მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამხიარულებს ჯანეტი დაბოღმილ გოგონებს და რა რეაქცია ჰქონდა ლამაზმანს როცა გაიგო, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის მოიხსენიეს
როგორ ამხიარულებს ჯანეტი დაბოღმილ გოგონებს და რა რეაქცია ჰქონდა ლამაზმანს როცა გაიგო, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის მოიხსენიეს

ყო­ფი­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლოს" - ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ახ­ლა­ხან მსოფ­ლიო ლა­მაზ­მა­ნე­ბის სი­ა­ში ჩა­წე­რეს. მას ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით და კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბა მი­ვუ­ლო­ცეთ...

- ვებ­სა­იტ­მა - The Most Beautiful Women მსოფ­ლი­ოს ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მათ შო­რის შენც და­გა­სა­ხე­ლეს. როცა ამ სი­ა­ში შენი სა­ხე­ლი ამო­ი­კი­თხე, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა და­გე­უფ­ლა?

- ეს ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იყო. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა შე­მამ­ჩნი­ეს და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ლა­მაზ ქა­ლად და­მა­სა­ხე­ლეს. თურ­მე, პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მან­დი­ლოს­ნებ­საც ჰქო­ნი­ათ შან­სი, რომ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდნენ. ეს მხო­ლოდ ჩემი კი არა, მთე­ლი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბაა.

- ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნა ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი?

- ეს ახ­ლა­ხან, ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლის - Ambebi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მსოფ­ლიო ლა­მაზ­მა­ნე­ბის სი­ა­ში ჩემი სა­ხე­ლიც ჩა­წე­რეს.

- თა­ვად რო­გორ აფა­სებ სა­კუ­თარ თავს?

- სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მომ­წონს, ეს არის თავ­მდაბ­ლო­ბა, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და უფ­რო­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. არა­სო­დეს არა­ფე­რი ამი­ვარ­დე­ბა თავ­ში, არა­სო­დეს არა­ვის ზე­მო­დან არ ვუ­ყუ­რებ. არ მიყ­ვარს სხვებ­ზე ჭო­რა­ო­ბა. შე­მიძ­ლია, ყვე­ლას გა­ვუ­გო. ვინ­მეს­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და­ზე არას­დროს ვფიქ­რობ ანუ ვინ­მე თუ მა­წყე­ნი­ნებს, პა­სუხს არ მოვ­თხოვ... ახლა გე­ტყვით იმას, რაც არ მომ­წონს: დი­ლით ადრე ად­გო­მა მი­ჭირს, რის გა­მოც რა­ღა­ცებ­ში ხელი მეშ­ლე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, ქა­ლის­თვის სი­ლა­მა­ზე სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია?

- სი­ლა­მა­ზე არა მხო­ლოდ ქა­ლის­თვი­საა სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მი­ის­წრაფ­ვის იმის­კენ, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და მის ირ­გვლივ სი­ლა­მა­ზე სუ­ფევ­დეს. ვიდ­რე პირს გა­ა­ღებ, ჯერ შენს გა­რეგ­ნო­ბას აფა­სე­ბენ, თუმ­ცა, მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზეც არა­ვის სჭირ­დე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა იყო ლა­მა­ზი, მაგ­რამ არ გქონ­დეს გე­მოვ­ნე­ბა და ამის გამო ჩრდილ­ში აღ­მოჩ­ნდე?

- მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვად უნდა მუ­შა­ობ­დეს და ზრუ­ნავ­დეს არა მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბა­ზე, არა­მედ ინ­ტე­ლექ­ტზეც. თუ ყო­ველ­დღი­უ­რად არ ვი­თარ­დე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უინ­ტე­რე­სო, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი გახ­დე­ბი. გე­მოვ­ნე­ბას ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, გა­აჩ­ნია იმა­საც, ვინ გა­ფა­სებს. თუ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი შემ­ფა­სე­ბე­ლი გყავს, მისი აზრი, კრი­ტი­კა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო.

- სა­კუ­თარ თავს გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვცდი­ლობ, გე­მოვ­ნე­ბით ჩა­ვიც­ვა და სწო­რად შე­ვარ­ჩიო, რა მიხ­დე­ბა და რა - არა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის მი­იჩ­ნევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად?

- ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი გვყავს. მი­ჭირს კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა.

- ის მა­ინც მი­თხა­რი, მსოფ­ლი­ოს ლა­მაზ­მა­ნე­ბი­დან ვის გა­მო­არ­ჩევ­დი?

- ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი და მო­დე­ლი მომ­წონს, მაგ­რამ ქა­ლის სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად ვე­რა­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა ქალი ვი­ღა­ცის­თვის სა­სურ­ვე­ლი და იდე­ა­ლუ­რია.

- როცა ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვლე­ლი ხარ, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა უფრო ად­ვი­ლია?

- რა თქმა უნდა, ქალს სი­ლა­მა­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­შიც ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი მიღ­წე­უ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ადა­მი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოც უნდა იყოს.

- სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის გამო უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ ჩა­ვარ­დნილ­ხარ?

- უხერ­ხუ­ლად თავს მა­შინ ვგრძნობ, როცა მა­ქე­ბენ. ასეთ დროს არ ვიცი, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე.

- მოგ­წონს, როცა კომ­პლი­მენ­ტებს გე­უბ­ნე­ბი­ან?

- რა თქმა უნდა, მომ­წონს. არ მე­გუ­ლე­ბა ამ­ქვეყ­ნად ქალი, რო­მელ­საც ქა­თი­ნა­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ანი­ჭებს.

- შენი აზ­რით, მა­მა­კა­ცი ლა­მა­ზი უნდა იყოს?

- ისე­ვე, რო­გორც ქა­ლის, მა­მა­კა­ცის შე­ფა­სე­ბის დრო­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მის გა­რეგ­ნო­ბას, მაგ­რამ ცხა­დია, ამა­ზე მთა­ვა­რი მისი კა­ცო­ბა და ღირ­სე­ბაა. კაცი სიმ­პა­თი­უ­რი უნდა იყოს (იღი­მის). ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ჩემ გვერ­დით თავს კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა გრძნობ­დეს, ცო­ლის გა­რეგ­ნო­ბა არ უნდა აკომ­პლექ­სებ­დეს.

- ოდეს­მე თუ გიგ­რძნია, რომ ვი­ღაც შენი სი­ლა­მა­ზის გამო და­ბოღ­მი­ლა?

- სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა. როცა გო­გო­ნე­ბი იბოღ­მე­ბი­ან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ­ზე მეტ ყუ­რა­დღე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ, ასეთ დროს ვცდი­ლობ, და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­ვმუხ­ტო: ვი­წყებ ხუმ­რო­ბას და იმა­ზე ფიქ­რს, თუ რო­გორ გა­და­ვა­ტა­ნი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყუ­რა­დღე­ბა სხვა გო­გო­ზე.

- ეს გა­მოგ­დის?

- სხვა­თა შო­რის, ყო­ველ ასეთ მცდე­ლო­ბას კარ­გი შე­დე­გი მო­აქვს. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა კარგ ხა­სი­ათ­ზე დგე­ბა და გი­ღი­მი­ან.

- სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლა­ზე არას­დროს გი­ფიქ­რია?

- ხან­და­ხან რა­ღა­ცით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. ასეთ დროს დედა მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე: - შვი­ლო, ღმერ­თს ნუ სცო­დავ! რო­გორ ამ­ბობ, რომ რა­ღაც არ მოგ­წონს სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­შიო?..

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე ჩა­ვალ, მაგ­რამ - ცოტა ხნით, მერე აუ­ცი­ლებ­ლად მო­მიწ­ვეს სა­ზღვრის გა­და­ლახ­ვა. და­ბო­ლოს, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ იმის­თვის, რომ ყო­ველ­თვის გახ­სო­ვართ.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ ამხიარულებს ჯანეტი დაბოღმილ გოგონებს და რა რეაქცია ჰქონდა ლამაზმანს როცა გაიგო, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის მოიხსენიეს

როგორ ამხიარულებს ჯანეტი დაბოღმილ გოგონებს და რა რეაქცია ჰქონდა ლამაზმანს როცა გაიგო, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის მოიხსენიეს

ყოფილი "მის საქართველოს" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სახელი ახლახან მსოფლიო ლამაზმანების სიაში ჩაწერეს. მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით და კიდევ ერთი წარმატება მივულოცეთ...

- ვებსაიტმა - The Most Beautiful Women მსოფლიოს ლამაზი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, მათ შორის შენც დაგასახელეს. როცა ამ სიაში შენი სახელი ამოიკითხე, როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

- ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო. გახარებული ვარ, რომ ქართველი გოგონა შემამჩნიეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ქალად დამასახელეს. თურმე, პატარა საქართველოს მანდილოსნებსაც ჰქონიათ შანსი, რომ მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდნენ. ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქვეყნის წარმატებაა.

- ვინ შეგატყობინა ეს სასიხარულო ამბავი?

- ეს ახლახან, ინტერნეტპორტალის - Ambebi.ge-ს საშუალებით გავიგე. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ლამაზმანების სიაში ჩემი სახელიც ჩაწერეს.

- თავად როგორ აფასებ საკუთარ თავს?

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად რაც მომწონს, ეს არის თავმდაბლობა, გულისხმიერება და უფროსების პატივისცემა. არასოდეს არაფერი ამივარდება თავში, არასოდეს არავის ზემოდან არ ვუყურებ. არ მიყვარს სხვებზე ჭორაობა. შემიძლია, ყველას გავუგო. ვინმესთვის სამაგიეროს გადახდაზე არასდროს ვფიქრობ ანუ ვინმე თუ მაწყენინებს, პასუხს არ მოვთხოვ... ახლა გეტყვით იმას, რაც არ მომწონს: დილით ადრე ადგომა მიჭირს, რის გამოც რაღაცებში ხელი მეშლება.

- როგორ ფიქრობ, ქალისთვის სილამაზე სავიზიტო ბარათია?

- სილამაზე არა მხოლოდ ქალისთვისაა სავიზიტო ბარათი. ყველა ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ, რომ კარგად გამოიყურებოდეს და მის ირგვლივ სილამაზე სუფევდეს. ვიდრე პირს გააღებ, ჯერ შენს გარეგნობას აფასებენ, თუმცა, მხოლოდ სილამაზეც არავის სჭირდება.

- შეიძლება იყო ლამაზი, მაგრამ არ გქონდეს გემოვნება და ამის გამო ჩრდილში აღმოჩნდე?

- მიმაჩნია, რომ ადამიანი საკუთარ თავზე მუდმივად უნდა მუშაობდეს და ზრუნავდეს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ ინტელექტზეც. თუ ყოველდღიურად არ ვითარდები, საზოგადოებისთვის უინტერესო, შეუმჩნეველი გახდები. გემოვნებას ჩამოყალიბება და განვითარება სჭირდება. თუმცა, გააჩნია იმასაც, ვინ გაფასებს. თუ გემოვნებიანი შემფასებელი გყავს, მისი აზრი, კრიტიკა უნდა გაითვალისწინო.

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, გემოვნებით ჩავიცვა და სწორად შევარჩიო, რა მიხდება და რა - არა.

- საინტერესოა, ვის მიიჩნევ საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად?

- ქართველებს ბევრი ლამაზი და ნიჭიერი ქალბატონი გვყავს. მიჭირს კონკრეტული პიროვნების დასახელება.

- ის მაინც მითხარი, მსოფლიოს ლამაზმანებიდან ვის გამოარჩევდი?

- ბევრი მსახიობი, მომღერალი და მოდელი მომწონს, მაგრამ ქალის სილამაზის ეტალონად ვერავის დავასახელებ. ჩემი აზრით, ყველა ქალი ვიღაცისთვის სასურველი და იდეალურია.

- როცა ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, წარმატების მიღწევა უფრო ადვილია?

- რა თქმა უნდა, ქალს სილამაზე წარმატების მიღწევაშიც ეხმარება, მაგრამ მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალება არ არის საკმარისი მიღწეულის შესანარჩუნებლად. ადამიანი საინტერესოც უნდა იყოს.

- საკუთარი სილამაზის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხარ?

- უხერხულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა მაქებენ. ასეთ დროს არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

- მოგწონს, როცა კომპლიმენტებს გეუბნებიან?

- რა თქმა უნდა, მომწონს. არ მეგულება ამქვეყნად ქალი, რომელსაც ქათინაური სიამოვნებას არ ანიჭებს.

- შენი აზრით, მამაკაცი ლამაზი უნდა იყოს?

- ისევე, როგორც ქალის, მამაკაცის შეფასების დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის გარეგნობას, მაგრამ ცხადია, ამაზე მთავარი მისი კაცობა და ღირსებაა. კაცი სიმპათიური უნდა იყოს (იღიმის). ჩემი მომავალი მეორე ნახევარი ჩემ გვერდით თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, ცოლის გარეგნობა არ უნდა აკომპლექსებდეს.

- ოდესმე თუ გიგრძნია, რომ ვიღაც შენი სილამაზის გამო დაბოღმილა?

- სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. როცა გოგონები იბოღმებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე მეტ ყურადღებას ვიმსახურებ, ასეთ დროს ვცდილობ, დაძაბულობა განვმუხტო: ვიწყებ ხუმრობას და იმაზე ფიქრს, თუ როგორ გადავატანინო საზოგადოებას ყურადღება სხვა გოგოზე.

- ეს გამოგდის?

- სხვათა შორის, ყოველ ასეთ მცდელობას კარგი შედეგი მოაქვს. საბოლოოდ, ყველა კარგ ხასიათზე დგება და გიღიმიან.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე არასდროს გიფიქრია?

- ხანდახან რაღაცით უკმაყოფილო ვარ. ასეთ დროს დედა მეუბნება ხოლმე: - შვილო, ღმერთს ნუ სცოდავ! როგორ ამბობ, რომ რაღაც არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაშიო?..

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- საქართველოში მალე ჩავალ, მაგრამ - ცოტა ხნით, მერე აუცილებლად მომიწვეს საზღვრის გადალახვა. დაბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყოველთვის გახსოვართ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება