საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ბექაური - უგულავამ "სითი პარკში" ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამომაშორა
კობა ბექაური - უგულავამ "სითი პარკში" ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამომაშორა

გიგი უგუ­ლა­ვამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ჩემი სტა­ტუ­სი "სითი-პარკთან" და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კობა ბე­ქა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და , რო­მე­ლიც რო­გორც გა­ირ­კვა, ახალ საბ­რალ­დე­ბო ეპი­ზოდ­ში, უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ მოწ­მეა.

იგი აცხა­დებს, რომ გიგი უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას პი­რა­დი ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბით ჩა­მო­ა­შო­რა. "2005 წელს შევ­ხვდი თა­ვად და შე­მო­ვიყ­ვა­ნე ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც უნდა გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა. მა­შინ საკ­რე­ბუ­ლო­ში ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, რომ თბი­ლის­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო კარ­გი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა. 2005 წელს ამ კომ­პა­ნი­ამ გა­ა­კე­თა პრე­ზენ­ტა­ცია, შემ­დეგ, როცა 2007 წელს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით მე დავ­ტო­ვე პარ­ლა­მენ­ტი, ამ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს უგუ­ლა­ვა და მისი მე­გობ­რე­ბი შეხ­ვდნენ და ტენ­დერ­ში გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს. კომ­პა­ნია "სითი-პარ­კის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, ის­რა­ელ­ში უგუ­ლა­ვა და ახვლე­დი­ა­ნი შეხ­ვდნენ, უთხრეს ბე­ქა­უ­რი აღა­რა­ფერ შუ­ა­ში­აო და შეს­თა­ვა­ზეს, რომ მათ წი­ლე­ბი უგუ­ლა­ვა­სა და ახვლე­დი­ა­ნის­თვის უნდა მი­ე­ცათ", - გა­ნა­ცხა­და კობა ბე­ქა­ურ­მა.

მისი თქმით, უგუ­ლა­ვამ მისი ჩა­მო­შო­რე­ბით, "გა­და­ი­ფორ­მა" "სითი-პარ­კი". "შექ­მნეს ისე­თი კონ­ტრაქ­ტი, რო­გო­რიც მათ აწყობ­დათ. არ­ჩევ­ნე­ბის დროს, მათ შავ ხვრე­ლად ჰქონ­დათ "სითი-პარ­კი", ისი­ნი აფი­ნან­სებ­დნენ 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ე.წ. ნა­სა­რი­ძის სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ას სითი-პარ­კი­დან, და­ა­საქ­მეს თა­ვი­ან­თი სა­ნა­თე­საო, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მეს სითი-პარკს, რომ თუ ვინ­მე მის გა­უქ­მე­ბას მო­ინ­დო­მებ­და, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ხა­და კომ­პა­ნი­ის­თვის. უგუ­ლა­ვამ ჩა­ა­ტა­რა სუფ­თა მა­ფი­ო­ზუ­რი ტენ­დე­რი, რომ­ლი­თაც თბი­ლი­სი მან თა­ვის ბი­უ­ჯე­ტად აქ­ცია. ამ ბი­უ­ჯე­ტის მომ­პა­რავ­მა მე, რო­გორც ამ კომ­პა­ნი­ის შე­მომ­ყვა­ნი, ვი­საც რე­ა­ლუ­რად მინ­დო­და ბიზ­ნე­სი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ჩა­მო­მა­შო­რა", - გა­ნა­ცხა­და ბე­ქა­ურ­მა, რო­მე­ლიც "სითი-პარ­კის" საქ­მე­ზე, უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ მთა­ვა­რი მოწ­მეა.

მისი თქმით, უგუ­ლა­ვას და ახვლე­დი­ანს თვი­თონ აწყობ­დათ, რომ ფული ამო­ე­ღოთ თბი­ლი­სე­ლე­ბის­გან, რის გა­მოც 5-ჯერ შეც­ვა­ლეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ას­თან. "უგუ­ლა­ვამ და მის­მა მე­გობ­რებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რა კავ­შირ­ში ვარ და ვი­ყა­ვი სითი-პარკთან", - გა­ნა­ცხა­და ბე­ქა­ურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

კობა ბექაური - უგულავამ "სითი პარკში" ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამომაშორა

კობა ბექაური - უგულავამ "სითი პარკში" ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამომაშორა

გიგი უგულავამ ძალიან კარგად იცის ჩემი სტატუსი "სითი-პარკთან" დაკავშირებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კობა ბექაურმა განუცხადა , რომელიც როგორც გაირკვა, ახალ საბრალდებო ეპიზოდში, უგულავას წინააღმდეგ მოწმეა.

იგი აცხადებს, რომ გიგი უგულავამ აღნიშნულ კომპანიაში ბიზნესსაქმიანობას პირადი ფინანსური დაინტერესებით ჩამოაშორა. "2005 წელს შევხვდი თავად და შემოვიყვანე ებრაული კომპანია, რომელთან ერთადაც უნდა განგვეხორციელებინა პარკირების სისტემა. მაშინ საკრებულოში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ თბილისში უნდა ყოფილიყო კარგი პარკირების სისტემა. 2005 წელს ამ კომპანიამ გააკეთა პრეზენტაცია, შემდეგ, როცა 2007 წელს გაურკვეველი მიზეზებით მე დავტოვე პარლამენტი, ამ კომპანიის წარმომადგენლებს უგულავა და მისი მეგობრები შეხვდნენ და ტენდერში გაამარჯვებინეს. კომპანია "სითი-პარკის" წარმომადგენლებს, ისრაელში უგულავა და ახვლედიანი შეხვდნენ, უთხრეს ბექაური აღარაფერ შუაშიაო და შესთავაზეს, რომ მათ წილები უგულავასა და ახვლედიანისთვის უნდა მიეცათ", - განაცხადა კობა ბექაურმა.

მისი თქმით, უგულავამ მისი ჩამოშორებით, "გადაიფორმა" "სითი-პარკი". "შექმნეს ისეთი კონტრაქტი, როგორიც მათ აწყობდათ. არჩევნების დროს, მათ შავ ხვრელად ჰქონდათ "სითი-პარკი", ისინი აფინანსებდნენ 2012 წლის არჩევნების პერიოდში ე.წ. ნასარიძის სარეკლამო კომპანიას სითი-პარკიდან, დაასაქმეს თავიანთი სანათესაო, ხელშეკრულება გაუფორმეს სითი-პარკს, რომ თუ ვინმე მის გაუქმებას მოინდომებდა, თბილისის ბიუჯეტს 60 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა კომპანიისთვის. უგულავამ ჩაატარა სუფთა მაფიოზური ტენდერი, რომლითაც თბილისი მან თავის ბიუჯეტად აქცია. ამ ბიუჯეტის მომპარავმა მე, როგორც ამ კომპანიის შემომყვანი, ვისაც რეალურად მინდოდა ბიზნესი გაგვეკეთებინა, ჩამომაშორა", - განაცხადა ბექაურმა, რომელიც "სითი-პარკის" საქმეზე, უგულავას წინააღმდეგ მთავარი მოწმეა.

მისი თქმით, უგულავას და ახვლედიანს თვითონ აწყობდათ, რომ ფული ამოეღოთ თბილისელებისგან, რის გამოც 5-ჯერ შეცვალეს ხელშეკრულება კომპანიასთან. "უგულავამ და მისმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რა კავშირში ვარ და ვიყავი სითი-პარკთან", - განაცხადა ბექაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ