სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება"
"ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება"

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­მო­ფო­ბი­ის ბრალ­დე­ბით არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში. ამის მა­გა­ლი­თად შეგ­ვიძ­ლია მსოფ­ლიო დო­ნის სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი თა­მარ ივე­რი მო­ვიყ­ვა­ნოთ, რო­მელ­საც ერთი წლის წინ გე­ე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ორმა ოპე­რამ კონ­ტრაქ­ტი გა­უ­უქ­მა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა ახა­ლია, სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის გამო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს. სოფო წერ­და, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდნენ და ყვე­ლა­ფე­რი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ფი­ნეს.

ფაქ­ტია, რომ ბოლო დროს უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იცავს, ის კი, ვინც მათ გა­აკ­რი­ტი­კებს ან შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტარს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მე­დი­ის ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი ხდე­ბა.

მარ­თა­ლია, "ლგბტ" თემს ბევ­რი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჰყავს, მაგ­რამ ისი­ნი მუდ­მი­ვად წუ­წუ­ნე­ბენ, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთ-ერთ ტრანსსექ­სუ­ალ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა და მო­ე­ყო­ლა, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მაგ­რამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე რომ დაგ­ვთან­ხმე­ბო­და, ჩვენ­გან ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ურ­თი­ერ­თო­ბის ეს ფორ­მა უჩ­ვე­უ­ლო არ არის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის, რად­გან მოგ­ვწე­რა, რომ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა არა­ერ­თხელ მი­უ­ღია.

ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა მე­ო­რე ტრანსსექ­სუ­ა­ლი მარი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია - ავტ.).

მარ­თა­ლია, არ მა­ლავს, რომ ტრანსსექ­სუ­ა­ლია, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ მშვი­დი ცხოვ­რე­ბა სურს და პი­ა­რი არ სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ სა­ხის გა­მო­ჩე­ნას მო­ე­რი­და, თუმ­ცა ყვე­ლა კი­თხვა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით გვი­პა­სუ­ხა.

- მარი, რო­გორ ცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრანსსექ­სუ­ა­ლე­ბი, რა პრობ­ლე­მე­ბი გხვდე­ბათ?

- ჩემი ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექ­სუ­ა­ლი იქ­ნე­ბა. პი­რა­დად მე ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც რი­გი­თი დი­ა­სახ­ლი­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად ტრან­სვეს­ტი­ტებს იც­ნობს, ტრანსსექ­სუ­ა­ლე­ბი ჩრდილ­ში ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებთ, რად­გან ასე უფრო ად­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა. ჩემ მი­მართ აგ­რე­სია არა­სო­დეს მიგ­რძნია. 15 წე­ლია, რაც ტრანსსექ­სუ­ა­ლი ვარ. მკი­თხველს რომ ავუხ­სნა, მე ასე­თი ვარ დღე და ღამე, ტრან­სვეს­ტი­ტე­ბი კი დღე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან, ღამე კი იგ­რი­მე­ბი­ან და ქა­ლე­ბი ხდე­ბი­ან. მე სუ­ლით ხორ­ცამ­დე ქალი ვარ.

- გე­ებ­სა და ტრან­სვეს­ტი­ტებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არა­ფე­რი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ყო­ველ­თვის იყო კონ­კუ­რენ­ცია ქა­ლებ­სა და ტრანსსექ­სუ­ა­ლებს შო­რის. გე­ებ­სა და ტრან­სვეს­ტი­ტებ­ზეც იმა­ვეს ვი­ტყო­დი.

- ქარ­თვე­ლი ტრანსსექ­სუ­ა­ლე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს იც­ნობს, მან არა­ერ­თი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რომ თავი სრულ­ყო­ფილ ქა­ლად ეგ­რძნო. რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის მიღ­წე­ვა?

- პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს ის იკე­თებს, ვი­საც პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მე არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია არ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ახლა ვემ­ზა­დე­ბი და მკერდს ვი­კე­თებ. და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლის პა­რა­მეტ­რე­ბი მაქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება"

"ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება"

ბოლო დროს საქართველოში ჰომოფობიის ბრალდებით არაერთი ქართველი ვარსკვლავი გაეხვია სკანდალში. ამის მაგალითად შეგვიძლია მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი თამარ ივერი მოვიყვანოთ, რომელსაც ერთი წლის წინ გეების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ორმა ოპერამ კონტრაქტი გაუუქმა. მეორე შემთხვევა ახალია, სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო უფლებადამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სოფო წერდა, რომ ჰომოსექსუალები ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ და ყველაფერი სააშკარაოზე გამოფინეს.

ფაქტია, რომ ბოლო დროს უმცირესობების უფლებებს უამრავი ადამიანი იცავს, ის კი, ვინც მათ გააკრიტიკებს ან შეურაცხმყოფელ კომენტარს გამოაქვეყნებს სოციალურ ქსელში, მედიის ინტერესის ობიექტი ხდება.

მართალია, ''ლგბტ'' თემს ბევრი უფლებადამცველი ჰყავს, მაგრამ ისინი მუდმივად წუწუნებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ ტრანსსექსუალთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და მოეყოლა, როგორ ცხოვრობენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში. მაგრამ ინტერვიუზე რომ დაგვთანხმებოდა, ჩვენგან ფულადი ანაზღაურება მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, ურთიერთობის ეს ფორმა უჩვეულო არ არის ტელევიზიებისთვის, რადგან მოგვწერა, რომ ტელეინტერვიუში ანაზღაურება არაერთხელ მიუღია.

ინტერვიუზე დაგვთანხმდა მეორე ტრანსსექსუალი მარი (სახელი შეცვლილია - ავტ.).

მართალია, არ მალავს, რომ ტრანსსექსუალია, მაგრამ გვითხრა, რომ მშვიდი ცხოვრება სურს და პიარი არ სჭირდება, ამიტომ სახის გამოჩენას მოერიდა, თუმცა ყველა კითხვაზე სიამოვნებით გვიპასუხა.

- მარი, როგორ ცხოვრობთ საქართველოში ტრანსსექსუალები, რა პრობლემები გხვდებათ?

- ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება. პირადად მე ისე ვცხოვრობ, როგორც რიგითი დიასახლისი. საზოგადოება უფრო მეტად ტრანსვესტიტებს იცნობს, ტრანსსექსუალები ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებთ, რადგან ასე უფრო ადვილია საქართველოში ცხოვრება. ჩემ მიმართ აგრესია არასოდეს მიგრძნია. 15 წელია, რაც ტრანსსექსუალი ვარ. მკითხველს რომ ავუხსნა, მე ასეთი ვარ დღე და ღამე, ტრანსვესტიტები კი დღე ჩვეულებრივი მამაკაცები არიან, ღამე კი იგრიმებიან და ქალები ხდებიან. მე სულით ხორცამდე ქალი ვარ.

- გეებსა და ტრანსვესტიტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩვეულებრივი, განსხვავებული არაფერი. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის იყო კონკურენცია ქალებსა და ტრანსსექსუალებს შორის. გეებსა და ტრანსვესტიტებზეც იმავეს ვიტყოდი.

- ქართველი ტრანსსექსუალებიდან საზოგადოება მხოლოდ კესარია აბრამიძეს იცნობს, მან არაერთი ოპერაცია გაიკეთა, რომ თავი სრულყოფილ ქალად ეგრძნო. რამდენად მარტივია საქართველოში ამის მიღწევა?

- პლასტიკურ ოპერაციებს ის იკეთებს, ვისაც პრობლემები აქვს. მე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. ახლა ვემზადები და მკერდს ვიკეთებ. დანარჩენი ქალის პარამეტრები მაქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"