"ქართულმა ოცნებამ" ყველაზე დიდი ოდენობით შემოწირულება - 60 000.00 ლარი ფიზიკური პირის, ალექსანდრე ავსაჯანიშვილისგან მიიღო.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" შემოწირულობამ სულ 243 022.00 ლარი შეადგინა. ალექსანდრე ავსაჯანიშვილის შემდეგ, "ქართული ოცნების" ყველაზე მსხვილი შემომწირველი კახა გოგიჩაიშვილი იყო, რომელმაც პარტიას 50 000.00 ლარი გადაურიცხა. რაც შეეხება სხვა მსხვილ შემომწირველებს, მათ შორის არიან გალაქტიონ ლაითაძე 20 000.00 ლარით, გოჩა შარაშიძე - 11 800 ლარი, დათო რურუა – 10 000.00 ლარი, გიორგი ხვედელიანი – 10 000.00 ლარი, კონსტანტინე გეგელაშვილი – 10 000.00 ლარი, ზურაბ რურუა – 10 000.00 ლარი და დალი ვეშაპიძე – 8 000.00 ლარი.
ფულადი შემოწირულების გარდა, "ქართულ ოცნებას" ზემოაღნიშნულ პერიოდში მიღებული აქვს არაფულადი შემოწირულობა მათ შორის მომღერლებისგან, რომელთა შორის არიან: სალომე ბაკურაძე, სოფო ბედია, ოთარ ნემსაძე, ზურაბ ხაჩიძე, პაატა ხაჩიძე, ირაკლი ნოზაძე, სალომე ბაკურაძე, ბორის ბედია, ზურაბ მანჯავიძე და სხვა.