პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს
ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი კო­რუფ­ცი­ა­ში, პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოს დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის და­მალ­ვა­ში. ამის შე­სა­ხებ "რო­ი­ტე­რი" იუ­წყე­ბა.

სარ­კო­ზის გარ­და, ბრა­ლი ასე­ვე წა­უ­ყე­ნეს სარ­კო­ზის პი­რად ად­ვო­კატს ტი­ე­რი ერ­ცოგს და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ჟერ­არ აზი­ბერს.

საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გუ­შინ ნან­ტე­რის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­კი­თხვის მიზ­ნით და­ახ­ლო­ე­ბით 15 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ სარ­კო­ზი, სა­კა­სა­ციო (უზე­ნა­ე­სი) სა­სა­მარ­თლო­ში მისი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის თა­ო­ბა­ზე, თა­ვი­სი ად­ვო­კა­ტის ტი­ე­რი ერ­ცო­გის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, თა­ვის მხრივ, სარ­კო­ზი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ მო­სა­მარ­თლე აზი­ბერს მო­ნა­კო­ში პრეს­ტი­ჟულ თა­ნამ­დე­ბო­ბას შე­პირ­და. კერ­ძოდ, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ფილ ლი­დერს შე­ეძ­ლო უკა­ნო­ნოდ მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მოს­მე­ნის თა­ო­ბა­ზე.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, 2007 წლის სარ­კო­ზის წი­ნა­სა­არ­ჩე­ვო კამ­პა­ნი­ას ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რი მო­ა­მარ კა­და­ფი აფი­ნან­სებ­და. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში ფრან­გმა ბიზ­ნეს­მენ­მა ზაიდ ტა­კი­ე­მენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ბი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სარ­კო­ზის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფრან­გულ­მა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა MediaPart-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ლი­ბი­ის ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა 50 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­და­რი­ცხა სარ­კო­ზის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში.

59 წლის ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ 2017 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში აპი­რებ­და კენ­ჭისყრას.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია reuters.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

გამოძიება მიიჩნევს, რომ სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ, სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე.

ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა. 2012 წლის დეკემბერში ფრანგმა ბიზნესმენმა ზაიდ ტაკიემენმა განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების მიერ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მტკიცებულებები აქვს. მოგვიანებით, ფრანგულმა ონლაინ გამოცემა MediaPart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო შტაბში. 

59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა