მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშინელი შურისძიება: თანასოფლელებს შორის დავა სახლის დაწვის მცდელობით დასრულდა
საშინელი შურისძიება: თანასოფლელებს შორის დავა სახლის დაწვის მცდელობით დასრულდა

შიდა ქარ­თლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თე­ლი­ან­ში 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზუ­რაბ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. გო­რის სა­სა­მარ­თლომ 1 ივ­ლისს მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო 4 000 ლარი შე­უ­ფარ­და. ზუ­რაბ დე­მეტ­რაშ­ვილს ბრა­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლის, ანა ბე­რი­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის დაწ­ვა­ში ედე­ბა. ანა ბე­რი­აშ­ვილ­მა 715 ლა­რის ზი­ა­ნი მი­ი­ღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა თვლის, რომ ზუ­რაბ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას არ მი­ე­მა­ლე­ბა და წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს. სწო­რედ, ეს გახ­და გი­რა­ოს მო­თხოვ­ნის ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტი.

დე­მეტ­რაშ­ვი­ლებ­სა და ბე­რი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხებს შო­რის დავა დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხებს შო­რის დავა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ზუ­რაბ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა ანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ წა­იყ­ვა­ნა.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საშინელი შურისძიება: თანასოფლელებს შორის დავა სახლის დაწვის მცდელობით დასრულდა

საშინელი შურისძიება: თანასოფლელებს შორის დავა სახლის დაწვის მცდელობით დასრულდა

შიდა ქართლის პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ თელიანში 1960 წელს დაბადებული ზურაბ დემეტრაშვილი დააკავა. გორის სასამართლომ 1 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 4 000 ლარი შეუფარდა. ზურაბ დემეტრაშვილს ბრალი თანასოფლელის, ანა ბერიაშვილის საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დაწვაში ედება. ანა ბერიაშვილმა 715 ლარის ზიანი მიიღო.

პროკურატურა თვლის, რომ ზურაბ დემეტრაშვილი გამოძიებას არ მიემალება და წინასწარი გამოძიების პირობებში სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს. სწორედ, ეს გახდა გირაოს მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი.

დემეტრაშვილებსა და ბერიაშვილების ოჯახებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, ოჯახებს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბ დემეტრაშვილმა ანა ბერიაშვილის მეუღლე თბილისში სამუშაოდ წაიყვანა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ