პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ხოშტარია - იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ფიროსმანის საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია
გოგი ხოშტარია - იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ფიროსმანის საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია

იმის თქმა, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლია ნიკო ფი­როს­მა­ნის სა­ვა­რა­უ­დო საფ­ლა­ვი, ამ დრო­ის­თვის ხმა­მა­ღა­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, იმ საფ­ლავ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ფი­როს­მა­ნის იყოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვლე­ვა გაგ­რძელ­დეს.

რო­გორც ხოშ­ტა­რი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს.

"ნა­პოვ­ნია საფ­ლა­ვი, რო­მელ­ზეც რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლი არის კვლე­ვა ვა­წარ­მო­ოთ, რომ იქ­ნებ ეს არის ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი. სა­ვა­რა­უ­დო საფ­ლა­ვი ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია. ახლა ვი­ყა­ვით საფ­ლავ­ზე. სა­ერ­თო აზრი ის არის, რომ არის სა­ფუძ­ვლე­ბი ვა­რა­უ­დის­თვის, რომ არის ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვი. პირ­ვე­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არის წარ­წე­რა. მაგ­რამ ამ წარ­წე­რა­ში არ არის გვა­რი, არ არის თა­რი­ღი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წარ­წე­რა არის ასე­თი – შე­ი­წყა­ლე, უფა­ლო, ნი­კა­ლაი!. რო­გორც ცნო­ბი­ლია მას ნი­კა­ლას ეძახ­დნენ. ესეც ეჭ­ვებს ბა­დებს", - აღ­ნიშ­ნა ხოშ­ტა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე ეჭ­ვებს ბა­დებს ის, რომ საფ­ლა­ვი არის პა­ტა­რა ზო­მის და ბავ­შვის საფ­ლავს გავს.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­როა ეს საფ­ლა­ვი ამო­ი­წი­ოს და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით დად­გინ­დეს თუ რა სი­დი­დის არის მი­წის ქვეშ ადა­მი­ა­ნის ნეშ­თი. თუ ეს პა­ტა­რა ბავ­შვის საფ­ლა­ვი აღ­მოჩ­ნდა, სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს ნიკო ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვი არ არის. თუ ასე არ იქ­ნე­ბა, საფ­ლა­ვი უნდა ამო­ი­თხა­როს და დნმ-ის შე­მოწ­მე­ბა უნდა მოხ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ხოშ­ტა­რი­ამ. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, არის არის რა­ღაც ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ნიკო ფი­როს­მა­ნი სწო­რედ კუ­კი­ა­ზეა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი.

"არის ცნო­ბე­ბი, სა­დაც ვი­ღაც ახ­ლობ­ლე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რომ იგი არის დაკ­რძა­ლუ­ლი კუ­კი­ა­ზე, ეკ­ლე­სი­ის­გან მარ­ცხნივ. ასე­ვე არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ ამ საფ­ლავ­ზე ჭი­რი­სუ­ფა­ლიც და­დი­ო­და. ეს საფ­ლა­ვიც არის კუ­კი­ა­ზე და ეკ­ლე­სი­ის­გან მარ­ცხნივ. ეს ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი საკ­მა­რის­ზე მე­ტია იმის სათ­ქმე­ლად, რომ კვლე­ვა გაგ­რძელ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ხოშ­ტა­რი­ამ.

რო­გორც კუ­ლუტ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია საფ­ლა­ვის ქვა, წარ­წე­რით - "შე­ი­წყა­ლე, უფა­ლო, ნი­კა­ლა!".

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტმა მაია რა­მიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია, ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე და ამი­რან არა­ბუ­ლი, ის­ტო­რი­კო­სი ზაზა აბა­ში­ძე, მწე­რა­ლი კოტე ჯან­დი­ე­რი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ეკა კიკ­ნა­ძე გუ­შინ სწო­რედ იმ ად­გი­ლას მი­იწ­ვია, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნიკო ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვი ეგუ­ლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გოგი ხოშტარია - იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ფიროსმანის საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია

გოგი ხოშტარია - იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ფიროსმანის საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალი ნათქვამია

იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ განუცხადა. მისი თქმით, იმ საფლავზე, რომელიც შეიძლება ფიროსმანის იყოს, აუცილებელია კვლევა გაგრძელდეს.

როგორც ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად შესწავლას საჭიროებს.

"ნაპოვნია საფლავი, რომელზეც რაღაც საფუძველი არის კვლევა ვაწარმოოთ, რომ იქნებ ეს არის ფიროსმანაშვილის საფლავი. სავარაუდო საფლავი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ახლა ვიყავით საფლავზე. საერთო აზრი ის არის, რომ არის საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ არის ფიროსმანის საფლავი. პირველი საფუძველი არის წარწერა. მაგრამ ამ წარწერაში არ არის გვარი, არ არის თარიღი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარწერა არის ასეთი – შეიწყალე, უფალო, ნიკალაი!. როგორც ცნობილია მას ნიკალას ეძახდნენ. ესეც ეჭვებს ბადებს", - აღნიშნა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ასევე ეჭვებს ბადებს ის, რომ საფლავი არის პატარა ზომის და ბავშვის საფლავს გავს.

"ამ მიმართულებით საჭიროა ეს საფლავი ამოიწიოს და სპეციალური აპარატურის მეშვეობით დადგინდეს თუ რა სიდიდის არის მიწის ქვეშ ადამიანის ნეშთი. თუ ეს პატარა ბავშვის საფლავი აღმოჩნდა, სამწუხაროდ, აღმოჩნდება, რომ ეს ნიკო ფიროსმანის საფლავი არ არის. თუ ასე არ იქნება, საფლავი უნდა ამოითხაროს და დნმ-ის შემოწმება უნდა მოხდეს", - აღნიშნა ხოშტარიამ. თუმცა, მისივე თქმით, არის არის რაღაც ცნობები, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნიკო ფიროსმანი სწორედ კუკიაზეა დასაფლავებული.

"არის ცნობები, სადაც ვიღაც ახლობლები მოიხსენიებენ, რომ იგი არის დაკრძალული კუკიაზე, ეკლესიისგან მარცხნივ. ასევე არსებობს ჩანაწერები, რომ ამ საფლავზე ჭირისუფალიც დადიოდა. ეს საფლავიც არის კუკიაზე და ეკლესიისგან მარცხნივ. ეს ყველა მონაცემი საკმარისზე მეტია იმის სათქმელად, რომ კვლევა გაგრძელდეს", - აღნიშნა ხოშტარიამ.

როგორც კულუტრის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!".

სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა საკუთარი რამდენიმე მეგობარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გუშინ სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია