პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიკლოთ წონაში სწორად - ენდოკრინოლოგის რჩევები
როგორ დავიკლოთ წონაში სწორად - ენდოკრინოლოგის რჩევები

ჭარ­ბი წონა თუ არა­ჯან­საღ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აწუ­ხებს. რო­გორ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ჭარ­ბი წო­ნის­გან და რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ სწო­რად? AMBEBI.GE-ს კი­თხვებს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი პა­სუ­ხობს.

ლიკა:

მალე 16 ის გავ­ხდე­ბი. ვარ 1 მეტ­რი და 63სმ. 50 კილო. მინ­და ცოტა და­ვიკ­ლო, 3 კილო მა­ინც, რა გა­ვა­კე­თო?

- მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში 163 სმ და 50 კი­ლოგ­რა­მი წონა ასა­ხავს იმას, რომ მას აქვს სხე­უ­ლის სწო­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია მან ვერ მი­აღ­წი­ოს სა­სურ­ველ შე­დეგს, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორ­გა­ნიზმს ესა­ჭი­რო­ე­ბა რო­გორც ცხი­მი, ასე­ვე ცი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი. მან უნდა გან­სა­ზღვროს რამ­დე­ნია მის ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, რი­თაც ინ­სა­ზღვრე­ბა გარ­კვე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. არ­სე­ბობს ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ზო­მე­ბი, უნდა მი­მარ­თოს ერთხელ მა­ინც სპე­ცი­ა­ლისტს, რომ გა­ნი­სა­ზღვროს რამ­დე­ნია მას­ში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, შეძ­ლებს თუ არა ის ამ ცხი­მო­ვა­ნი მა­სის დაკ­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაკ­ლე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და მო­ზარ­დო­ბის პე­რიდ­ში შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ორ­გა­ნიზმს. რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ზრდას­რულ ასაკ­ში იჩენს თავს და გა­მო­იწ­ვევს გარ­კვე­ულ პა­თო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს.

ლიკა:

ვარ 28 წლის. 170 და 70 კილო. მო­მა­ტე­ბუ­ლი მაქვს 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 კილო, რა­საც ვე­რაფ­რით ვერ ვიკ­ლებ. არ ვჭამ პურს უკვე 5 წე­ლია, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ცო­მე­ულს და ტკბი­ლე­ულს, არ მი­ვირ­თმევ გვი­ან და ვვარ­ჯი­შობ კვი­რა­ში ოთხჯერ 40 წუთს. რისი ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს? შე­იძ­ლე­ბა რომ ჩემი ორ­გა­ნიზ­მი უკვე მი­ეჩ­ვია ამ რე­ჟიმს და უბ­რა­ლოდ ვე­ღარ ვიკ­ლებ?

- ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ისევ ვარ­ჯი­შის ბრა­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტრე­ნერ­მა გან­სა­ზღვროს თუ რა მი­და­მო­ებ­ში სურს მას წო­ნის კლე­ბა. რად­გან ვარ­ჯი­შის დროს იზ­რდე­ბა კუნ­თო­ვა­ნი მასა, ხდე­ბა ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩარ­თვა და სას­წორ­ზე არ ხდე­ბა წო­ნის კლე­ბა. თუმ­ცა ვი­ზუ­ა­ლუ­რად ორ­გა­ნიზ­მი "იფერ­თხე­ბა" და შე­საძ­ლე­ბე­ლია მან ზო­მებ­ში მო­იკ­ლოს. გარ­და ამი­სა, სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამო­ღე­ბუ­ლი და შე­ზღუ­დუ­ლი იყო კვე­ბის რა­ცი­ონ­ში პური და ტკბი­ლე­უ­ლო­ბა. დო­ზი­რე­ბით ყვე­ლაფ­რის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია. მთა­ვა­რი არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე კვე­ბა. თა­ვი­სი ად­გი­ლი ქონ­დეს ცომს, ტკბი­ლე­ულს, ხილს და თუ ეს ჯე­რა­დო­ბა არ არის და­ცუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად ის წო­ნა­ში ვერ და­იკ­ლებს. ასე­ვე უნდა მო­ვახ­დი­ნოთ გან­სა­ზღვრა, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხეს ვი­ღებთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­თუ­მე­ტეს ვარ­ჯი­შის დროს, რად­გან ამას აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. თუ სი­თხის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის ორ­გა­ნიზ­მის ამ შემ­თხვე­ვა­ში ნივ­თი­ე­რე­ბათ ცვლა არის შე­ნე­ლე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად ცხი­მის წვა ვერ ხდე­ბა.

ნანა, მა­რი­ნე:

ვარ­ჯი­შის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა და­იკ­ლოს წო­ნა­ში?

მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში მო­ვი­მა­ტე წო­ნა­ში, ჭა­მის ბრა­ლი ნამ­დვი­ლად არაა. რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ?

- 40 წლის ზე­მოთ ყვე­ლა ქალ­ბა­ტონ­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა ჰორ­მონ­თა ცვლი­ლე­ბე­ბი. გარ­კვე­უ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს, გარ­კვე­უ­ლი იკ­ლებს. ხდე­ბა არე­ვა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მის. დგე­ბა უკვე პრე­მე­ნო­პა­უ­ზა, შემ­დგომ ამას მოჰ­ყვე­ბა მე­ნო­პა­უ­ზა, რაც შემ­დგომ­ში იძ­ლე­ვა ეფექტს, ჭარ­ბი ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა არის ბევ­რად შე­ნე­ლე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ ზო­მე­ბი: ჯე­რა­დი კვე­ბა უნდა იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად. უნდა შე­ი­ზღუ­დოს ნახრში­წყლე­ბი და ცხი­მე­ბი, იმი­სათ­ვის, რომ წო­ნის კლე­ბა წა­მო­ვი­დეს. უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რაც ჩვენს კვე­ბის რა­ცი­ონ­ში უნდა შე­ვი­ტა­ნოთ, ეს არის ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი. მაგ: რძის პრო­დუქ­ტე­ბი; ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი და გავ­ზარ­დოთ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ვიდ­რე გვქონ­და მა­ნამ­დე. ანუ, ამ ასაკ­ში გა­ი­ზარ­დოს

ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფიტ­ნე­სი. სა­სურ­ვე­ლია სი­ა­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 კი­ლო­მეტ­რი, იმის მი­ხედ­ვით თუ რა წო­ნის ვართ, რა სი­მაღ­ლის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვაქვს. ამ ასაკ­ში გარ­და ჭარ­ბი წო­ნის გა­ცე­ნი­სა, თავს იჩენს ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი და ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს უჭირს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, თუმ­ცა ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, იმი­სათ­ვის, რომ ხრტი­ლო­ვა­ნი მასა არ შემ­ცირ­დეს და მუდ­მი­ვად იყოს ტო­ნუს­ში ორ­გა­ნიზ­მი.

ანა:

არ მა­წუ­ხებს ჭარ­ბი წონა, მაგ­რამ სამი შვი­ლი გა­ჩე­ნის შემ­დეგ დამ­რჩა თხე­ლი ქო­ნის ფენა მუ­ცელ­ზე და ვე­რაფ­რით ვი­შო­რებ. რო­გო­რი კვე­ბით ვებ­რძო­ლო ამ პრობ­ლე­მას?

- მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ რჩე­ბა გარ­კვე­უ­ლი ცხი­მო­ვა­ნი ნა­დე­ბი მუც­ლის არე­ში, ამი­სათ­ვის მხო­ლოდ სა­სურ­ვე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გაზ­რდა. პრე­სის გა­კე­თე­ბა, იმის­თვის, რომ მოხ­დეს კუნ­თის გამ­კვრი­ვე­ბა და კუმ­შვა­დო­ბა იყოს უფრო მა­ღა­ლი. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ხდე­ბა კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გაზ­რდა მუც­ლის არე­ში, ხდე­ბა მო­დუ­ნე­ბა ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ამი­ტომ სა­ჭი­როა კვე­ბა­ში ჩარ­თოს ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ჩარ­თვა. ორ­სუ­ლო­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბა, რად­გან ბავ­შვს დე­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან მი­აქვს კალ­ცი­უ­მი და ამ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი სიპ­ტო­მა­ტი­კა ჩნდე­ბა. ეს არის: თმის ცვე­ნა, ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა­დო­ბა, კა­ნის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა და აა­მი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ჩარ­თვა.

თაკო:

მა­ინ­ტე­რე­სებს, დი­ე­ტის სწორ წარ­მარ­თვას უწყობს თუ არა ხელს ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი? ვგუ­ლის­ხმობ ის­ტე­რი­უ­ლად წო­ნის შე­მოწ­მე­ბას, ნერ­ვი­უ­ლო­ბას, რა­საც თან ახ­ლავს მა­დის მო­მა­ტე­ბა და ჭარ­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა.

- სიმ­სუქ­ნე ზო­გა­დად არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მას სჭირ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. სიმ­სუქ­ნეს არ მარ­თავს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ჩა­ერ­თოს სხვა კონ­სულ­ტან­ტე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ნევ­რო­პა­თო­ლო­გი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო ხდე­ბა სიმ­სუქ­ნის პე­რი­ოდ­ში კარ­დი­ო­ლო­გის ჩარ­თვა, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტის, რად­გან სიმ­სუქ­ნე არ არის მხო­ლოდ ერთი და­ა­ვა­დე­ბა. ასე­ვე სა­ჭი­როა ჩა­ერ­თოს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, მსგავს შემ­თხვევბში ეფექ­ტი იქ­ნე­ბა უფრო კარ­გი და მი­სა­ღე­ბი.

გიგი:

ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად რუ­ჯის მი­ღე­ბას ვა­პი­რებ, ხომ არ არის ამ დროს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი დი­ე­ტის დაც­ვა?

- ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, იმის­თვის, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტი გვქონ­დეს, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ეს თემა. აქვე ავღ­ნიშ­ნავ, რომ დი­ე­ტა არის სწო­რი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი კვე­ბა, ამი­ტომ ის საფრ­თხეს არ უქ­მნის ორ­გა­ნიზმს. თუ ძა­ლი­ან სწრა­ფად გვინ­და დაკ­ლე­ბა, ჩვენ მივ­მარ­თავთ გარ­კვე­ულ პროგ­რა­მებს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლად მო­ი­პო­ვე­ბა და ეს ისა­ხავს მიზ­ნად ერთი სა­ხის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს რა თქმა უნდა შე­საძ­ლე­ბე­ლია ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი იყოს ორ­გა­ნიზ­მის­ტვის, ვი­ნა­ი­დან აი­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მმა მი­ი­ღოს მით­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ექ­ვსი კომ­პო­ნენ­ტი. ეს გახ­ლავთ: ნარ­ში­წყლე­ბი, ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი და ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო მძაფ­რად ჩნდე­ბა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა წყალ­ზე, ვი­ნა­ი­დან ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად წყლის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, რაც ხელს უშ­ლის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის სწორ წარ­მარ­თვას.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­ჯის მი­ღე­ბას, რუჯი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია ორ­გა­ნიზ­მის­თვის მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ არ ვი­ცავთ რუ­ჯის მი­ღე­ბის წე­სებს და ეს წე­სე­ბი არის შემ­დეგ­ნა­ი­რი. აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­პი­რო­ზე უნდა გა­ვი­დეთ დი­ლით ადრე და მაქ­სი­მუმ 11 სა­ა­თამ­დე დავ­ყოვ­ნდეთ და შემ­დეგ უკვე სა­ღა­მოს, 17 სა­ა­თის შემ­დეგ. 11-დან 17 სა­ა­თამ­დე არის მზის სხი­ვე­ბის აქ­ტო­ვო­ბის პიკი და არ შე­იძ­ლე­ბა რუ­ჯის მი­ღე­ბა, რად­გან ულტრა­ი­ის­ფე­რი და ინფრა­წი­თე­ლი სხი­ვე­ბი მოქ­მე­დებს რო­გორც კა­ნის სტრუქ­ტუ­რა­ზე ასე­ვე ზო­გა­დად ორ­გა­ნიზ­მმ­ზე და მა­შინ რო­დე­საც არის გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში, კი­დევ უფრო აქ­ტი­ვა­ცი­ას ახ­დენს და შეს­ძლე­ბე­ლია ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მო­ვახ­დი­ნოთ და­ა­ვა­დე­ბულ ორ­გა­ნო­თა სის­ტე­ნის გამ­წვა­ვე­ბა, რაც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გემ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

თა­მი­ლა:

მაქვს, ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ამას­თა­ნა­ვე კიფო-სქო­ი­ო­ზი, თუ არის რა­ი­მე სა­ხის დი­ე­ტა ჩემ­თვის სა­ზი­ა­ნო?

- რო­დე­საც არის ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა და ამას­თან კიფო-სკო­ლი­ო­ზი, აქ უნდა ჩა­ერ­თოს ან­გი­ო­ლო­გი და ვერ­ტებ­რო­ლო­გი. ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის გარ­კვე­უ­ლი ტი­პის მა­სა­ჟე­ბი, იმის­თვის, რომ კიფო-სკო­ლი­ო­ზის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნურ ულ­მა­რი­სო­ბას ამ დროს რა თქმა უნდა ამო­ვი­ღოთ კვე­ბი­დან მა­რი­ლი, იმი­სათ­ვის რომ სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა არ შე­კავ­დეს ორ­გა­ნიზ­მში და არ გამ­წვავ­დეს ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­დუქ­ტებს, რო­მე­ლიც უნდა იყოს ამო­ღე­ბუ­ლი, ეს არის კონ­სერ­ვან­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ანუ ძეხ­ვე­უ­ლი, სო­სი­სი, მა­ი­ო­ნე­ზის მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბი- ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ კონ­სერ­ვან­ტებს, რად­გან მოხ­დეს მათი ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა. ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი ხელ უწყო­ბენ ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის გამ­წვა­ვე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად შე­შუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­მო კი­დუ­რებ­ზე. მა­რი­ლი უნდა იყოს მი­ნი­მუ­მა­დე დაყ­ვა­ნი­ლი და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა იყოს წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი. ლო­გი­კუ­რია, რომ მა­რი­ლის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად ორ­გა­ნიზმს წყლის მო­თხოვ­ნა უმ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ უნდა ჩავ­თვა­ლოთ რომ ეს არის ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი წა­მა­ლი. წყლის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მი­ნი­მუმ ლიტ­რა­ნა­ხევ­რამ­დე, იმი­სათ­ვის, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­იწ­მინ­დოს ტოქ­სი­ნე­ბის­გან და შლა­კე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად შე­შუ­პე­ბა არ მოხ­დეს ქსო­ვი­ლებ­ში.

ნინი:

რო­გორ უნდა მო­ვა­წყო გან­ტვირ­თვა ორ­გა­ნიზ­მის­თვის და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო რომ არ იყოს?

- გან­ტვირ­თვა უნდა მო­ვა­წყოთ ათ დღე­ში ერთხელ, (გა­აჩ­ნია რა კვე­ბის სტი­ლი გვაქვს ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში). თუ არის დატ­ვირ­თუ­ლი ის ცხი­მე­ბით, ნარ­ში­წყლე­ბით და შემ­წვა­რი პრო­დუქ­ტე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი არის კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­სი ერთხელ მა­ინც იყოს. გან­ტვირ­თვა არ გუ­ლის­ხმობს სრულ შიმ­შილს და მხო­ლოდ წყალ­ზე ყოფ­ნას. გან­ტვირ­თვის დღედ უნდა ავირ­ჩი­ოთ გარ­კვე­უ­ლი, და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლე­ლუ­რად ორ­გა­ნიზმს და­ეხ­მა­რე­ბა გაწ­მენ­და­ში, ტოქ­სი­ნე­ბის დაშ­ლა­სა და შლა­კე­ბის გა­მო­დევ­ნა­ში და თან შე­ივ­სე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხი­ლით გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ვა­წყოთ ცი­ლო­ვა­ნი გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, ანუ ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვირ­თვათ ბოსტნე­უ­ლი. ეს ით­ვლე­ბა წო­ნის და სა­ი­მარ­ლის მი­ხედ­ვით. არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ყვე­ლას­თვის ერთი ტი­პის გან­ტვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რა ჩი­ვი­ლებს აღ­ნიშ­ნავს პა­ცი­ენ­ტი და რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბის წესი. ვი­ნა­ი­დან რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნე, თუ არის პა­ცი­ენ­ტი ჯან­საღ კვე­ბა­ზე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ათ დღე­ში ერთი დღე და­ვუთ­მოთ გან­ტვირ­თვას, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი კვე­ბის წესი ყო­ველ­დღი­უ­რად არის ცხი­მი­ა­ნი და შემ­წვა­რი პრო­დუქ­ტე­ბი და სხვადსხვა კონ­სერ­ვან­ტე­ბით და ემულ­გა­ტო­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კვი­რა­ში ერთხელ მო­ვი­წყოთ გან­ტვირ­თვა.

მარი:

რა რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხის მი­ღე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და რა სა­ხის სი­თხე მი­ვი­ღოთ, არის თუ არა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე ყა­ვის დღე­ში 4-ჯერ და­ლე­ვა?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­თხით შე­ვავ­სოთ ორ­გა­ნიზ­მი. ის აუ­ცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. მი­ნი­მუმ ლიტ­რა­ნა­ხე­ვა­რი უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბაშ. იმის მი­ხედ­ვით, თუ რა წო­ნის და სი­მაღ­ლის ვართ, მაქ­სიმ ორი-სამი ლიტ­რი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად შარდ-სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არის მხო­ლოდ ერთი ლიტ­რი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ასე­ვე არ­სე­ბობს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც სი­თხის მი­ღე­ბის შე­ზღუდ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ესეც არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი.

ლელა:

რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ე.წ "ნა­ტურ­ლუ­რი წვე­ნე­ბი" დი­ე­ტის დროს? (ვგუ­ლის­ხმობ მა­ღა­ზი­ებ­ში ნა­ყიდს, სახ­ლში მათი დამ­ზა­დე­ბის დრო არ მაქვს)

- ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი, რო­მე­ლიც დრეს­დღე­ო­ბით ჩვენს ბა­ზარ­ზე არის გავ­ცე­ლე­ბუ­ლი და სა­სურ­სა­თო ინ­დუსტრი­ის მა­ღალ პრო­ცენტს მო­ი­ცავს, გა­ჯე­რე­ბუ­ლი არის სხვადსხვა ტი­პის ემულ­გა­ტო­რე­ბით და კონსრე­ვან­ტე­ბით, ამა­ში შეგ­ვიძ­ლია მარ­ტი­ვად დავ­რწმუნ­დეთ, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ სახ­ლში და­ვამ­ზა­დებთ კომ­პოტს, შეგ­ვიძ­ლია დავ­დგათ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მა­გი­და­ზე, იქვე შეგ­ვიძ­ლია მი­ვუდ­გათ მა­ღა­ზი­ა­სი ნა­ყი­დი წვე­ნი და ჩვენ ვნა­ხავთ რომ დღის ბო­ლოს ჩვე­ნი გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი, ან კომ­პო­ტი და­ი­წყებს დუ­ღილს, ხოლო მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი წვე­ნი ამ პრო­ცესს არ გა­ნიც­დის. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ის არ არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი. რად­გან მას­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს დუ­ღი­ლის პრო­ცე­სი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნის დროს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის კონ­სერ­ვან­ტე­ბი და ემულ­გა­ტო­რე­ბი პი­რი­ქით, უფრო მე­ტად არის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო.

სა­ლო­მე:

რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბა ცხი­მე­ბის დაწ­ვა­ში?

- კონ­კრე­ტუ­ლად არ არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ცხი­მის დაწ­ვა­ში, თუმ­ცა არის კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არ­სე­ბობს ნივ­თი­რე­ბა, რო­მე­ლიც ანა­ნას­ში შე­დის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და იწ­ვევს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დაჩ­ქა­რე­ბას. რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა ცხი­მე­ბის დაწ­ვა ორ­გა­ნიზ­მში. აგ­რეთ­ვე ტარ­ტრო­ნის მჟა­ვა, რო­მე­ლიც არის კომ­ბოს­ტო­ში შე­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბათ ცვლის დაჩ­ქა­რე­ბას და ამის ხარ­ჯზე ხდე­ბა ცხი­მე­ბის დაწ­ვა. სხვა მხრივ ვერ­ცერ­თი პრო­დუქ­ტი ცხი­მებს ვერ წვავს. თუ გვსურს ცხი­მე­ბის დაწ­ვა ორ­გა­ნიზ­მში, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. რათა ენერ­გი­ის წყა­როდ გა­მო­ი­ყე­ნოს ორ­გა­ნიზ­მმა ჩვე­ნი ცხი­მი და მო­ახ­დი­ნოს მისი დაშ­ლა. ასე­ვე უნდა მივ­მარ­თოთ და­ბალ­კა­ლო­რი­ულ კვე­ბას, ცხი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შევ­ზღუ­დოთ, ასე­ვე ნახ­შირ­წყლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჩავ­რთოთ კვე­ბა­სი უფრო მე­ტად ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი.

ნანა:

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჯან­მრთე­ლია თუ არა ადა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნად უკუ­რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს ნახ­შირ­წყლებ­ზე ხან­გრძლი­ვად უა­რის თქმა?

- ნახ­შირ­წყლებ­ზე ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ვინ­დო­მოთ, უარს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვი­ტყვით, რად­გან ნახ­შირ­წყლე­ბი შე­დის აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა პრო­დუქ­ტში, მათ შო­რის ხორ­ცში, რძის ნა­წარმ­ში, ბოსტნე­ულ­ში და ხილ­ში. თუ სა­უ­ბა­რია ისეთ ნახ­შირ­წყლებ­ზე, რო­მე­ლიც არის მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყლე­ბი,ანუ, შა­ქა­რი, ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს ზი­ანს არ მო­უ­ტანს ორ­გა­ნიზმს, რად­გან იმ რა­ო­დე­ნო­ბა ნახ­შირ­წყლებს რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ჩვენ ვღე­ბუ­ლობთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან, ხორ­ცი­დან, ხი­ლი­დან და ბოსტნე­უ­ლი­დან.

თიკო:

რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს 5-6 წლის ბავ­შვე­ბის­თვის გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ?

- გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კვე­ბა ეს არის 21-ე სა­უ­კუ­ნის პრობ­ლე­მა, რად­გან დღეს­დღე­ო­ბით ფარ­თოდ არის ჩვენს სა­სურ­სა­თო ბა­ზარ­ზე გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან 70-იან წლებ­ში მოხ­და მისი ბა­ზარ­ზე გა­მოს­ვლა, ზუს­ტი კვლე­ვე­ბი ამა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ არის, თუ რამ­დე­ნად წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის. თუმ­ცა თე­ო­რი­უ­ლად, თე­ო­რი­ტი­კო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ ამ პრობ­ლე­მა­ზე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი არის ის გე­ნო­მი, რაც შე­დის მოხ­დეს მისი ჩარ­თვა ამ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ საკ­ვებ­ში. დღეს თე­ო­რი­ტი­კო­სე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს უკავ­ში­რე­ბენ გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას. აგ­რეთ­ვე ბავ­შვთა ასაკ­ში წა­მო­სულ სიმ­სუქ­ნის ეპი­დე­მი­ას და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გავ­რცე­ლე­ბას. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეს არ არის, თუმ­ცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ემულ­გა­ტო­რებ­ზე, რომ ისი­ნი იწ­ვე­ვენ გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი სია, თუ რო­მე­ლი ემულ­გა­ტო­რი რო­მელ ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს. რო­მე­ლი ემულ­გა­ტო­რი არ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ მი­ვირ­თვათ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა დროს უნდა მი­ვი­ღოთ ზო­მე­ბი. თე­ო­რი­უ­ლად ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის არ არის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სურ­ვე­ლი. თუმ­ცა მე­დი­ცი­ნა სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ ფლობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ დავიკლოთ წონაში სწორად - ენდოკრინოლოგის რჩევები

როგორ დავიკლოთ წონაში სწორად - ენდოკრინოლოგის რჩევები

ჭარბი წონა თუ არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბი წონისგან და როგორ ვიკვებოთ სწორად? AMBEBI.GE-ს  კითხვებს ენდოკრინოლოგი პასუხობს.

ლიკა:

მალე 16 ის გავხდები. ვარ 1 მეტრი და 63სმ. 50 კილო.  მინდა ცოტა დავიკლო, 3 კილო მაინც, რა გავაკეთო?

- მოზარდობის პერიოდში 163 სმ და 50 კილოგრამი წონა ასახავს იმას, რომ მას აქვს სხეულის სწორი მაჩვენებელი. შესაბამისად შესაძლებელია მან ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს, იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზმს ესაჭიროება როგორც ცხიმი, ასევე ცილოვანი ქსოვილი. მან უნდა განსაზღვროს რამდენია მის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი, რითაც ინსაზღვრება გარკვეული დიაგნოსტიკების საშუალებით. არსებობს ასევე სპეციალური საზომები, უნდა მიმართოს ერთხელ მაინც სპეციალისტს, რომ განისაზღვროს რამდენია მასში ცხიმოვანი ქსოვილი, შეძლებს თუ არა ის ამ ცხიმოვანი მასის დაკლებას, ვინაიდან ცხიმოვანი ქსოვილის დაკლება არ არის მიზანშეწონილი და მოზარდობის პერიდში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. რაც საბოლოო ჯამში ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს და გამოიწვევს გარკვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს.

ლიკა:

ვარ 28 წლის. 170 და 70 კილო. მომატებული მაქვს 2 წლის განმავლობაში 6 კილო, რასაც ვერაფრით ვერ ვიკლებ. არ ვჭამ პურს უკვე 5 წელია, ძალიან იშვიათად ცომეულს და ტკბილეულს, არ მივირთმევ გვიან და ვვარჯიშობ კვირაში ოთხჯერ 40 წუთს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? შეიძლება რომ ჩემი ორგანიზმი უკვე მიეჩვია ამ რეჟიმს და უბრალოდ ვეღარ ვიკლებ?

- ეს შეიძლება იყოს ისევ ვარჯიშის ბრალი. აუცილებელია ტრენერმა განსაზღვროს თუ რა მიდამოებში სურს მას წონის კლება. რადგან ვარჯიშის დროს იზრდება კუნთოვანი მასა, ხდება ცილოვანი კომპონენტების  დიდი რაოდენობით ჩართვა და სასწორზე არ ხდება წონის კლება. თუმცა ვიზუალურად ორგანიზმი "იფერთხება"  და შესაძლებელია  მან ზომებში მოიკლოს. გარდა ამისა, სულაც არ არის აუცილებელი ამოღებული და შეზღუდული იყო კვების რაციონში პური და ტკბილეულობა. დოზირებით ყველაფრის მიღება შეგვიძლია. მთავარი არის გადანაწილებული იყოს დღის განმავლობაში რამდენჯერმე კვება. თავისი ადგილი ქონდეს ცომს, ტკბილეულს, ხილს და თუ ეს ჯერადობა არ არის დაცული, შესაბამისად ის წონაში ვერ დაიკლებს. ასევე უნდა მოვახდინოთ განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის სითხეს ვიღებთ დღის განმავლობაში, მითუმეტეს ვარჯიშის დროს, რადგან ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ სითხის ნაკლებობას განიცდის ორგანიზმის ამ შემთხვევაში ნივთიერებათ ცვლა არის შენელებული და შესაბამისად ცხიმის წვა ვერ ხდება.

ნანა, მარინე:

ვარჯიშის გარეშე როგორ შეიძლება 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა დაიკლოს წონაში?

მენოპაუზის პერიოდში მოვიმატე წონაში, ჭამის ბრალი ნამდვილად არაა. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- 40 წლის ზემოთ ყველა ქალბატონში ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ხდება ჰორმონთა ცვლილებები. გარკვეული ჰორმონების რაოდენობა იმატებს, გარკვეული იკლებს. ხდება არევა ენდოკრინოლოგიური სისტემის. დგება უკვე პრემენოპაუზა, შემდგომ ამას მოჰყვება  მენოპაუზა, რაც შემდგომში იძლევა ეფექტს, ჭარბი ცხიმის დაგროვების და შესაბამისად ნივთიერებათა ცვლა არის ბევრად შენელებული. აუცილებელია მივიღოთ ზომები: ჯერადი კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში აუცილებლად. უნდა შეიზღუდოს ნახრშიწყლები და ცხიმები, იმისათვის, რომ წონის კლება წამოვიდეს. უფრო დიდი რაოდენობით რაც ჩვენს კვების რაციონში უნდა შევიტანოთ, ეს არის ცილოვანი პროდუქტები. მაგ: რძის პროდუქტები; ხორცის პროდუქტები და გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე გვქონდა მანამდე. ანუ, ამ ასაკში გაიზარდოს

ფიზიკური აქტივობა. არ არის აუცილებელი ფიტნესი. სასურველია სიარული დღის განმავლობაში დაახლოებით 5-6 კილომეტრი, იმის მიხედვით თუ რა წონის ვართ, რა სიმაღლის და აქედან გამომდინარე რა შესაძლებლობები გვაქვს. ამ ასაკში გარდა ჭარბი წონის გაცენისა, თავს იჩენს ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები და ზოგიერთ ადამიანს უჭირს ფეხით სიარული, თუმცა ძვალსახსროვანი სისტემისთვისაც აუცილებელია მცირე ფიზიკური დატვირთვა, იმისათვის, რომ ხრტილოვანი მასა არ შემცირდეს და მუდმივად იყოს ტონუსში ორგანიზმი.

 

ანა:

არ მაწუხებს ჭარბი წონა, მაგრამ სამი შვილი გაჩენის შემდეგ დამრჩა თხელი ქონის ფენა მუცელზე და ვერაფრით ვიშორებ. როგორი კვებით ვებრძოლო ამ პრობლემას?

- მშობიარობის შემდგომ რჩება გარკვეული ცხიმოვანი ნადები მუცლის არეში, ამისათვის მხოლოდ სასურველია ფიზიკური  აქტივობის გაზრდა. პრესის გაკეთება, იმისთვის, რომ მოხდეს კუნთის გამკვრივება და კუმშვადობა იყოს უფრო მაღალი. ორსულობის პერიოდში, როდესაც ხდება კუნთოვანი ქსოვილის გაზრდა მუცლის არეში, ხდება მოდუნება ცილოვანი კომპონენტების ნაკლებობა. ამიტომ საჭიროა კვებაში ჩართოს ცილოვანი კომპონენტების ჩართვა. ორსულობის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ბავშვს დედის ორგანიზმიდან მიაქვს კალციუმი და ამ შემთხვევაში გარკვეული სიპტომატიკა ჩნდება. ეს არის: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის ცვლილება და აამიტომ აუცილებელია  ცილოვანი კომპონენტების ჩართვა.

 

თაკო:

მაინტერესებს, დიეტის სწორ წარმართვას უწყობს თუ არა ხელს ფსიქოლოგთან კონსულტაციები? ვგულისხმობ ისტერიულად წონის შემოწმებას, ნერვიულობას, რასაც თან ახლავს მადის მომატება და ჭარბი საკვების მიღება.

- სიმსუქნე ზოგადად არის ქრონიკული დაავადება და მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა. სიმსუქნეს არ მართავს მხოლოდ და მხოლოდ ენდოკრინოლოგი. ამისთვის აუცილებელია რიგ შემთხვევებში ჩაერთოს სხვა კონსულტანტები. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი,  ნევროპათოლოგი, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმსუქნის პერიოდში კარდიოლოგის ჩართვა, როგორც კონსულტანტის, რადგან სიმსუქნე არ არის მხოლოდ ერთი დაავადება. ასევე საჭიროა ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი, მსგავს შემთხვევბში ეფექტი იქნება უფრო კარგი და მისაღები.

 

გიგი:

ზაფხულის სეზონია და შესაბამისად რუჯის მიღებას ვაპირებ, ხომ არ არის ამ დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი დიეტის დაცვა?

- ზაფხულის სეზონზე, იმისთვის, რომ ვიზუალური ეფექტი გვქონდეს, აქტუალური ხდება ეს თემა. აქვე ავღნიშნავ, რომ დიეტა არის სწორი, დაბალანსებული ჯანსაღი კვება, ამიტომ ის საფრთხეს არ უქმნის ორგანიზმს. თუ ძალიან სწრაფად გვინდა დაკლება, ჩვენ მივმართავთ გარკვეულ პროგრამებს, რომელიც სოციალურ ქსელში მრავლად მოიპოვება და ეს ისახავს მიზნად ერთი სახის პროდუქტის მიღებას რამდენიმე დღის განმავლობაში,  ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს ორგანიზმისტვის, ვინაიდან აიცილებელია ორგანიზმმა მიიღოს მითვის აუცილებელი ექვსი კომპონენტი. ეს გახლავთ: ნარშიწყლები, ცილები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალები და ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მძაფრად ჩნდება მოთხოვნილება წყალზე, ვინაიდან ოფლის გამოყოფა დიდი რაოდენობით ხდება და შესაბამისად წყლის ნაკლოვანება ხდება ორგანიზმში, რაც ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის სწორ წარმართვას. 

რაც შეეხება რუჯის მიღებას, რუჯი ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცავთ რუჯის მიღების წესებს და ეს წესები არის შემდეგნაირი. აუცილებლად სანაპიროზე უნდა გავიდეთ დილით ადრე და მაქსიმუმ 11 საათამდე დავყოვნდეთ და შემდეგ უკვე  საღამოს, 17 საათის შემდეგ. 11-დან 17 საათამდე  არის მზის სხივების აქტოვობის პიკი და არ შეიძლება რუჯის მიღება, რადგან ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივები მოქმედებს როგორც კანის სტრუქტურაზე ასევე ზოგადად ორგანიზმმზე  და მაშინ როდესაც არის გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები და პათოლოგიური დაავადებები ორგანიზმში, კიდევ უფრო აქტივაციას ახდენს და შესძლებელია ზაფხულის პერიოდში მოვახდინოთ  დაავადებულ ორგანოთა სისტენის გამწვავება, რაც სავალალო შედეგემდე მიგვიყვანს.

 

თამილა:

მაქვს, ვენების პრობლემები და ამასთანავე კიფო-სქოიოზი, თუ არის რაიმე სახის დიეტა ჩემთვის საზიანო?

- როდესაც არის ვენური უკმარისობა და ამასთან კიფო-სკოლიოზი, აქ უნდა ჩაერთოს ანგიოლოგი და ვერტებროლოგი. ამ დროს აუცილებელი არის გარკვეული ტიპის მასაჟები, იმისთვის, რომ კიფო-სკოლიოზის პრობლემა მოგვარდეს. რაც შეეხება ვენურ ულმარისობას ამ დროს რა თქმა უნდა  ამოვიღოთ კვებიდან მარილი, იმისათვის რომ სითხის რაოდენობა არ შეკავდეს ორგანიზმში და არ გამწვავდეს ვენური უკმარისობა. რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც უნდა იყოს ამოღებული, ეს არის კონსერვანტებით გამდიდრებული პროდუქტები, ანუ ძეხვეული, სოსისი, მაიონეზის მსგავსი პროდუქტები- ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ  კონსერვანტებს, რადგან მოხდეს მათი ვადის გახანგრძლივება. ასეთი პროდუქტები ხელ უწყობენ ვენური უკმარისობის გამწვავებას და შესაბამისად შეშუპების განვითარებას ქვემო კიდურებზე.  მარილი უნდა იყოს მინიმუმადე დაყვანილი და ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს წყლის რაოდენობა გაზრდილი.  ლოგიკურია, რომ მარილის შემცირებასთან ერთად ორგანიზმს წყლის მოთხოვნა უმცირდება, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წამალი. წყლის რაოდენობა უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ ლიტრანახევრამდე, იმისათვის, რომ ორგანიზმი გაიწმინდოს ტოქსინებისგან და შლაკებისგან. შესაბამისად შეშუპება არ მოხდეს ქსოვილებში.

ნინი:

როგორ უნდა მოვაწყო განტვირთვა ორგანიზმისთვის და რა ინტენსივობით, ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არ იყოს?

- განტვირთვა უნდა მოვაწყოთ ათ დღეში ერთხელ, (გააჩნია რა კვების სტილი გვაქვს ათი დღის განმავლობაში). თუ არის დატვირთული ის ცხიმებით, ნარშიწყლებით და შემწვარი პროდუქტებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის  კვირის განმავლობასი ერთხელ მაინც იყოს.  განტვირთვა არ გულისხმობს სრულ შიმშილს და მხოლოდ წყალზე ყოფნას. განტვირთვის დღედ უნდა ავირჩიოთ გარკვეული, დაბალკალორიული პროდუქტები, რომლებიც პარალელურად ორგანიზმს დაეხმარება გაწმენდაში, ტოქსინების დაშლასა  და შლაკების გამოდევნაში და თან შეივსება ვიტამინებით და მინერალებით. ეს შეიძლება იყოს ხილით განტვირთვის დღეები, შესაძლებელია მოვაწყოთ ცილოვანი განტვირთვის დღეები, ანუ ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები, ასევე შესაძლებელია დღის განმავლობაში მივირთვათ ბოსტნეული. ეს ითვლება წონის და საიმარლის მიხედვით. არის ინდივიდუალური და ყველასთვის ერთი ტიპის განტვირთვა არ შეიძლება. ასევე გასათვალისწინებელია გარკვეული გენეტიკური ფაქტორები, რა ჩივილებს აღნიშნავს პაციენტი და როგორია მისი ცხოვრების წესი. ვინაიდან როგორც უკვე ავღნიშნე, თუ არის პაციენტი ჯანსაღ კვებაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ათ დღეში ერთი დღე დავუთმოთ განტვირთვას, მაგრამ თუ ჩვენი კვების წესი ყოველდღიურად არის ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები და სხვადსხვა კონსერვანტებით და ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში ერთხელ მოვიწყოთ განტვირთვა.

 

მარი:

რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ორგანიზმისთვის და რა სახის სითხე მივიღოთ, არის თუ არა ჯანმრთელობისთვის მავნე ყავის დღეში 4-ჯერ დალევა?

- დღის განმავლობასი აუცილებელია სითხით შევავსოთ ორგანიზმი.  ის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.  მინიმუმ ლიტრანახევარი უნდა იყოს მიღებული დღის განმავლობაშ. იმის მიხედვით, თუ რა წონის და სიმაღლის ვართ, მაქსიმ ორი-სამი ლიტრი შეიძლება მივიღოთ. არსებობს გარკვეული დაავადებები, მაგალითად შარდ-სასქესო ორგანოების სისტემის დაავადებები, როდესაც შეზღუდული უნდა იყოს სითხის რაოდენობა და დღის განმავლობაში არის მხოლოდ ერთი ლიტრი რეკომენდებული.  ასევე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც სითხის მიღების შეზღუდვა აუცილებელია.  ესეც არის ინდივიდუალური.

ლელა:

რამდენად სასარგებლოა ე.წ "ნატურლური წვენები" დიეტის დროს? (ვგულისხმობ მაღაზიებში ნაყიდს, სახლში მათი დამზადების დრო არ მაქვს)

- ნატურალური წვენები, რომელიც დრესდღეობით ჩვენს ბაზარზე არის გავცელებული და სასურსათო ინდუსტრიის მაღალ პროცენტს მოიცავს, გაჯერებული არის სხვადსხვა ტიპის ემულგატორებით და კონსრევანტებით, ამაში შეგვიძლია მარტივად დავრწმუნდეთ, მაშინ როდესაც ჩვენ სახლში დავამზადებთ კომპოტს, შეგვიძლია დავდგათ ზაფხულის პერიოდში მაგიდაზე, იქვე შეგვიძლია მივუდგათ მაღაზიასი ნაყიდი წვენი და ჩვენ ვნახავთ რომ დღის ბოლოს ჩვენი გამოწურული წვენი, ან კომპოტი დაიწყებს დუღილს, ხოლო მაღაზიაში ნაყიდი წვენი ამ პროცესს არ განიცდის. რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ნატურალური. რადგან მასში არ მიმდინარეობს დუღილის პროცესი, რაც აუცილებელია ნატურალური წვენის დროს. აქედან გამომდინარე ის კონსერვანტები და ემულგატორები პირიქით, უფრო მეტად არის ზიანის მომტანი  ორგანიზმისთვის, ვიდრე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

სალომე:

რომელი პროდუქტები გვეხმარება ცხიმების დაწვაში?

- კონკრეტულად არ არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება ცხიმის დაწვაში, თუმცა არის კვლევები ჩატარებული, არსებობს ნივთირება, რომელიც ანანასში შედის დიდი რაოდენობით და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას. რის შედეგადაც ხდება ცხიმების დაწვა ორგანიზმში. აგრეთვე ტარტრონის მჟავა, რომელიც არის კომბოსტოში შემავალი, რომელიც აგრეთვე ხელს უწყობს ნივთიერებათ ცვლის დაჩქარებას და ამის ხარჯზე ხდება ცხიმების დაწვა. სხვა მხრივ ვერცერთი პროდუქტი ცხიმებს ვერ წვავს. თუ გვსურს ცხიმების დაწვა ორგანიზმში, ამისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. რათა ენერგიის წყაროდ გამოიყენოს ორგანიზმმა ჩვენი ცხიმი და მოახდინოს მისი დაშლა. ასევე უნდა მივმართოთ დაბალკალორიულ კვებას, ცხიმების რაოდენობა უნდა შევზღუდოთ, ასევე ნახშირწყლების რაოდენობა და ჩავრთოთ კვებასი უფრო მეტად ცილოვანი კომპონენტები.

 

ნანა:

მიუხედავად იმისა, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი, რამდენად უკურეაქციას იწვევს ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა?

- ნახშირწყლებზე ძალიანაც რომ მოვინდომოთ, უარს ვერანაირად ვერ ვიტყვით, რადგან ნახშირწყლები შედის აბსოლიტურად ყველა პროდუქტში, მათ შორის ხორცში, რძის ნაწარმში, ბოსტნეულში და ხილში. თუ საუბარია ისეთ ნახშირწყლებზე, რომელიც არის მარტივი ნახშირწყლები,ანუ, შაქარი, ტკბილეული და ცომეული ასეთ შემთხვევაში ეს ზიანს არ მოუტანს ორგანიზმს, რადგან იმ რაოდენობა ნახშირწყლებს რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, ჩვენ ვღებულობთ რძის პროდუქტებიდან, ხორციდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან.

 

თიკო:

რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს 5-6 წლის ბავშვებისთვის გენმოდიფიცირებული საკვების მიღებამ?

- გენმოდიფიცირებული კვება ეს არის 21-ე საუკუნის პრობლემა, რადგან დღესდღეობით ფართოდ არის ჩვენს სასურსათო ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვები, თუმცა ვინაიდან 70-იან წლებში მოხდა მისი ბაზარზე გამოსვლა, ზუსტი კვლევები ამაზე ჩატარებული არ არის, თუ რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის. თუმცა თეორიულად, თეორიტიკოსები საუბრობენ ამ პრობლემაზე, რომ  შესაძლებელი არის ის გენომი, რაც შედის მოხდეს მისი ჩართვა ამ გენმოდიფიცირებულ საკვებში. დღეს თეორიტიკოსები ამ ყველაფერს უკავშირებენ  გარკვეული დაავადებების გაახალგაზრდავებას. აგრეთვე ბავშვთა ასაკში წამოსულ სიმსუქნის ეპიდემიას და შაქრიანი დიაბეტის გავრცელებას. თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული ეს არ არის, თუმცა დადასტურებულია ემულგატორებზე, რომ ისინი იწვევენ გარკვეული პათოლოგიების განვითარებას და არსებობს კონკრეტული სია, თუ რომელი ემულგატორი რომელ ორგანოთა სისტემაზე მოქმედებს.  რომელი ემულგატორი არ შეიძლება საერთოდ მივირთვათ დღის განმავლობაში რა დროს უნდა მივიღოთ ზომები. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ არის ორგანიზმისთვის სასურველი. თუმცა მედიცინა სრულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ ფლობს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას