პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იღბლიანი ცნობილი ქართველები, რომლებსაც მისაღებ გამოცდებზე გაუმართლათ
იღბლიანი ცნობილი ქართველები, რომლებსაც მისაღებ გამოცდებზე გაუმართლათ

გა­სულ კვი­რას ჩვენ­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს უამ­რა­ვი აბი­ტუ­რი­ენ­ტი სტუმ­რობს, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტია, ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ. ახა­ლა მთა­ვა­რია, თავი დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნით გა­მო­ი­ჩი­ნონ, არც იღ­ბალ­მა უნდა უმტყუ­ნოთ, რომ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ...

მას, ვი­საც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ჩა­უ­ბა­რე­ბია, ცხა­დია, ეს სა­ო­ცა­რი სა­გა­მოც­დო ციებ-ცხე­ლე­ბაც სა­კუ­თარ ტყავ­ზე გა­მო­უც­დია... "ამ­ბე­ბი.გე" რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს სწო­რედ ამ თე­მა­ზე გა­ე­სა­უბ­რა და მათ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი სა­ე­ტა­პო პე­რი­ო­დი გა­ახ­სე­ნა. თუმ­ცა არც ერთს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა არ მო­უ­წია, ვი­ნა­ი­დან აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა სხვა პე­რი­ოდ­ში გა­მოს­ცა­დეს.

ნინა წკრი­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ამ დღე­ებ­ში ჩემი მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი მარ­თლაც გა­მახ­სენ­და... ძა­ლი­ან მაგ­რად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თუმ­ცა არც ერთი გა­მოც­დის არ მე­ში­ნო­და, გარ­და ქარ­თუ­ლი წე­რი­სა, რად­გა­ნაც ლექ­სებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ­დი. არ მინ­დო­და, ისე­თი თემა შემ­ხვედ­რო­და და­სა­წე­რად, სა­დაც ლექ­სი­დან ცი­ტა­ტა მექ­ნე­ბო­და მო­სა­ტა­ნი. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და.

- რო­გორც ვიცი, მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ფრან­გუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე აბა­რებ­დი...

- კი და კარ­გად მახ­სოვს გა­მოც­და ფრან­გულ ენა­ში. უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი ავი­ღე და უზო­მოდ კმა­კო­ფი­ლი წა­მო­ვე­დი. ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი მოვრბო­დი, რომ კი­ბი­დან ჩა­მოვ­ვარ­დი. მოკ­ლედ, გა­და­ტყა­უ­ლი მუხ­ლე­ბით გა­მო­ვე­დი... სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ზე­პი­რი გა­მოც­დაც კარ­გად ჩა­ვა­ბა­რე, მშვე­ნი­ე­რი სა­კი­თხე­ბი შემ­ხვდა. ქარ­თუ­ლი წერა კი რო­გორც იტყვი­ან, ჩა­მი­წყვეს... მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა და იქაც ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­კი­თხი შემ­ხვდა და რომც არ ჩა­ე­წყოთ, ისე­თი თემა იყო, რომ ჩე­მით გავ­ძვრე­ბო­დი...

მა­შინ შე­ვარ­და­ნა­ძის პე­რი­ო­დი იყო და დი­დად აზრი არც ჰქონ­და იმას, ჩა­ა­წყობ­დი, თუ თავს სწავ­ლით მო­იკ­ლავ­დი... მოკ­ლედ, ცოდ­ნა არ იყო იმის 100%-იანი გა­რან­ტია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად სტუ­დენ­ტი გახ­დე­ბო­დი... დღეს მი­ხა­რია, რომ სწავ­ლა ფას­დე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მე და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად სტუ­დენ­ტი გახ­დეს.

- მა­ინ­ცდა­მა­ინც ფრან­გუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი რა­ტომ აირ­ჩიე?

- სხვა­თა შო­რის, რომ ჩა­ვი­რი­ცხე, ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. მერე მა­გის­ტრა­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე. ხოლო თუ რა­ტომ ავირ­ჩიე ეს ფა­კულ­ტე­ტი, გე­ტყვით, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო... მაგ­რამ ბო­ლოს ისე გა­მო­ვი­და, რომ მა­ინც მაგ სფე­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი. მოკ­ლედ, რად­გა­ნაც ფრან­გუ­ლი ენა ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და და მიყ­ვარ­და, იქ ჩა­ბა­რე­ბაც უეც­რად გა­დავ­წყვი­ტე...

აბი­ტუ­რი­ე­ნებს, ვინც ახლა გა­მოც­დებს აბა­რებს, გამ­ძლე­ო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- მე მა­ნა­ნა და ლე­ი­ლა ბე­რი­კაშ­ვი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სას­წა­უ­ლად მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით მოვ­ხვდი.

- პირ­ვე­ლი გა­მოც­და კარ­გად გახ­სოვს?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯერ შე­მოქ­მე­დე­ბით ტუ­რებ­ზე უნდა გახ­ვი­დე, რომ გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რო. ამი­ტომ, ტუ­რებ­ზე ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვმღე­რო­დი და ვცეკ­ვავ­დი... მეტი რა მინ­დო­და, ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი... მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა... თან, ძა­ლი­ან!

- გა­გი­მარ­თლა იმი­ტომ, რომ გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის ნათ­ლუ­ლი ხარ და მისი მე­უღ­ლე და შვი­ლი გამ­ზა­დებ­დნენ?

- მეც ვი­მარ­ჯვე და თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლია ჩემი ნათ­ლია! პირ­ველ გა­მოც­და­ზე უკვე აღარ ვღე­ლავ­დი, რად­განც მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვა იყო. იქ ისე­თი მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მქონ­და, წე­რა­ში, ვინ ჩამ­ჭრი­და?! თან, მკი­თხეს, ამი­რან შა­ლი­კაშ­ვი­ლის (სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. - ავტ.) შვი­ლი ხარო? - დიახ-მეთ­ქი, - და­ვე­თან­ხმე.

- მოკ­ლედ, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლო­ბაც და­იბ­რა­ლე?

- კი (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვინ იყ­ვნენ, ანუ ვინ გცდი­და?

- მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, გიზო ჟორ­და­ნია, გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი, ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე, შალ­ვა გა­წე­რე­ლია... ბო­ლოს ჯგუფ­ში ბა­ტონ­მა შალ­ვამ ამიყ­ვა­ნა და ამა­შიც გა­მი­მარ­თლა!

- ფრე­ნა-ფრე­ნით ჩა­ი­რი­ცხულ­ხარ... რას უსურ­ვებ­დი მათ, ვინც ახლა აბა­რებს მი­სა­ღებ გა­მოც­დებს?

- ყვე­ლას იღ­ბალს ვუ­სურ­ვებ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- 55-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მერე ბოლო ორი წელი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­სამ­ზა­დე­ბელ ლი­ცე­უმ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რე­ბი გვა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. იმ სას­წავ­ლე­ბელს თუ 10-ია­ნებ­ზე და­ამ­თავ­რებ­დი, უნი­ვერ­სი­ტერ­ში ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ხვდე­ბო­დი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ყო­ველ­გვა­რი გა­მოც­დის გა­რე­შე ჩა­ვი­რი­ცხე იმი­ტომ, რომ ლი­ცე­უმ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი, ზვი­ად დო­ლი­ძის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე...

- მოკ­ლედ, იმის გამო, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ცე­უმ­ში სწავ­ლობ­დი, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბა რთუ­ლად არ გან­გიც­დია?

- დიახ, რად­გა­ნაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­და­პირ შიდა გა­მოც­დე­ბი­დან მოვ­ხვდი... ერთხელ ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი და მერე კო­მემ­ტა­რებ­ში ვი­ღაც წერ­და - იმ ლი­ცე­უ­მი­დან ყვე­ლა პირ­და­პირ მოხ­ვდა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეს რას იგო­ნებ­სო? არა­ფერს ვი­გო­ნებ, ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან იმა­ში, რომ ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, მხო­ლოდ მე და ჩემი ერთი კლა­სე­ლი პირ­და­პირ ჩა­ვი­რი­ცხეთ.

- რას უსურ­ვებ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვიც ახლა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს აბა­რებს?

- გაძ­ლე­ბას, ენერ­გი­ას, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­სა და რაც მთა­ვა­რია, სიმ­შვი­დეს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იღბლიანი ცნობილი ქართველები, რომლებსაც მისაღებ გამოცდებზე გაუმართლათ

იღბლიანი ცნობილი ქართველები, რომლებსაც მისაღებ გამოცდებზე გაუმართლათ

გასულ კვირას ჩვენში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. უმაღლეს სასწავლებლებს უამრავი აბიტურიენტი სტუმრობს, რომლებიც ფაქტია, ძალიან ღელავენ. ახალა მთავარია, თავი დაგროვილი ცოდნით გამოიჩინონ, არც იღბალმა უნდა უმტყუნოთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ...

მას, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ჩაუბარებია, ცხადია, ეს საოცარი საგამოცდო ციებ-ცხელებაც საკუთარ ტყავზე გამოუცდია... "ამბები.გე" რამდენიმე ცნობილ ადამიანს სწორედ ამ თემაზე გაესაუბრა და მათ საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი საეტაპო პერიოდი გაახსენა. თუმცა არც ერთს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ მოუწია, ვინაიდან აბიტურიენტობა სხვა პერიოდში გამოსცადეს.

ნინა წკრილაშვილი, მომღერალი:

- ამ დღეებში ჩემი მისაღები გამოცდები მართლაც გამახსენდა... ძალიან მაგრად ვნერვიულობდი, თუმცა არც ერთი გამოცდის არ მეშინოდა, გარდა ქართული წერისა, რადგანაც ლექსებს ვერ ვიმახსოვრებდი. არ მინდოდა, ისეთი თემა შემხვედროდა დასაწერად, სადაც ლექსიდან ციტატა მექნებოდა მოსატანი. ამიტომ, ძალიან მეშინოდა.

- როგორც ვიცი, მისაღებ გამოცდებს ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე აბარებდი...

- კი და კარგად მახსოვს გამოცდა ფრანგულ ენაში. უმაღლესი ქულები ავიღე და უზომოდ კმაკოფილი წამოვედი. ისეთი გახარებული მოვრბოდი, რომ კიბიდან ჩამოვვარდი. მოკლედ, გადატყაული მუხლებით გამოვედი... საქართველოს ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზეპირი გამოცდაც კარგად ჩავაბარე, მშვენიერი საკითხები შემხვდა. ქართული წერა კი როგორც იტყვიან, ჩამიწყვეს... მაგრამ გამიმართლა და იქაც ჩემთვის საყვარელი საკითხი შემხვდა და რომც არ ჩაეწყოთ, ისეთი თემა იყო, რომ ჩემით გავძვრებოდი...

მაშინ შევარდანაძის პერიოდი იყო და დიდად აზრი არც ჰქონდა იმას, ჩააწყობდი, თუ თავს სწავლით მოიკლავდი... მოკლედ, ცოდნა არ იყო იმის 100%-იანი გარანტია, რომ აუცილებლად სტუდენტი გახდებოდი... დღეს მიხარია, რომ სწავლა ფასდება და გამორიცხულია, ვინმე დაუმსახურებლად სტუდენტი გახდეს.

- მაინცდამაინც ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი რატომ აირჩიე?

- სხვათა შორის, რომ ჩავირიცხე, ძალიან კარგად ვსწავლობდი. მერე მაგისტრატურაც დავამთავრე. ხოლო თუ რატომ ავირჩიე ეს ფაკულტეტი, გეტყვით, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამაჩემი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო... მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მაინც მაგ სფეროში აღმოვჩნდი. მოკლედ, რადგანაც ფრანგული ენა ბავშვობიდან მომწონდა და მიყვარდა, იქ ჩაბარებაც უეცრად გადავწყვიტე...

აბიტურიენებს, ვინც ახლა გამოცდებს აბარებს, გამძლეობას და წარმატებებს ვუსურვებ. 

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- მე მანანა და ლეილა ბერიკაშვილების მომზადებული ვიყავი და თეატრალურ ინსტიტუტში სასწაულად მაღალი ქულებით მოვხვდი.

- პირველი გამოცდა კარგად გახსოვს?

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჯერ შემოქმედებით ტურებზე უნდა გახვიდე, რომ გამოცდები ჩააბარო. ამიტომ, ტურებზე ლექსებს ვკითხულობდი, ვმღეროდი და ვცეკვავდი... მეტი რა მინდოდა, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი... მოკლედ, გამიმართლა... თან, ძალიან!

- გაგიმართლა იმიტომ, რომ გივი ბერიკაშვილის ნათლული ხარ და მისი მეუღლე და შვილი გამზადებდნენ?

- მეც ვიმარჯვე და თუნდაც იმიტომ, რომ გივი ბერიკაშვილია ჩემი ნათლია! პირველ გამოცდაზე უკვე აღარ ვღელავდი, რადგანც მთავარი შემოქმედებითი ტურების გადალახვა იყო. იქ ისეთი მაღალი ქულები მქონდა, წერაში, ვინ ჩამჭრიდა?! თან, მკითხეს, ამირან შალიკაშვილის (საქართველოში პანტომიმის თეატრის ფუძემდებელი. - ავტ.) შვილი ხარო? - დიახ-მეთქი, - დავეთანხმე.

- მოკლედ, ცნობილი ადამიანის შვილობაც დაიბრალე?

- კი (სიცილით ამბობს).

- ჟიურის შემადგენლობაში ვინ იყვნენ, ანუ ვინ გცდიდა?

- მანანა ბერიკაშვილი, გიზო ჟორდანია, გიორგი შალუტაშვილი, ანზორ ქუთათელაძე, შალვა გაწერელია... ბოლოს ჯგუფში ბატონმა შალვამ ამიყვანა და ამაშიც გამიმართლა!

- ფრენა-ფრენით ჩაირიცხულხარ... რას უსურვებდი მათ, ვინც ახლა აბარებს მისაღებ გამოცდებს?

- ყველას იღბალს ვუსურვებ და მიზნის მიღწევას.

თამუნა მუსერიძე, ჟურნალისტი:

- 55-ე სკოლაში ვსწავლობდი, მერე ბოლო ორი წელი სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ლიცეუმში ვსწავლობდი, სადაც უნივერსიტეტის ლექტორები გვამეცადინებდნენ. იმ სასწავლებელს თუ 10-იანებზე დაამთავრებდი, უნივერსიტერში ტესტირების შედეგად ხვდებოდი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ყოველგვარი გამოცდის გარეშე ჩავირიცხე იმიტომ, რომ ლიცეუმში წარმატებული ვიყავი. პარალელურად, თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი, ზვიად დოლიძის ჯგუფი დავამთავრე...

- მოკლედ, იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ლიცეუმში სწავლობდი, მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება რთულად არ განგიცდია?

- დიახ, რადგანაც უნივერსიტეტში პირდაპირ შიდა გამოცდებიდან მოვხვდი... ერთხელ ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი და მერე კომემტარებში ვიღაც წერდა - იმ ლიცეუმიდან ყველა პირდაპირ მოხვდა უნივერსიტეტში, ეს რას იგონებსო? არაფერს ვიგონებ, ჩემი თანაკლასელებიც დამეთანხმებიან იმაში, რომ ტესტირების შედეგად, მხოლოდ მე და ჩემი ერთი კლასელი პირდაპირ ჩავირიცხეთ.

- რას უსურვებ იმ ადამიანებს, ვიც ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს?

- გაძლებას, ენერგიას, ყურადღების კონცენტრაციასა და რაც მთავარია, სიმშვიდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება