ცოლ-ქმრული დიპლომატიის გაკვეთილები - ვინ არის ოჯახში უფროსი?

ცოლ-ქმრული დიპლომატიის გაკვეთილები  - ვინ არის ოჯახში უფროსი?

ქალისა და მამაკაცის როლები ოჯახებში სხვადასხვაგვარადაა განაწილებული. ზოგს ქალები მართავენ, ზოგან მმართველობა დაბალანსებულია, ზოგიერთი ოჯახი კი კვლავ კაცის მეთაურობით ცხოვრობს.

თანამედროვე ოჯახის ბიუჯეტს ქალი და მამაკაცი ძირითადად ერთიანი ძალისხმევით ავსებს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაზე ჰარმონიულ წყვილებს შორისაც იწყება ფარული თუ აშკარა ბრძოლა თემაზე "ვინ არის აქ უფროსი?"

სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ბევრჯერ დაადასტურა, რომ ჯერ ისევ მყარად არის შემორჩენილი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ოჯახი ქმარმა უნდა არჩინოს, ცოლი კი საოჯახო საქმეებით უნდა დაკავდეს. თანამედროვე მამაკაცი დღესაც იგივეს აკეთებს, რასაც ასი წლის წინ - მუშაობს. ქალის სახემ კი ძლიერი ევოლუცია განიცადა - დღეს დიასახლისი შვილებსაც ზრდის, ოჯახსაც უვლის, სახლსაც, და მუშაობს კიდეც. სამწუხაროდ, ამას ბევრი მამაკაცი ვერ აფასებს, ზოგი ფიქრობს, რომ ასეც უნდა იყოს, ზოგს კი ცოლის კარიერული მოღვაწეობა არ მოწონს, მაგრამ მისი ხელფასის ხათრით ჩუმადაა... რას ფიქრობენ ამ დროს ქალები? მათ ლოგიკურად უჩნდებათ კითხვა - "უკაცრავად და.. ვინ არის აქ უფროსი?"

კაცი - თავია, ქალი - კისერი

როცა საოჯახო საქმის განაწილებაზე მიდგება ჯერი, კაცები როგორც წესი, დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ. თუ თქვენს მეუღლეს არ სურს, სახლის მილაგებაში მოგეხმაროთ, მაშინ მეტი ტაქტის მოშველიება მოგიწევთ. ეცადეთ, ტონი მაქსიმალურად შეარბილოთ - გამორიცხეთ ბრძანებითი კილო, ისტერიკა, მუქარა და შანტაჟი - ეს ყველაფერი თხოვნით უნდა შეცვალოთ. თხოვნას ცოტა წუწუნიც მიაყოლეთ, ან ჩივილი, რომ ძალიან გადაიღალეთ. რაც არ უნდა ჯიუტი ქმარი გყავდეთ, საყვარელი მეუღლის გაჭირვება ოდნავ მაინც შეუტოკებს გულს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს