად, გან­ვა­დე­ბე­ბით რამ­დე­ნი­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი გა­მო­ვი­ტა­ნეთ - ღამე შინ რომ მე­მუ­შა­ვა, კომ­პი­უ­ტე­რი მჭირ­დე­ბო­და და გან­ვა­დე­ბა გა­ვა­კე­თე. გა­სა­ვა­ლი სა­ერ­თო შე­მო­სა­ვალ­ზე ბევ­რად მეტი იყო და სეს­ხის პრო­ცენ­ტი ისე­ვე გა­და­უხ­დე­ლი დაგ­ვრჩა. მალე ისევ დაგ­ვიგ­როვ­და ვა­ლე­ბი და ახლა სხვა ბან­კში ავი­ღეთ სეს­ხი. ამ­ჟა­მად და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 4 ათას ლა­რამ­დეა... რამ­დე­ნი­მე თავ­დე­ბი გვყავს და უკვე მა­თაც უკავ­შირ­დე­ბი­ან. ახ­ლა­ხან ერთ-ერ­თთან შინ მი­სუ­ლან და უთ­ქვამთ, თუ ბან­კის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას მათ არ გა­და­ახ­დე­ვი­ნებთ, თქვენ ჩა­მო­გარ­თმევთ ქო­ნე­ბა­სო. ისი­ნი კი ჩვენ გვი­რე­კა­ვენ, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ "შავ სი­ა­ში" მოვ­ხვდე­ბით, არა­და, უკვე ვართ. არა­ერ­თხელ და­რე­კეს ჩემს სამ­სა­ხურ­შიც, რაც ძა­ლი­ან მძი­მედ მოქ­მე­დებს ჩემ­ზე. ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ პრო­ცენ­ტე­ბი უკვე იმ­დენ­ზეა ასუ­ლი, არ ვიცი, მისი და­ფარ­ვა ამ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ეს­წრე­ბა თუ არა..."

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

როგორ ახდენენ ბანკები ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოს მოაქალაქეებზე - "ჩემმა შვილმა სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა"

როგორ ახდენენ ბანკები ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოს მოაქალაქეებზე - "ჩემმა შვილმა სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა"

"ბანკიდან მირეკავენ!.." "პრობლემური განყოფილების ნომერია!..", "ბანკის ვალის გამო შევცვალე ნომერი!" - ეს ფრაზები ლამის ყოველდღე გვესმის. პრობლემების მიუხედავად, მსესხებელთა რაოდენობა მატულობს. ზოგჯერ, ერთსა და იმავე ბანკში, პრობლემურ კლიენტებს კიდევ უმტკიცებენ სესხებს, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს...

ბოლო დროს ბანკთან ურთიერთობა ურჩ გადამხდელთა ნაწილისთვის კომედიად იქცა, ბევრისთვის კი, ტრაგედიად. პრობლემური განყოფილებებისა და იმ იურიდიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ვადაგადაცილებულ მსესხებელთა საქმეები გადაეცემათ, მუდმივად უკავშირდებიან ურჩ გადამხდელებს. ამ სტრესს ზოგი უძლებს, ზოგიც ვერა...

შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად მიზანშეწონილია სესხის ამოღების გავრცელებული მეთოდები; სად გადის ზღვარი კანონიერებსა და უკანონობას შორის, ასევე, როგორ რეგულირდება ურთიერთობა ბანკსა და ურჩ გადამხდელს შორის განვითარებულ ქვეყნებში და რატომ არის იქ ბანკთან ურთიერთობა მოქალაქისთვის ბევრად კომფორტული, ვიდრე საქართველოში...

რა ეტაპებს გადის პრობლემური მოვალე, სანამ საქმე იურიდიულ ფირმას გადაეცემა, ამის შესახებ ჩვენი ანონიმური რესპონდენტი საუბრობს:

"ხშირად მოვალეებს ავიწყდებათ, რომ სესხს გადახდა უნდა და ამის ბანკიდან შეხსენება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. თუ მაინც არ გადაიხადეს, უკვე მოვითხოვთ. ეს მოთხოვნა არ უნდა გადაიზარდოს მუქარაში, შეურაცხყოფაში, დამამცირებელ საუბარში, თუმცა შევახსენებთ, რომ არსებობს სასამართლო... ამანაც თუ არ გაჭრა, საქმე კერძო კომპანიების გადაეცემათ, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სესხების ამოღებას. მოქალაქეები ხშირად უჩივიან მათ ქმედებებს, რომ ისინი ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. კანონით, არ შეიძლება ღირსების შელახვა, მუქარაც აკრძალულია და დამცირებაც. თუმცა ეს ზოგადი ნორმებია და კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრება ამის გამო რთულად მისაღწევია".

სვეტლანა გიორგობიანი, დაზარალებული: "ბინა, სადაც ვაჟთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობდი, ორჯერ ყოფილა იპოთეკით დატვირთული. ჩემი შვილისთვის ბავშვობის მეგობრის ცოლს უთხოვია, საქმისთვის მჭირდება და უარს ნუ მეტყვიო, მანაც ხათრი ვერ გაუტეხა. ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა მესამედ ჩადო ბინა იპოთეკაში. ჩემი შვილი მუდმივად განერვიულებული იყო, სულ ვიღაცები ურეკავდნენ, ხან პასუხობდა, ხან არა, რაც დედის თვალს არ გამოპარვია. არაერთხელ ვთხოვე, მითხარი, რა დაგემართა-მეთქი, - ბოლოს მითხრა, -დედა, ქუჩაში ვრჩებითო... გაირკვა, რომ ის ქალი, მისი მეგობრის მეუღლე, საქართველოდან წასულა. ჩვენ გადახდის საშუალება არ გვქონდა. ჩემმა შვილმა სტრესს ვერ გაუძლო და 2011 წლის 1-ელ მარტს თავი მოიკლა. მალე ბინიდანაც გაგვასახლეს..."

დავითი, 37 წლის, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი: "2008 წლის ომის დროს, 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, ნაძვნარში ვიყავით განლაგებული, როდესაც ერთ-ერთი ბანკიდან დამირეკეს - პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა დაგეკისრებათო... ომის დროს დავიჭერი და ღუდუშაურის კლინიკაში აღმოვჩნდი. ბანკიდან მუდმივად მირეკავდნენ, რომ სოლიდური თანხის გადახდა მომიწევდა... გავიგე, რომ ჩემს დღეში ბევრი ჯარისკაცი იყო".

ნინო, 34 წლის: "ჩემმა მეუღლემ ბანკიდან სესხი გამოიტანა, რომ ავტომანქანა გვეყიდა და "ეტაქსავა". ქირით ვცხოვრობთ, რასაც კომუნალური გადასახადებიც ემატება და რამდენიმე თვის შემდეგ პროცენტის გადახდა ვერ შევძელით. საბოლოო ვადის ამოწურვამდე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, ჯარიმა დაგეკისრებათო. მეუღლემ ახლობლებისგან ისესხა თანხა პროცენტების გადასახდელად, შემდეგ კი იმავე ბანკში მეორე სესხი აიღო, რათა ის ვალები დაეფარა და პირველი სესხის ნახევარი მაინც დაეფარა... იმავდროულად, განვადებებით რამდენიმე აუცილებელი ნივთი გამოვიტანეთ - ღამე შინ რომ მემუშავა, კომპიუტერი მჭირდებოდა და განვადება გავაკეთე. გასავალი საერთო შემოსავალზე ბევრად მეტი იყო და სესხის პროცენტი ისევე გადაუხდელი დაგვრჩა. მალე ისევ დაგვიგროვდა ვალები და ახლა სხვა ბანკში ავიღეთ სესხი. ამჟამად დავალიანება 4 ათას ლარამდეა... რამდენიმე თავდები გვყავს და უკვე მათაც უკავშირდებიან. ახლახან ერთ-ერთთან შინ მისულან და უთქვამთ, თუ ბანკის დავალიანებას მათ არ გადაახდევინებთ, თქვენ ჩამოგართმევთ ქონებასო. ისინი კი ჩვენ გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ "შავ სიაში" მოვხვდებით, არადა, უკვე ვართ. არაერთხელ დარეკეს ჩემს სამსახურშიც, რაც ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩემზე. ვალების გასასტუმრებლად ვმუშაობთ, მაგრამ პროცენტები უკვე იმდენზეა ასული, არ ვიცი, მისი დაფარვა ამ ცხოვრებაში მოესწრება თუ არა..."

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია