Good Country Index, რომელიც იკვლევს მსოფლიოს 125-მა ქვეყანამ რა წვლილი შეიტანა კაცობრიობის კეთილდღეობასა და განვითარებაში, 2014 წლის რეიტინგი წარმოადგინა. ინდექსი შედგენილია სტატისტიკის 35 მონაცემთა კრებულის მიხედვით, რომელიც გაერომ აწარმოა.
125 ქვეყანას საკუთარი ინდექსი მიენიჭა 7 კატეგორიაში: მეცნიერება და ტექნოლოგიები, კულტურა, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, მსოფლიო წესრიგი, პლანეტა და კლიმატი, კეთილდღეობა და თანასწორობა, ჯანმრთელობა.
125 ქვეყანას შორის საქართველო 77-ე ადგილზეა. 7 კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის რეიტინგი სხვა ქვეყნებს შორის ასე გამოიყურება:
მეცნიერება და ტექნოლოგიები: 63-ე ადგილი
კულტურა - 77-ე ადგილი
საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება - 51-ე ადგილი
მსოფლიო წესრიგი - 102-ე ადგილი
პლანეტა და კლიმატი - 105-ე ადგილი
კეთილდღეობა და თანასწორობა - 13-ე ადგილი
ჯანმრთელობა - 87-ე ადგილი
რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ირლანდია
2. ფინეთი
3. შვეიცარია
4. ნიდერლანდები
5. ახალი ზელანდია
6. შვედეთი
7. გაერთიანებული სამეფო
8. ნორვეგია
9. დანია
10. ბელგია
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.