საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ როინიშვილის ყოფილმა მეუღლემ სხვა სიყვარული იპოვა
მარიამ როინიშვილის ყოფილმა მეუღლემ სხვა სიყვარული იპოვა

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე გა­და­ი­ღეს მა­რი­ამ ქა­ცა­რა­ვას სა­დე­ბი­უ­ტო სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "ზღვა­რი". მისი პარტნი­ო­რი მი­სი­ვე ჯგუ­ფე­ლი გო­გო­ნაა, ნა­თია კვა­შა­ლი. ეს არის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლად სრულ­დე­ბა. ფილ­მი უკვე გა­მო­ვი­და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში. გი­ორ­გის ფილ­მის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ვეს­ტუმ­რეთ, თუმ­ცა მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­სა და მის გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზეც და­ვუს­ვით შე­კი­თხვე­ბი. გი­ორ­გი ამ თე­მა­ზე დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით არ სა­უბ­რობს, მაგ­რამ ის კი გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია...

- ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მია, აქამ­დე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მებ­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თიკო ყა­ჯრიშ­ვი­ლის ფილმში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი მაქვს, ალ­ბათ, გე­ცო­დი­ნე­ბათ "პა­ტარ­ძლე­ბი", მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­შიც.

კინო, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. "ზღვარს" ისეთ პი­რო­ბებ­ში ვი­ღებ­დით, რომ და­ფი­ნან­სე­ბა სა­ერ­თოდ არ გვქო­ნია. ჩვე­ნი სახ­სრე­ბით გა­და­ვი­ღეთ, ზოგი კვე­ბით დაგ­ვეხ­მა­რა, ზოგი - კა­მე­რით და ა.შ. ფილ­მი ერთ თვე­ში გა­და­ვი­ღეთ თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. მე და ნა­თია კვა­შა­ლი ჯგუ­ფე­ლე­ბი ვართ, მთლი­ა­ნად ჯგუ­ფიც ძა­ლი­ან გა­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. გაგ­ვი­ად­ვილ­და ერ­თად მუ­შა­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პი­რო­ბე­ბი­სა.

- შე­დე­გით რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ვარ, ხან­და­ხან უთ­ქვამთ, რომ ზედ­მე­ტა­დაც კი. პირ­ვე­ლი იყო და ალ­ბათ, და­სა­წყი­სის­თვის არც ძა­ლი­ან ცუდი.

- ქარ­თულ კი­ნო­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბებს ხში­რად არ იღე­ბენ, "ზღვარ­ში" ასე­ვე არის ნარ­კო­მა­ნი­ის თე­მაც.

- არის, მაგ­რამ თა­ვა­დაც ნა­ხეთ ალ­ბათ, რომ ფილმში არა­ფე­რი არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი და ამა­ზე აქ­ცენ­ტი არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. ვე­ცა­დეთ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოგ­ვსვლო­და.

- შენ და ნა­თია ჯგუ­ფე­ლე­ბი ყო­ფილ­ხართ და კოც­ნის სცე­ნა­ზე არ გე­ცი­ნე­ბო­დათ?

- მსა­ხი­ო­ბი იმი­ტომ ხარ, რომ ყვე­ლა როლი მო­ირ­გო და გა­ნა­სა­ხი­ე­რო. ჩვენ ფილმში ისე­თი სცე­ნე­ბი არც გვქო­ნია, რომ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით. კოც­ნის სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე დუბ­ლი დაგ­ვჭირ­და, ნა­თია ყვი­რო­და, არ შე­მიძ­ლი­აო, გვე­ცი­ნე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ ამ სცე­ნით არ დავთრგუ­ნულ­ვართ, არ დავ­ძა­ბულ­ვართ, იუ­მორ­ში უფრო გა­და­დი­ო­და.

- რო­გორ ფიქ­რობ, რად­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს თა­მა­შობთ, ჭო­რე­ბი ხომ არ გაჩ­ნდე­ბა?

- არა მგო­ნია. არ ვიცი, უცხო რას იფიქ­რებს, მაგ­რამ ვინც მე და ნა­თი­ას გვიც­ნობს, არა­ფერს იფიქ­რებს, რად­გან იცი­ან, რო­გორ ვმე­გობ­რობთ. სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია, რომ ამას ვინ­მე იტყო­და.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სცე­ნა რო­მე­ლი იყო?

- ჩემ­თვის ფი­ნა­ლუ­რი სცე­ნა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. რო­დე­საც ტრა­გი­კულ ამ­ბავს მე­უბ­ნე­ბი­ან... არ გა­ვამ­ხელ, რა­ზეა სა­უ­ბა­რი. იქ ჩანს მხო­ლოდ, ხე­ლებს რო­გორ ვი­ფა­რებ და მონ­ტა­ჟის შე­დე­გად, ეს ჩაჯ­და. ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ, რად­გან მგო­ნია, რომ ეს ეპი­ზო­დი პა­ტა­რა გა­მო­ვი­და და ჩემი შე­ფა­სე­ბა ბო­ლომ­დე არ გა­მოჩ­ნდა. სა­ხე­ზე ხელი იმი­ტომ არ ამი­ფა­რე­ბია, რომ სახე და­მე­მა­ლა და მი­მი­კა არ გა­მო­მე­ჩი­ნა. მინ­დო­და, ეს კად­რი უფრო ემო­ცი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცია მა­ინც გა­მო­იწ­ვია.

- ვისი აზრი გა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ფილ­მის შე­სა­ხებ?

- ჩემი პე­და­გო­გის, გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის, ფილ­მი ნახა და მა­ინ­ტე­რე­სებს, რას მე­ტყვის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მის რჩე­ვებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მარიამ როინიშვილის ყოფილმა მეუღლემ სხვა სიყვარული იპოვა

მარიამ როინიშვილის ყოფილმა მეუღლემ სხვა სიყვარული იპოვა

მსახიობი გიორგი მახარაძე გადაიღეს მარიამ ქაცარავას სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმში ''ზღვარი''. მისი პარტნიორი მისივე ჯგუფელი გოგონაა, ნათია კვაშალი. ეს არის სასიყვარულო ამბავი, რომელიც ტრაგიკულად სრულდება. ფილმი უკვე გამოვიდა კინოთეატრებში. გიორგის ფილმის შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ, თუმცა მარიამ როინიშვილსა და მის განქორწინებაზეც დავუსვით შეკითხვები. გიორგი ამ თემაზე დიდი ენთუზიაზმით არ საუბრობს, მაგრამ ის კი გაგვიმხილა, რომ შეყვარებულია...

- ეს ჩემთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებში მიმიღია მონაწილეობა. თიკო ყაჯრიშვილის ფილმში მეორეხარისხოვანი როლი მაქვს, ალბათ, გეცოდინებათ ''პატარძლები'', მონაწილეობა მიმიღია ტელესერიალებშიც.

კინო, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. ''ზღვარს'' ისეთ პირობებში ვიღებდით, რომ დაფინანსება საერთოდ არ გვქონია. ჩვენი სახსრებით გადავიღეთ, ზოგი კვებით დაგვეხმარა, ზოგი - კამერით და ა.შ. ფილმი ერთ თვეში გადავიღეთ თბილისსა და ბათუმში. მე და ნათია კვაშალი ჯგუფელები ვართ, მთლიანად ჯგუფიც ძალიან გაშინაურებული ვიყავით. გაგვიადვილდა ერთად მუშაობა, მიუხედავად პირობებისა.

- შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, ხანდახან უთქვამთ, რომ ზედმეტადაც კი. პირველი იყო და ალბათ, დასაწყისისთვის არც ძალიან ცუდი.

- ქართულ კინოში სასიყვარულო ამბებს ხშირად არ იღებენ, ''ზღვარში'' ასევე არის ნარკომანიის თემაც.

- არის, მაგრამ თავადაც ნახეთ ალბათ, რომ ფილმში არაფერი არ არის დაკონკრეტებული და ამაზე აქცენტი არ გაგვიკეთებია. ვეცადეთ, განსხვავებული გამოგვსვლოდა.

- შენ და ნათია ჯგუფელები ყოფილხართ და კოცნის სცენაზე არ გეცინებოდათ?

- მსახიობი იმიტომ ხარ, რომ ყველა როლი მოირგო და განასახიერო. ჩვენ ფილმში ისეთი სცენები არც გვქონია, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილიყავით. კოცნის სცენაზე რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა, ნათია ყვიროდა, არ შემიძლიაო, გვეცინებოდა, რასაკვირველია, მაგრამ ამ სცენით არ დავთრგუნულვართ, არ დავძაბულვართ, იუმორში უფრო გადადიოდა.

- როგორ ფიქრობ, რადგან შეყვარებულებს თამაშობთ, ჭორები ხომ არ გაჩნდება?

- არა მგონია. არ ვიცი, უცხო რას იფიქრებს, მაგრამ ვინც მე და ნათიას გვიცნობს, არაფერს იფიქრებს, რადგან იციან, როგორ ვმეგობრობთ. საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამას ვინმე იტყოდა.

- ყველაზე რთული სცენა რომელი იყო?

- ჩემთვის ფინალური სცენა იყო ყველაზე რთული. როდესაც ტრაგიკულ ამბავს მეუბნებიან... არ გავამხელ, რაზეა საუბარი. იქ ჩანს მხოლოდ, ხელებს როგორ ვიფარებ და მონტაჟის შედეგად, ეს ჩაჯდა. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან მგონია, რომ ეს ეპიზოდი პატარა გამოვიდა და ჩემი შეფასება ბოლომდე არ გამოჩნდა. სახეზე ხელი იმიტომ არ ამიფარებია, რომ სახე დამემალა და მიმიკა არ გამომეჩინა. მინდოდა, ეს კადრი უფრო ემოციური ყოფილიყო, მაგრამ მაყურებლის ემოცია მაინც გამოიწვია.

- ვისი აზრი გაინტერესებს ყველაზე მეტად ამ ფილმის შესახებ?

- ჩემი პედაგოგის, გიორგი შალუტაშვილის, ფილმი ნახა და მაინტერესებს, რას მეტყვის. რასაკვირველია, მის რჩევებს გავითვალისწინებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება