სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯიხვებზე უკანონოდ მონადირე - ცოლ-შვილი მშიერი მყავს და ვეღარ დავზოგე
ჯიხვებზე უკანონოდ მონადირე -  ცოლ-შვილი მშიერი მყავს და ვეღარ დავზოგე

ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მსხალ­გორ­ში მცხოვ­რე­ბი ჯიმ­შერ შვე­ლი­ძე და და­ვით ბი­წა­ძე, რომ­ლებ­საც გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ მოკ­ლუ­ლი 2 ჯიხ­ვი ჩა­მო­არ­თვეს, ამ დრომ­დე არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

ჯიმ­შერ შვე­ლი­ძე კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ჯიხ­ვე­ბი ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მო­უკ­ლავთ და ისი­ნი კა­ბალ­ჰეს­თან, კაკ­ლი­ან­ში ნა­ხეს. მი­სი­ვე თქმით, დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს მან 30 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ხორ­ცი გა­დას­ცა, ვიდ­რე ეს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მშია აღ­წე­რი­ლი.

"სო­კო­ზე ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი. ვარ ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი. ცოლ-შვი­ლი მში­ე­რი მყავს, ჯიხ­ვი შემ­ხვდა და ვე­ღარ დავ­ზო­გე. 86 წლის მამა მყავს, 80 წლის დედა, ინ­ვა­ლი­დი ძმა მყავს, სამი პა­ტა­რა ბავ­შვი, პუ­რის ფული არ გვაქვს. და­მა­პა­ტიმ­რონ, აბა რა ვქნა. თან­ხას მე ვერ გა­და­ვიხ­დი. ძა­ლი­ან მი­ჭირს, ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვარ და ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე თავი, რომ ოჯა­ხის­თვის რამე მი­მე­ტა­ნა", - აცხა­დებს შვე­ლი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 1 ივ­ლისს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მსხალ­გორ­ში, უკა­ნო­ნო ნა­დი­რო­ბის დროს მოკ­ლუ­ლი 2 ჯიხ­ვი ამო­ი­ღეს. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­რე­მო­ზე მი­ყე­ნე­ბულ­მა ზი­ან­მა 130 000 ლარი შე­ად­გი­ნა და სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვებს უკა­ნო­ნო ნა­დი­რო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით 30 კი­ლოგ­რა­მი ჯიხ­ვის ხორ­ცი ჩა­მო­ერ­თვათ.

ჯიხ­ვი წი­თელ წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი და მას­ზე ნა­დი­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. ბი­ნად­რობს სუ­ბალ­პურ და ალ­პურ სარ­ტყელ­ში. გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე ტყის სარ­ტყლის კლდო­ვან ხე­ო­ბებ­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჯიხვებზე უკანონოდ მონადირე - ცოლ-შვილი მშიერი მყავს და ვეღარ დავზოგე

ჯიხვებზე უკანონოდ მონადირე -  ცოლ-შვილი მშიერი მყავს და ვეღარ დავზოგე

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მცხოვრები ჯიმშერ შველიძე და დავით ბიწაძე, რომლებსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოკლული 2 ჯიხვი ჩამოართვეს, ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

ჯიმშერ შველიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობს, რომ ჯიხვები ნაკრძალის ტერიტორიაზე არ მოუკლავთ და ისინი კაბალჰესთან, კაკლიანში ნახეს. მისივე თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლებს მან 30 კილოგრამზე მეტი ხორცი გადასცა, ვიდრე ეს სამართალდარღვევის ოქმშია აღწერილი.

"სოკოზე ვიყავი წასული. ვარ ძალიან გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი. ცოლ-შვილი მშიერი მყავს, ჯიხვი შემხვდა და ვეღარ დავზოგე. 86 წლის მამა მყავს, 80 წლის დედა, ინვალიდი ძმა მყავს, სამი პატარა ბავშვი, პურის ფული არ გვაქვს. დამაპატიმრონ, აბა რა ვქნა. თანხას მე ვერ გადავიხდი. ძალიან მიჭირს, ძალიან გაჭირვებული ვარ და ვეღარ შევიკავე თავი, რომ ოჯახისთვის რამე მიმეტანა", - აცხადებს შველიძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ 1 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში, უკანონო ნადირობის დროს მოკლული 2 ჯიხვი ამოიღეს. სამინისტროს ცნობით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 130 000 ლარი შეადგინა და სამართალდამრღვევებს უკანონო ნადირობისას გამოყენებული იარაღები და დაახლოებით 30 კილოგრამი ჯიხვის ხორცი ჩამოერთვათ.

ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში. გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა