კომპანია "პეპსიმ" საზაფხულო გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა. პრიზების გადაცემის ცერემონიალი, სავაჭრო ცენტრ "გალაქსიში" გაიმართა.
გათამაშებაში გამარჯვებულებს LED ტელევიზორები, "პეპსის" ჩანთები, საზღვაო პირსახოცები და კეპები კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ლევან კასრაძემ გადასცა.
"ყველას, ვინც "პეპსის" საზაფხულო გათამაშებაში ღებულობს მონაწილოებას, შეუძლია ცხელი ზაფხული უფრო სასიამოვნოდ გაატაროს პეპსის პრიზებთან ერთად. აქცია გრძელდება და ყოველდღე გათამაშებაშია 100 პრიზი (49 კეპი, 25 ჩანთა, 25 პირსახოცი და ერთი ლედ ტელევიზორი დიაგონალით 100სმ)", - განაცხადა ლევან კასრაძემ.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, "პეპსის" საზაფხულო აქცია 10 ივნისს დაიწყო და მას უკვე 1500-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. "1500 პრიზზე მეტი უკვე გათამაშებულია, მაგრამ უფრო მეტი პრიზი გასათამაშებელი. როგორც ჩანს, ყველა ეთანხმება "პეპსის" ფილოსოფიას - შეიგრძენი წამი, ისევე როგორც მსოფლიო ვარსკვლავი ფეხბურთელები. გვიხარია და ვამაყობთ, რომ "პეპსიმ" ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები - რობი ვან პერსი, ლეო მესი, სერხიო აგუერო, ჯეკ ვილშერი, დავიდ ლუის და სერხიო რამოსი მილიონობით ადამიანთან უფრო დაახლოვა", - განაცხადა ლევან კასრაძემ.
წამახალისებელი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, პრიზებს კომპანიის წარმომადენლები, რეგიონალურ ოფისებში გადასცემენ.
საზაფხულო გათამაშება 19 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული აქციის ფარგლებში, "პეპსი" ჯამში 4000 პრიზს გაათამაშებს.
კომპანია "იბერია რეფრეშმენტსი" (იგივე პეპსი) აწარმოებს "პეპსის", "პეპსი მაქსს", "პეპსი ლაითს", "მირინდას", "სევენ აპს", "მაუნტინ დიუს". ასევე სს "იბერია რეფრეშემნტსი" არის PepsiCo-ს სხვა ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი: "ლიპტონი" (ცივი ჩაი), "ია" (წვენი) და "ფრუქტოვი სადი" (წვენი).
R