LG G3 საქართველოს ბაზარზე შემოდის. LG-ის უახლესი მოდელის სმარტფონის პრეზენტაცია დღეს "თბილისი ცენტრალში", "არაი თუმოროუს" ახლადგახსნილ მაღაზიაში გაიმართა.
როგორც LG-ის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საილას ჩოი აცხადებს, განსხვავებული უნიკალური დიზაინის სმარტფონის LG G3-ისა შეძენა საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს LG-ის ექსკლუზიურ პარტნიორ "არაი თუმოროუს" მაღაზიაში უკვე შეუძლია. მისივე თქმით LG G3-ს გააჩნია მაქსიმალურად გამარტივებული ფუნქციები და მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. რაც შეეხება უშუალოდ ტელეფონს, ახალი სმარტფონის აქვს QHD ეკრანი, ეკრანი 5.5 ინჩია და აქვს სპეციალუირი მექანიზი, რაც იცავს დაკაწვრისგან და დაზიანებისგან. რაც შეეხება კამერას, ის მოძრაობაშიც კი ინარჩუნებს გამოსახულებას და ბუნებრივ ფერებს. ასევე მნიშვნელოვანი დეტალი - ახალი სმარტფონით პოპულარული "სელფის" გადაღება შესაძლებელია ჟესტიკულაციით.
ამასთან ახალი LG G3-ის ბატარეა საკმაოდ გამძლეა, ტელეფონი ხანგრძლივად მუშაობს, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით კი შესაძლებელია მისი უსადენოდ დატენვა.
"არსებობს რამდენიმე მიზეზი რის გამოც უნდა შეიძინოთ LG G3 ახალი სმარტფონი. პირველი ეს არის ეკრანი, რომელიც არის QHD, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეზოლუცია არის ორჯერ მეტი FULL HD-ზე და ოთხჯერ მეტი HD-ზე. აქვს საკმაოდ ფართო ეკრანი. მეორე მიზეზი ეს არის კამერა, ტელეფონს ღილაკი არ აქვს და ხელის დაჭერაც კი არ გჭირდებათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია- ტელეფონს აქვს ლაზერული ფოკუსი. როდესაც სურათის გადაღება გსურთ, გინდათ რომ სწარაფად დააფიქსიროთ ის მომენტი, რაც გაინტერესებთ. ლაზერული ფოკუსი ძალიან მალე ახდენს ფოკუსირებას და სწრაფად იღებს სურათებს, კამერას ასევე აქვს "სელფის" გადაღების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ კონტაქტის გარეშე, ჟესტიკულაციით გადაიღოთ "სელფი". რაც შეეხება ბატარეას, ის დიდ ენერგიას არ მოიხმარს და შექმნილია იმისთვის, რომ ინტერნეტში გადაბმულად შეუძლია 8 საათი და 15 წუთი იმუშაოს. დასატენად კი მხოლოდ ორი საათია საჭირო", - აცხადებს საილას ჩოი.
ახალი სმარტფონის შესაძლებლობებზე საუბრობს "არაი თუმოროუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დიდავაც. მისი თქმით ახალი სმარტფონი მრავალფუნქციურია და კორეაში გაყიდვების კუთხით უკვე ლიდერ პოზიციაზეა.
""არაი თუმოროუ" მოხარულია რომ LG G3 საქართველოში შემოვიდა. ჩვენ ვართ LG ელექტრონიქსის ოფიციალური წარმომადგენლები და დღეს შედგა ამ პროდუქტის პრეზენტაცია. ვინც იცნობს უკვე G2-ს, იცის რომ ძალიან კარგად იყო მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე. რაც შეეხება G3-ს, მისი ფუნქციები კიდევ უფრო გამარტივებულია. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი უნიკალური და დახვეწილი დიზაინი, ეკრანი არის ფართო, აქვს მაღალი ხარისხი ჩვენება. უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ "სელფის" გადაღება ამ ტელეფონით ძალიან მარტივია. ტელეფონის უკანა კორპუსი მეტალია, ეკრანი კი დაცულია დაკაწვრისგან. გარდა ამისა ამ ტელეფონის უპირატესობა არის ისიც. რომ საკმაოდ დიდხანს ძლებს ბატარეა. რადგან სმარტფონები მალე ჯდება, ყველაზე ხშირად მომხმარებელს ეს დეტალი აინტერესებს. ამასთან შესაძლებელი მისი დატენვა უსადენო, wireless -ის საშუალებით. LG G3 საკმაოდ მრავალფუნქციურია და კორეაში გაყიდვების კუთხით ლიდერ პოზიციაზეა", - აცხადებს თინათინ დიდავა.
ნათია ლეშკაშელი
R