მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა
ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა

მომ­ღე­რალ­მა ნა­თია დუმ­ბა­ძემ "ჯი­დი­ეს"-ის მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში "ერთი ერ­თში" ახალ­თა­ხა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­გო. ქა­ლაქ­ში ამ­ბობ­დნენ, ნა­თია იმ­დე­ნად შეძ­ლე­ბუ­ლია, რომ ახა­ლი მან­ქა­ნის წა­მო­საყ­ვა­ნად უფრო მა­გა­რი მან­ქა­ნით მი­ვი­დაო. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი თა­ვის ძველ მან­ქა­ნას­თან გა­და­ვი­ღეთ.

- მან­ქა­ნის მარ­თვა მა­მა­ჩემ­მა მას­წავ­ლა, 17 წლის ვი­ყა­ვი. რომ გავ­თხოვ­დი, მე­უღ­ლემ ცოდ­ნა გა­მიმ­ყა­რა. ამ მხრივ ნი­ჭი­ე­რი აღ­მოვ­ჩნდი. ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი მძღო­ლი ვარ. დიდ­ხანს მქონ­და მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის პრობ­ლე­მა. პირ­ველ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც მა­ჩუ­ქეს, ორი წელი მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე ვმარ­თავ­დი. მერე, რო­გორც იქნა, მო­ვი­ცა­ლე და ვი­მე­ცა­დი­ნე. პირ­ველ გა­მოც­და­ზე ჩა­ვი­ჭე­რი. შემ­დეგ წელს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ვე­დი გა­მოც­და­ზე. და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა ამო­ვი­ღე და ვუ­თხა­რი, ახლა არ გა­მა­გი­ჟოთ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ჩამ­ჭრათ-მეთ­ქი. ბედ­ნი­ე­რი გა­მო­მიშ­ვეს, ოღონდ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად, კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

- ქალ მძღო­ლებს ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, თა­ვად თუ გა­წუ­ხებს სუს­ტი სქე­სი მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბის დროს?

- მა­წუ­ხებს, მაგ­რამ ვერ ვი­ტან, როცა ასეთ ნაკ­ლე­ბად მო­ხერ­ხე­ბულ მძღო­ლებს ქუ­ჩა­ში ლან­ძღა­ვენ, საყ­ვი­რით ტვინს უჭა­მენ. შუქ­ნი­შან­ზე უკ­ნი­დან რომ ატე­ხენ ხოლ­მე სიგ­ნა­ლებს, ეს მა­გი­ჟებს. არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია მსგავ­სი რამ, რაც უნდა ცუდი მძღო­ლი შემ­ხვდეს წინ.

- ამ­ბო­ბენ, სა­ჭეს­თან ჯდო­მა ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას თა­ვის­თა­ვად წარ­მო­შობ­სო, მარ­თა­ლია?

- არა, მე არ ვარ უზ­რდე­ლი. სა­ერ­თოდ, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ სა­ჭეს­თან, რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის მშვი­დი ვარ. ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრაზ­დე­ბი­ან ცუდი მძღო­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ჩემი მე­უღ­ლე სა­შინ­ლად იქ­ცე­ვა სა­ჭეს­თან, შე­უძ­ლია, ისე­თი სი­ტყვე­ბით გა­ლან­ძღოს წინ მი­მა­ვა­ლი მძღო­ლი... მე არ შე­მიძ­ლია, არც ვბრაზ­დე­ბი, თუნ­დაც მეჩ­ქა­რე­ბო­დეს.

- პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქე­სო, ვინ და­გა­სა­ჩუქ­რა?

- მე­უღ­ლემ. ეს იყო "ფოლკს­ვა­გე­ნი".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა

ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა

მომღერალმა ნათია დუმბაძემ ''ჯიდიეს''-ის მუსიკალურ პროექტში ''ერთი ერთში'' ახალთახალი ავტომობილი მოიგო. ქალაქში ამბობდნენ, ნათია იმდენად შეძლებულია, რომ ახალი მანქანის წამოსაყვანად უფრო მაგარი მანქანით მივიდაო. ჩვენი რესპონდენტი თავის ძველ მანქანასთან გადავიღეთ.

- მანქანის მართვა მამაჩემმა მასწავლა, 17 წლის ვიყავი. რომ გავთხოვდი, მეუღლემ ცოდნა გამიმყარა. ამ მხრივ ნიჭიერი აღმოვჩნდი. ამბობენ, რომ კარგი მძღოლი ვარ. დიდხანს მქონდა მართვის მოწმობის აღების პრობლემა. პირველ მანქანას, რომელიც მაჩუქეს, ორი წელი მართვის მოწმობის გარეშე ვმართავდი. მერე, როგორც იქნა, მოვიცალე და ვიმეცადინე. პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი. შემდეგ წელს ჩემს დაბადების დღეზე მივედი გამოცდაზე. დაბადების მოწმობა ამოვიღე და ვუთხარი, ახლა არ გამაგიჟოთ, დაბადების დღეზე არ ჩამჭრათ-მეთქი. ბედნიერი გამომიშვეს, ოღონდ დამსახურებულად, კარგად ვიყავი მომზადებული.

- ქალ მძღოლებს ხშირად აკრიტიკებენ, თავად თუ გაწუხებს სუსტი სქესი მანქანით მოძრაობის დროს?

- მაწუხებს, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ასეთ ნაკლებად მოხერხებულ მძღოლებს ქუჩაში ლანძღავენ, საყვირით ტვინს უჭამენ. შუქნიშანზე უკნიდან რომ ატეხენ ხოლმე სიგნალებს, ეს მაგიჟებს. არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ, რაც უნდა ცუდი მძღოლი შემხვდეს წინ.

- ამბობენ, საჭესთან ჯდომა ბილწსიტყვაობას თავისთავად წარმოშობსო, მართალია?

- არა, მე არ ვარ უზრდელი. საერთოდ, ემოციური ადამიანი გახლავართ, მაგრამ საჭესთან, რატომღაც, ყოველთვის მშვიდი ვარ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბრაზდებიან ცუდი მძღოლების ქმედებებზე, მაგალითად, ჩემი მეუღლე საშინლად იქცევა საჭესთან, შეუძლია, ისეთი სიტყვებით გალანძღოს წინ მიმავალი მძღოლი... მე არ შემიძლია, არც ვბრაზდები, თუნდაც მეჩქარებოდეს.

- პირველი მანქანა მაჩუქესო, ვინ დაგასაჩუქრა?

- მეუღლემ. ეს იყო ''ფოლკსვაგენი''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება