საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიანა ისაკაძის სკანდალური მიმართვა ხელისუფლებას - "მე საერთოდ აღარასდროს ჩამოვალ თბილისში"
ლიანა ისაკაძის სკანდალური მიმართვა ხელისუფლებას - "მე საერთოდ აღარასდროს ჩამოვალ თბილისში"

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ა­ნა ისა­კა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვრცე­ლი წე­რი­ლით მი­მარ­თავს. წე­რილ­ში ჩანს ისა­კა­ძი­სა და კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ბად­რი ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამას­თან, ამა­ვე წე­რილ­ში ლი­ა­ნა ისა­კა­ძე სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

გარ­და ამი­სა, ლი­ა­ნა ისა­კა­ძე წერს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი არ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ჩა­მო­ვა.

Ambebi.ge ლი­ა­ნა ისა­კა­ძის მი­მარ­თვას გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც მე ვატო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გად­მომ­ცა, თურ­მე ბად­რი ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის უთ­ქვამს მის­თვის, რომ ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ თა­ვი­სი ფეს­ტი­ვა­ლით "გაგ­ვძვარ­ცვაო" და ერთი ვი­ო­ლი­ნო მა­ინც ეყი­და ათწლე­დის­თვი­სო!! ეს მე ძა­ლი­ან მე­წყი­ნა და მივ­ხვდი, რომ ახალ­მა მთავ­რო­ბამ არა­ფე­რი იცის ჩემს საქ­ველ­მოქ­მე­დო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე! შე­საძ­ლოა, თქვენ არ კი იცით და მე მინ­და გთხო­ვოთ, რომ გა­ავ­რცე­ლოთ შემ­დე­გი:

1. როცა მე 1990 წელს წა­ვიყ­ვა­ნე ინ­გოლშტატ­ში ორ­კესტრი, მთე­ლი ორ­კესტრი გა­ნაგ­რძობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სის მი­ღე­ბას - ესე იგი იღებ­და ხელ­ფასს ორ­ჯერ - ჩემ­გან გერ­მა­ნი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში, და მე ვუხ­დი­დი მათ სა­პენ­სიო და­ზღვე­ვა­საც, რის შე­დე­გად ისი­ნი იღე­ბენ პენ­სი­ას, მე კი, ვი­ნა­ი­დან ჩემ­თვი­საც რომ გა­და­მე­ხა­და ეს და­ზღვე­ვა, მა­შინ ორ­კესტრს აღარ ეყო­ფო­და ხელ­ფა­სი, ამი­ტომ მე ვერ ვი­ღებ პენ­სი­ას გერ­მა­ნი­ა­ში!. შე­დე­გად, მთე­ლი ორ­კესტრი იღებს გერ­მა­ნი­ა­ში პენ­სი­ას, მე კი არ ვი­ღებ!!

2.მე არას­დროს არ მი­მი­ღია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სი გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნის დროს, იმი­ტომ რომ, იმ ხელ­ფა­სით ვას­პონ­სო­რებ­დი გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის­თვის: 1- ახ­ლან­დელ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დი­რექ­ტორს, რო­მელ­მაც ამას­წი­ნათ თვი­თონ გა­მახ­სე­ნა - მე არც მახ­სოვ­და! 2 - ნო­დარ გა­ბუ­ნი­ას შვილს, ნატო გა­ბუ­ნი­ას, 3 - სულ­ხან ცინ­ცა­ძის შვილს. 4 - აგ­რეთ­ვე თბი­ლის­ში დებ და­ვი­თაშ­ვი­ლებს და კი­დევ ერთ მე­ვი­ო­ლი­ნეს -და­მა­ვი­წყდა გვა­რი, მგო­ნი მა­რი­ამ მაღ­რა­ძეს!

აგ­რეთ­ვე, როცა ომი მოხ­და აფხა­ზეთ­ში, მე გერ­მა­ნი­ი­დან გა­და­ვუგ­ზავ­ნე დაჭ­რილ ქარ­თველ მე­ომ­რებს 100 000 მარ­კის უნი­კა­ლუ­რი წამ­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვით! მა­შინ ამა­ზე კი წერ­დნენ გა­ზე­თე­ბი. მაგ­რამ ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ და­ი­ვი­წყა ან სა­ერ­თოდ ახალ­მა მთავ­რო­ბამ არც კი იცის ამის შე­სა­ხებ! ალ­ბათ, თქვენც კი არ იცით! მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მის მიერ გა­კე­თე­ბულ სი­კე­თე­ზე ყვი­რის! მაგ­რამ როცა ასე უსა­მარ­თლოდ ლა­პა­რა­კო­ბენ ჩემ­ზე, მა­შინ მე ძა­ლი­ან მწყინს და მაქვს უფ­ლე­ბა, მოვ­ყვე სი­მარ­თლე! ამი­ტომ გთხოვთ, ეს გა­და­უგ­ზავ­ნოთ არა მარ­ტო ოდი­შა­რი­ას და მის მო­ად­გი­ლეს, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის, არა­მედ თვით პრე­ზი­დენ­ტსაც და ბა­ტონ ბი­ძი­ნა­საც, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა, ჰგო­ნი­ათ, რომ მე მარ­ტო ვი­თხოვ ფულს და არა­ფერს ვაძ­ლევ სა­ქარ­თვე­ლოს!!

გთხოვთ ყვე­ლას მი­აწ­ვდი­ნოთ, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლოს არ უნდა ჩემი ბა­თუ­მის ფეს­ტი­ვა­ლი, მა­შინ მე სა­ერ­თოდ აღა­რას­დროს თბი­ლის­ში აღარ ჩა­მო­ვალ, ვი­ნა­ი­დან მე მაქვს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი - მო­მა­ვალ წელს მე მინ­და ჩა­ვა­ტა­რო ნიუ -იორ­კის "კარ­ნე­გი ჰოლ­ში" ახა­ლი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "LOVE and PEACE". ჩემს სპონ­სორს და მის ნიუ-იორ­კელ ორ­გა­ნი­ზა­ტორს ძა­ლი­ან მოს­წონთ ეს ფეს­ტი­ვა­ლი და უნ­დათ აგ­რეთ­ვე ვა­შინგტონ­ში ჩა­ა­ტა­რონ და ამ­ბო­ბენ, რომ და­პა­ტი­ჟე­ბენ ჰი­ლა­რი კლინ­ტონს და სხვა დიდ პი­როვ­ნე­ბებს. ჩვენ გვინ­დო­და, რომ ეს ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ფი­ლო­ყო ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის და პატ­რი­არ­ქის პატ­რო­ნა­ჟით, აგ­რეთ­ვე თბი­ლის­ში და მოს­კოვ­ში, მაგ­რამ, თუ ასეთ სი­ძულ­ვილს გა­მო­ხა­ტავს ახა­ლი მთავ­რო­ბა და ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტიც და ივა­ნიშ­ვი­ლიც ჩემს მი­მართ, მა­შინ რა თქმა უნდა, თბი­ლის­ში აღარ ჩა­ვა­ტა­რებ, მაგ­რამ იქ­ნებ ვცდე­ბი და ამი­ტომ გთხოვთ, მი­კარ­ნა­ხოთ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მივ­წვდე პრე­ზი­დენტს ამ თხოვ­ნით? ეს მინ­დო­და მეთ­ქვა და გთხოვთ ეს წე­რი­ლი ყვე­ლას აც­ნო­ბოთ, რომ არა­ვის ეგო­ნოს, რომ მე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია!! ჩემს მსოფ­ლიო შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ!! მა­პა­ტი­ეთ, რომ გა­წუ­ხებთ! გკოც­ნით და გეხ­ვე­ვით ყვე­ლას! თქვე­ნი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე.

და­მა­ვი­წყდა კი­დევ ერთი რამ! არა­ვინ იცის, რომ ლიზა ბა­თი­აშ­ვილს რომ ეს­წავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში, ამის გუ­ლის­თვის ჩემი ორ­კესტრის წევ­რებ­თან მო­მიხ­და უთან­ხმო­ე­ბა მისი მა­მის გამო, რო­მე­ლიც მარ­ტო ვერ უშ­ვებ­და 13 წლის ლი­ზი­კოს გერ­მა­ნი­ა­ში, - მო­მიხ­და მთე­ლი კვარ­ტე­ტის ჩა­მოყ­ვა­ნა, რის გა­მოც მთე­ლი ორ­კესტრი ამი­ჯანყდა - რად გვინ­და ეს კვარ­ტე­ტიო. მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ორ­კესტრის წევ­რის ცოლი და თვით ორ­კესტრან­ტი მა­ღა­ზი­ა­ში ქურ­დო­ბის­თვის გა­ა­ძე­ვა პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში და ქმა­რიც სო­ლი­და­რო­ბის გამო თან გაჰ­ყვა, ამი­ტომ ად­გი­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე მთე­ლი კვარ­ტე­ტი. ლიზა ბა­თი­აშ­ვილს კი არც ერთ თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში არას­დროს არ უხ­სე­ნე­ბია, თუ ვისი მეშ­ვე­ო­ბით ჩა­მო­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში და გა­ა­კე­თა ასე­თი კა­რი­ე­რა!! ვფიქ­რობ, როცა ადა­მი­ა­ნი სინ­დი­სის­გან გა­რე­ცხი­ლია, ის ვე­რას­დროს ვერ იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი და კარ­გი მუ­სი­კო­სი!! კი­დევ ერთხელ გკოც­ნით - ლი­ა­ნა ისა­კა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სკან­და­ლურ მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლიანა ისაკაძის სკანდალური მიმართვა ხელისუფლებას - "მე საერთოდ აღარასდროს ჩამოვალ თბილისში"

ლიანა ისაკაძის სკანდალური მიმართვა ხელისუფლებას - "მე საერთოდ აღარასდროს ჩამოვალ თბილისში"

მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე საქართველოს ხელისუფლებას ვრცელი წერილით მიმართავს. წერილში ჩანს ისაკაძისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის არსებული დაპირისპირება. ამასთან, ამავე წერილში ლიანა ისაკაძე სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შესახებ არაფერი იცის.

გარდა ამისა, ლიანა ისაკაძე წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაუგებრობები არ აღმოიფხვრება, ის საქართველოში არასდროს ჩამოვა.

Ambebi.ge  ლიანა ისაკაძის მიმართვას გთავაზობთ:

"როგორც მე ვატო მაჭავარიანმა გადმომცა, თურმე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის უთქვამს მისთვის, რომ ლიანა ისაკაძემ თავისი ფესტივალით "გაგვძვარცვაო" და ერთი ვიოლინო მაინც ეყიდა ათწლედისთვისო!! ეს მე ძალიან მეწყინა და მივხვდი, რომ ახალმა მთავრობამ არაფერი იცის ჩემს საქველმოქმედო მოღვაწეობაზე! შესაძლოა, თქვენ არ კი იცით და მე მინდა გთხოვოთ, რომ გაავრცელოთ შემდეგი:

1. როცა მე 1990 წელს წავიყვანე ინგოლშტატში ორკესტრი, მთელი ორკესტრი განაგრძობდა საქართველოში ხელფასის მიღებას - ესე იგი იღებდა ხელფასს ორჯერ - ჩემგან გერმანიაში და საქართველოში, და მე ვუხდიდი მათ საპენსიო დაზღვევასაც, რის შედეგად ისინი იღებენ პენსიას, მე კი, ვინაიდან ჩემთვისაც რომ გადამეხადა ეს დაზღვევა, მაშინ ორკესტრს აღარ ეყოფოდა ხელფასი, ამიტომ მე ვერ ვიღებ პენსიას გერმანიაში!. შედეგად, მთელი ორკესტრი იღებს გერმანიაში პენსიას, მე კი არ ვიღებ!!

2.მე არასდროს არ მიმიღია საქართველოში ხელფასი გერმანიაში ყოფნის დროს, იმიტომ რომ, იმ ხელფასით ვასპონსორებდი გერმანიაში სწავლისთვის: 1- ახლანდელ კონსერვატორიის დირექტორს, რომელმაც ამასწინათ თვითონ გამახსენა - მე არც მახსოვდა! 2 - ნოდარ გაბუნიას შვილს, ნატო გაბუნიას, 3 - სულხან ცინცაძის შვილს. 4 - აგრეთვე თბილისში დებ დავითაშვილებს და კიდევ ერთ მევიოლინეს -დამავიწყდა გვარი, მგონი მარიამ მაღრაძეს!

აგრეთვე, როცა ომი მოხდა აფხაზეთში, მე გერმანიიდან გადავუგზავნე დაჭრილ ქართველ მეომრებს 100 000 მარკის უნიკალური წამლები თვითმფრინავით! მაშინ ამაზე კი წერდნენ გაზეთები. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რატომღაც ყველამ დაივიწყა ან საერთოდ ახალმა მთავრობამ არც კი იცის ამის შესახებ! ალბათ, თქვენც კი არ იცით! მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ყვირის! მაგრამ როცა ასე უსამართლოდ ლაპარაკობენ ჩემზე, მაშინ მე ძალიან მწყინს და მაქვს უფლება, მოვყვე სიმართლე! ამიტომ გთხოვთ, ეს გადაუგზავნოთ არა მარტო ოდიშარიას და მის მოადგილეს, ბაგრატიონ-გრუზინსკის, არამედ თვით პრეზიდენტსაც და ბატონ ბიძინასაც, რომელთაც შესაძლოა, ჰგონიათ, რომ მე მარტო ვითხოვ ფულს და არაფერს ვაძლევ საქართველოს!!

გთხოვთ ყველას მიაწვდინოთ, რომ თუ საქართველოს არ უნდა ჩემი ბათუმის ფესტივალი, მაშინ მე საერთოდ აღარასდროს თბილისში აღარ ჩამოვალ, ვინაიდან მე მაქვს უფრო საინტერესო გეგმები - მომავალ წელს მე მინდა ჩავატარო ნიუ -იორკის "კარნეგი ჰოლში" ახალი ფესტივალი სახელწოდებით "LOVE and PEACE". ჩემს სპონსორს და მის ნიუ-იორკელ ორგანიზატორს ძალიან მოსწონთ ეს ფესტივალი და უნდათ აგრეთვე ვაშინგტონში ჩაატარონ და ამბობენ, რომ დაპატიჟებენ ჰილარი კლინტონს და სხვა დიდ პიროვნებებს. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ფესტივალი ყოფილოყო ჩვენი პრეზიდენტის და პატრიარქის პატრონაჟით, აგრეთვე თბილისში და მოსკოვში, მაგრამ, თუ ასეთ სიძულვილს გამოხატავს ახალი მთავრობა და ალბათ, პრეზიდენტიც და ივანიშვილიც ჩემს მიმართ, მაშინ რა თქმა უნდა, თბილისში აღარ ჩავატარებ, მაგრამ იქნებ ვცდები და ამიტომ გთხოვთ, მიკარნახოთ, თუ როგორ შეიძლება მივწვდე პრეზიდენტს ამ თხოვნით? ეს მინდოდა მეთქვა და გთხოვთ ეს წერილი ყველას აცნობოთ, რომ არავის ეგონოს, რომ მე საქართველოსთვის არაფერი გამიკეთებია!! ჩემს მსოფლიო შემოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!! მაპატიეთ, რომ გაწუხებთ! გკოცნით და გეხვევით ყველას! თქვენი ლიანა ისაკაძე.

დამავიწყდა კიდევ ერთი რამ! არავინ იცის, რომ ლიზა ბათიაშვილს რომ ესწავლა გერმანიაში, ამის გულისთვის ჩემი ორკესტრის წევრებთან მომიხდა უთანხმოება მისი მამის გამო, რომელიც მარტო ვერ უშვებდა 13 წლის ლიზიკოს გერმანიაში, - მომიხდა მთელი კვარტეტის ჩამოყვანა, რის გამოც მთელი ორკესტრი ამიჯანყდა - რად გვინდა ეს კვარტეტიო. მაგრამ ვინაიდან ორკესტრის წევრის ცოლი და თვით ორკესტრანტი მაღაზიაში ქურდობისთვის გააძევა პოლიციამ თბილისში და ქმარიც სოლიდარობის გამო თან გაჰყვა, ამიტომ ადგილები თავისუფალი იყო და ჩამოვიყვანე მთელი კვარტეტი. ლიზა ბათიაშვილს კი არც ერთ თავის ინტერვიუში არასდროს არ უხსენებია, თუ ვისი მეშვეობით ჩამოვიდა გერმანიაში და გააკეთა ასეთი კარიერა!! ვფიქრობ, როცა ადამიანი სინდისისგან გარეცხილია, ის ვერასდროს ვერ იქნება ნამდვილი და კარგი მუსიკოსი!! კიდევ ერთხელ გკოცნით - ლიანა ისაკაძე.

იხილეთ ასევე: მანანა ბერიკაშვილი ლიანა ისაკაძის სკანდალურ მიმართვას პასუხობს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება