მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს
სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს

სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი შე­საძ­ლოა კვლავ ამოქ­მედ­დეს. კა­ნონპ­რო­ექტს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ამ­ზა­დებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა დღის წეს­რიგ­ში სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის და იმ პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დად­გა, რაც სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბამ და ძა­ლა­ში მხო­ლოდ შთან­თქმის პრინ­ცი­პის და­ტო­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია. მა­თი­ვე თქმით, პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ მოხ­დე­ბა და მო­სა­მარ­თლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვად აირ­ჩი­ონ, რა ნორ­მას მი­მარ­თონ.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­დან­ვე იყო უპი­რო­ბო შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის არ­სე­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, რაც შე­იც­ვა­ლა და დღეს აღარ მოქ­მე­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ არ უნდა იყოს მხო­ლოდ შთან­თქმის პრინ­ცი­პი და რა­ტომ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი რო­გორც შთან­თქმის, ასე­ვე ნა­წი­ლობ­რი­ვი, ან სრუ­ლად შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი რომ არ­სე­ბობ­დეს - პირ­ვე­ლი ეს არის პრაქ­ტი­კა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ უპი­რო­ბო შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპს არ ვუბ­რუნ­დე­ბით. უბ­რა­ლოდ, მო­სა­მარ­თლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ორი­ვე გა­მო­ი­ყე­ნოს. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - კა­ნო­ნის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პია, რომ მოხ­დეს სას­ჯე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცია", - გან­მარ­ტა­ვენ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი პარ­ლა­მენ­ტმა გა­სულ წელს გა­ა­უქ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს. კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტის მომზადება დღის წესრიგში სასამართლო პრაქტიკის და იმ პრობლემების გათვალისწინებით დადგა, რაც სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებამ და ძალაში მხოლოდ შთანთქმის პრინციპის დატოვებამ გამოიწვია. მათივე თქმით, პროექტის გათვალისწინებით, შეკრებითობის პრინციპის გამოყენება ავტომატურად არ მოხდება და მოსამართლეებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, რა ნორმას მიმართონ.

"იუსტიციის სამინისტრო თავიდანვე იყო უპირობო შეკრებითობის პრინციპის არსებობის წინააღმდეგი, რაც შეიცვალა და დღეს აღარ მოქმედებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უნდა იყოს მხოლოდ შთანთქმის პრინციპი და რატომ არის მიზანშეწონილი როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივი, ან სრულად შეკრებითობის პრინციპი რომ არსებობდეს - პირველი ეს არის პრაქტიკაში ნაჩვენები პრობლემები. ჩვენ უპირობო შეკრებითობის პრინციპს არ ვუბრუნდებით. უბრალოდ, მოსამართლეს საშუალება ექნება ორივე გამოიყენოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კანონის ფუძემდებლური პრინციპია, რომ მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია", - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი პარლამენტმა გასულ წელს გააუქმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ