პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძარცვა პლასტიკური ბარათებით საქართველოში - რა უნდა იცოდეთ, რომ მორიგი მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ
ძარცვა პლასტიკური ბარათებით საქართველოში - რა უნდა იცოდეთ, რომ მორიგი მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით 300 მო­ქა­ლა­ქის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­ი­პო­ვეს.

ცოტა ხნის წინ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის და პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი­დან ფუ­ლა­დი თან­ხის ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, შარ­დენ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი ბა­რის მე­პატ­რო­ნე და ამა­ვე ბა­რის მიმ­ტა­ნი და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის – ე.წ. "რი­დე­რი"-ს სა­შუ­ა­ლე­ბით, 2014 წლის მარ­ტი­დან მა­ი­სამ­დე უკა­ნო­ნოდ აგ­რო­ვებ­დნენ ბა­რის სხვა­დას­ხვა კლი­ენ­ტის სა­ბა­რა­თე მო­ნა­ცე­მებს და კლი­ენ­ტე­ბის მიერ თან­ხის გა­დახ­დის დროს, ტერ­მი­ნა­ლებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ პინ-კო­დებს იმახ­სოვ­რებ­დნენ. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით 300 მო­ქა­ლა­ქის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­ი­პო­ვეს. უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის – ე.წ. "რა­ი­დე­რი"-ს სა­შუ­ა­ლე­ბით, ყალბ პლას­ტი­კურ ბა­რა­თებს ამ­ზა­დებ­დნენ და აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სხვა­დას­ხვა ბან­კო­მა­ტი­დან თან­ხებს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ანაღ­დებ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა მა­ღა­ლი ზრდის ტემ­პით ხა­სი­ათ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ან­რე, ჩნდე­ბა კი­თხვა, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და რა ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღონ იმი­სათ­ვის, რომ მსგავ­სი ფაქ­ტის წი­ნა­შე არ აღ­მოჩ­ნდნენ?

კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა BPN-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი დაც­ვის სი­ტე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს და მომ­ხმა­რე­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი.

რო­გორც "პროკ­რე­დიტ ბან­კში" აცხა­დე­ბენ, მათი პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის დაც­ვის სის­ტე­მა ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა და ამ სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას ბან­კში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი უზ­რუნ­ვე­ყოფს. ამი­ტომ პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი­დან თან­ხის მო­პარ­ვის­გან მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ცუ­ლია, თუ თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ი­ცავს არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბით და და­იც­ვას სა­კუ­თა­რი ბა­რა­თი მე­სა­მე პი­რის მიერ არა­ლე­გა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­გან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ. მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს აირ­ჩი­ოს 3 სხვა­დას­ხვა პა­კე­ტი­დან ერთ–ერთი, იმის და მი­ხედ­ვით, რა ინ­ტენ­სი­უ­რო­ბი­თა და მო­ცუ­ლო­ბით იყე­ნებს პლას­ტი­კურ ბა­რათს. სერ­ვი­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა სულ 4, 10 და 50 ლარი წე­ლი­წად­ში, პა­კე­ტის შე­სა­ბა­მი­სად. ბა­რა­თის არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­გან დაც­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს ბან­კო­მა­ტის , პოს­ტერ­მი­ნა­ლის და ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ მოხ­მა­რე­ბას",- აცხა­დე­ბენ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში".

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩე­ვენ და­იც­ვან ზო­გა­დად, პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი წესი, იმის­თვის რომ ბა­რა­თი უსაფრ­თხოდ მო­იხ­მა­რონ. მათ შო­რის: "ინ­ტერ­ნეტ შო­პინ­გის დროს არ უნდა გა­და­ი­ხა­დოთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ვებ-გვერ­დებ­ზე, არ უნდა გა­ა­ტა­ნოთ თქვე­ნი ბა­რა­თი სხვას, ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­ში უნდა სთხო­ვოთ პოს­ტერ­მი­ნა­ლის მო­ტა­ნა ად­გილ­ზე, იმის ნაც­ვლად რომ გა­ა­ტა­ნოთ ბა­რა­თი, სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის წინ, გა­ეც­ნოთ კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში ბა­რა­თის მოხ­მა­რე­ბის რჩე­ვებს. მა­გა­ლი­თად, არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც თან­ხა მხო­ლოდ იმ ბან­კო­მა­ტი­დან უნდა გა­მო­ი­ტა­ნოთ, რო­მე­ლიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ბან­კის ფი­ლი­ალ­ში."

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ძარცვა პლასტიკური ბარათებით საქართველოში - რა უნდა იცოდეთ, რომ მორიგი მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ

ძარცვა პლასტიკური ბარათებით საქართველოში - რა უნდა იცოდეთ, რომ მორიგი მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ

ბრალდებულებმა აღნიშნული მეთოდით 300 მოქალაქის პლასტიკური ბარათის მონაცემები მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვეს.

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და პლასტიკური ბარათიდან ფულადი თანხის ფარულად დაუფლების ბრალდებით, შარდენზე მდებარე ერთ-ერთი ბარის მეპატრონე და ამავე ბარის მიმტანი დააკავა. გამოძიების თანახმად ბრალდებულები სპეციალური მოწყობილობის – ე.წ. "რიდერი"-ს საშუალებით, 2014 წლის მარტიდან მაისამდე უკანონოდ აგროვებდნენ ბარის სხვადასხვა კლიენტის საბარათე მონაცემებს და კლიენტების მიერ თანხის გადახდის დროს, ტერმინალებზე დაფიქსირებულ პინ-კოდებს იმახსოვრებდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მეთოდით 300 მოქალაქის პლასტიკური ბარათის მონაცემები მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვეს. უკანონოდ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, სპეციალური მოწყობილობის – ე.წ. "რაიდერი"-ს საშუალებით, ყალბ პლასტიკურ ბარათებს ამზადებდნენ და აღნიშნული ბარათების გამოყენებით სხვადასხვა ბანკომატიდან თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ანაღდებდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ტიპის დანაშაულის სტატისტიკა მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება. აქედან გამომდიანრე, ჩნდება კითხვა, რამდენად დაცულია პლასტიკური ბარათების მომხმარებლები და რა ზომები უნდა მიიღონ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ?

კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა BPN-თან საუბარში განაცხადეს, რომ მათი დაცვის სიტემა აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მომხმარებელი მაქსიმალურად არის დაცული.

როგორც "პროკრედიტ ბანკში" აცხადებენ, მათი პლასტიკური ბარათის დაცვის სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა და ამ სისტემის გამართულად მუშაობას ბანკში არსებული სპეციალური დეპარტამენტი უზრუნვეყოფს. ამიტომ პლასტიკური ბარათებიდან თანხის მოპარვისგან მომხმარებელი დაცულია, თუ თვითონ მომხმარებელი დაიცავს არსებულ უსაფრთხოების წესებს.

"საქართველოს ბანკის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს პლასტიკური ბარათის დაცვის მომსახურებით და დაიცვას საკუთარი ბარათი მესამე პირის მიერ არალეგალური გამოყენებისაგან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 3 სხვადასხვა პაკეტიდან ერთ–ერთი, იმის და მიხედვით, რა ინტენსიურობითა და მოცულობით იყენებს პლასტიკურ ბარათს. სერვისის ღირებულებაა სულ 4, 10 და 50 ლარი წელიწადში, პაკეტის შესაბამისად. ბარათის არაავტორიზებული მომხმარებლისგან დაცვა ითვალისწინებს ბანკომატის , პოსტერმინალის და ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებულ არაავტორიზებულ მოხმარებას",- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

"საქართველოს ბანკში" მომხმარებელს ურჩევენ დაიცვან ზოგადად, პლასტიკური ბარათის მოხმარებასთან დაკავშირებული რამდენიმე მარტივი წესი, იმისთვის რომ ბარათი უსაფრთხოდ მოიხმარონ. მათ შორის: "ინტერნეტ შოპინგის დროს არ უნდა გადაიხადოთ გადაუმოწმებელ ვებ-გვერდებზე, არ უნდა გაატანოთ თქვენი ბარათი სხვას, ასევე მომსახურების ობიექტებში უნდა სთხოვოთ პოსტერმინალის მოტანა ადგილზე, იმის ნაცვლად რომ გაატანოთ ბარათი, საზღვარგარეთ გამგზავრების წინ, გაეცნოთ კონკრეტულ ქვეყანაში ბარათის მოხმარების რჩევებს. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც თანხა მხოლოდ იმ ბანკომატიდან უნდა გამოიტანოთ, რომელიც დამონტაჟებულია ბანკის ფილიალში."

იხილეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ