პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს (+14 ფოტო)
შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს (+14 ფოტო)

შს საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში კი­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი (K9) გახ­სნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი რი­ჩარდ ნორ­ლან­დი, ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბი­უ­როს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ქე­როლ პე­რე­ზი და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი.

რო­გორც შს მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ნარ­კო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით კი­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბი­უ­როს და­ფი­ნან­სე­ბით 2013 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან შე­იქ­მნა ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის სა­კი­თხებ­ზე სა­მომ­სა­ხუ­რეო ძაღ­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს. ორი­ვე უწყე­ბის­თვის შე­ძე­ნი­ლია 5 სა­მომ­სა­ხუ­რეო ძაღ­ლი. ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფის წევ­რებ­მა შე­ძე­ნილ სა­მომ­სა­ხუ­რეო ძაღ­ლებ­თან ერ­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს 8-კვი­რი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის კურ­სი. ასე­ვე გა­ეც­ნენ თურ­ქეთ­ში არ­სე­ბულ სის­ტე­მას", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე სა­მომ­სა­ხუ­რეო ძაღ­ლე­ბი და­ნა­ყო­ფის წევ­რებ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დი­ან მომ­ზა­დე­ბას შს სა­მი­ნის­ტროს კი­ნო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და ძაღ­ლე­ბის 8 მუდ­მივ­მოქ­მედ სა­ცხოვ­რე­ბელ ვო­ლი­ერს, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ამას­თან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, რი­ჩარდ ნორ­ლან­დის გან­მარ­ტე­ბით, ეს პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"მათ­თვის, ვინც მუ­შა­ობს სა­ელ­ჩო­ში კარ­გად ნაც­ნო­ბია ეს აე­რო­პორ­ტი. ამით ჩვენ ვსარ­გებ­ლობთ მა­შინ, როცა ჩა­მოვ­დი­ვართ თბი­ლის­ში, ან მივ­დი­ვართ უცხო­ეთ­ში. ასე­ვე ამ აე­რო­პორ­ტით ხდე­ბა მგზავ­რთა გა­ტა­რე­ბა და ვაჭ­რო­ბა. გა­სულ კვი­რას ჩვენ შავ ზღვა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, სა­დაც ვეს­წრე­ბო­დით კი­დევ ერთი შე­ნო­ბის გახ­სნას, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო სა­ზღვრე­ბის და­ცუ­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტს და­ე­მა­ტა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც იმი­სათ­ვის იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, რომ აღიკ­ვე­თოს ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა.

"ეს პრო­ცე­სი კარ­გად ჯდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და მის ბაზ­რებ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბი­უ­როს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ქე­როლ პე­რე­ზის გან­მარ­ტე­ბით, ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლა გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და მას­თან ბრძო­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"ჩვენ მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­მოგ­ვი­ერ­თდა ამ პროგ­რა­მა­ში, რად­გან ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­ვაჭ­რე­ე­ბი არ ცნო­ბენ სა­ზღვრებს", - გა­ნა­ცხა­და ქე­როლ პე­რეზ­მა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და შსს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ახ­დე­ნენ ტვირ­თის შე­მოწ­მე­ბა­სა და ნარ­კო­ტი­კის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ცხა­დია, რომ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ქვე­ყა­ნა­ში აღარ შე­მო­ი­ტა­ნენ. ვფიქ­რობ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ სხვა სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე ანა­ლო­გი­უ­რი ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ე­წყო ძაღ­ლე­ბის მიერ ნარ­კო­ტი­კე­ბის ამო­ღე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩე­მოდ­ნებ­ში და­მა­ლეს და ძაღ­ლებ­მა მათი პოვ­ნა შეძ­ლეს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს (+14 ფოტო)

შს და ფინანსთა სამინისტროებს ამერიკაში გაწვრთნილი ძაღლები გადასცეს (+14 ფოტო)

შს საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტი (K9) გახსნა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

როგორც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. მისივე განმარტებით კინოლოგიური პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება.

"პროექტის ფარგლებში შს და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა შეძენილ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარეს 8-კვირიანი მომზადების კურსი. ასევე გაეცნენ თურქეთში არსებულ სისტემას", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

მისივე განმარტებით მიმდინარე ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები დანაყოფის წევრებთან ერთად ყოველდღიურად გადიან მომზადებას შს სამინისტროს კინოლოგიურ სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივმოქმედ საცხოვრებელ ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განმარტებით, ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"მათთვის, ვინც მუშაობს საელჩოში კარგად ნაცნობია ეს აეროპორტი. ამით ჩვენ ვსარგებლობთ მაშინ, როცა ჩამოვდივართ თბილისში, ან მივდივართ უცხოეთში. ასევე ამ აეროპორტით ხდება მგზავრთა გატარება და ვაჭრობა. გასულ კვირას ჩვენ შავ ზღვაზე ვიმყოფებოდით, სადაც ვესწრებოდით კიდევ ერთი შენობის გახსნას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო საზღვრების დაცულობას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის განმარტებით, თბილისის აეროპორტს დაემატა ახალი სამსახური, რომელიც იმისათვის იქნება მიმართული, რომ აღიკვეთოს ნარკოტიკებით ვაჭრობა.

"ეს პროცესი კარგად ჯდება საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და მის ბაზრებთან ჰარმონიაში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ქეროლ პერეზის განმარტებით, ნარკოტიკებთან ბრძოლა გლობალური პრობლემაა და მასთან ბრძოლა აუცილებელია.

"ჩვენ მადლიერები ვართ, რომ საქართველო შემოგვიერთდა ამ პროგრამაში, რადგან ნარკოტიკებით მოვაჭრეები არ ცნობენ საზღვრებს", - განაცხადა ქეროლ პერეზმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ფინანსთა სამინისტრო და შსს თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით მოახდენენ ტვირთის შემოწმებასა და ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში, ცხადია, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ქვეყანაში აღარ შემოიტანენ. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული ღონისძიებაა. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ანალოგიური ერთობლივი ღონისძიებების გატარებას", - განაცხადა ხადურმა.

ღონისძიებაზე მოეწყო ძაღლების მიერ ნარკოტიკების ამოღების ინსცენირება. სამართალდამცავებმა ნარკოტიკები ჩემოდნებში დამალეს და ძაღლებმა მათი პოვნა შეძლეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ