საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა" - უიღბლო ქართველი მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის ზღვარზე
"მან ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა" - უიღბლო ქართველი მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის ზღვარზე

გა­გიმ­ხელთ, ეს იმ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­თა­გა­ნია, როცა სტა­ტი­ის­თვის შე­სავ­ლის გა­კე­თე­ბა მი­ჭირს. რამ­დენ­ჯერ­მე დავ­წე­რე და წავ­შა­ლე... ჯერ მინ­დო­და, 40 წლის, ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის უბე­დო­ბა იღ­ბლის­თვის გა­და­მებ­რა­ლე­ბი­ნა... შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, მისი დე­დი­სა და შვი­ლე­ბის­თვის ნუ­გე­ში მეთ­ქვა... მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი - ავ­ღა­ნეთ­ში მისი გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი იყო და სწო­რედ ამით მინ­დო­და და­წყე­ბა... კი­დევ ერთი, ბოლო მცდე­ლო­ბა კი ის გახ­ლდათ, რომ მინ­დო­და, სტა­ტია მისი უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის მო­ყო­ლით და­მე­წყო... რო­გორ და­ი­წე­რა ჯვა­რი ბერ­ძენ­მა დი­მიტ­რიმ უგო­ნოდ მყოფ ჯუ­ლი­ე­ტა ბე­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი, სიკ­ვდილს ებ­რძო­და... არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­და, არც კი ვიცი, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... ალ­ბათ მა­ინც ის, რომ თაღ­ლი­თის მსხვერ­პლი ახალ­გაზ­რდა ქალი სხვი­სი ვა­ლე­ბის გა­და­სახ­დე­ლად ათენ­ში გა­ემ­გზავ­რა და იქ ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა - ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­და, ოჯახს კი იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ჰქონ­და, შვი­ლი სახ­ლში და­ეს­ვე­ნე­ბი­ნა. ისი­ნი სამ­ძი­მარს ფაქ­ტობ­რი­ვად, კორ­პუ­სის ეზო­ში იღებ­დნენ და ჯუ­ლი­ე­ტაც იქი­დან გა­ას­ვე­ნეს. მისი შვი­ლი - გი­ორ­გი კი და­უ­ტი­რე­ბე­ლი დე­დის შე­სა­ხებ ბე­ბი­ის მო­ნა­თხრობს ცი­ხის კედ­ლებ­ში წა­ი­კი­თხავს.

ბა­გებ­ში, ყო­ფილ სტუდ­ქა­ლაქ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრმად მი­ვე­დი, რად­გან მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ ჯუ­ლი­ე­ტა ბე­ნი­ძე იქ რო­მე­ლი­ღაც კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. პირ­ვე­ლი­ვე კორ­პუს­თან გავ­ჩერ­დი და მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი. გამ­ყიდ­ველ ქალ­ბა­ტონს ვთხო­ვე, დამ­ხმა­რე­ბო­და ბე­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მო­ძებ­ნა­ში. ტე­ლე­ფო­ნით ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დანს და­უ­კავ­შირ­და და ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ზუს­ტად ერთ წუთ­ში ასა­კო­ვა­ნი, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნიც გა­მოჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მას­პინ­ძე­ლი მა­ღა­ზი­ის გვერ­დით, ნულ სარ­თულ­ზე, თა­ვის­სა­ვე აშე­ნე­ბულ მო­ცუცქნულ ოთახ­ში ცხოვ­რობს. კორ­პუ­სი მა­ღალ ბო­ძებ­ზე დგას და სწო­რედ ამ ბო­ძე­ბის ქვეშ აქვს ამო­შე­ნე­ბუ­ლი 8 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი, რო­მელ­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­თმევ­და. ოთა­ხის შე­სას­ვლე­ლი კი იმ­დე­ნად ვიწ­როა, რომ კუბო არ შე­ე­ტია. ჭი­რი­სუ­ფალ­მა იქვე, შე­სას­ვლელ­თან სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­ჭი­მა თო­კე­ბი და ლურ­ჯი ფე­რის "ბრე­ზენ­ტით" შე­მო­ღო­ბა, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­ას­ვე­ნეს.

რუ­სუ­დან ბე­ნი­ძე:

- ჯული წა­ლენ­ჯი­ხა­ში ცხოვ­რობ­და, ქმარ-შვილ­თან ერ­თად. ორი შვი­ლი ჰყავ­დათ, როცა მისი ქმა­რი უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­და და მას მერე თვა­ლით არ გვი­ნა­ხავს. მის გა­სამ­გზავ­რებ­ლად ფული ჯუ­ლიმ ისეს­ხა იმ ქა­ლის­გან, ვინც თხილს იბა­რებს ანუ 400 კილო თხი­ლის ფული წი­ნას­წარ მის­ცა. იმ წელს თხი­ლის მო­სა­ვა­ლი არ მო­ვი­და და მხო­ლოდ 150 კილო ჩა­ა­ბა­რა. შემ­დეგ წელს, დარ­ჩე­ნი­ლი 250 კილო გა­ა­ორ­მა­გა და 500 კილო უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა ანუ მე­ვა­ლემ ყო­ველ­თვი­უ­რი პრო­ცენ­ტი და­ა­კის­რა, რაც მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა ზურ­გზე მარ­ტო­ხე­ლა ქალს და გა­და­წყვი­ტა, ბავ­შვე­ბი ჩემ­თვის მო­ე­ბა­რე­ბი­ნა, თვი­თონ კი ჯარ­ში, კონ­ტრაქ­ტო­რად წა­სუ­ლი­ყო. გო­რი­სა და ვა­ზი­ა­ნის ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რობ­და, შემ­დეგ ერაყ­შიც წა­ვი­და. 6 თვის მერე ერა­ყი­დან თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ და ტა­ნი­სა­მო­სის გა­მოც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მის­ცეს, პირ­და­პირ ომში წა­იყ­ვა­ნეს.

- 2008 წლის ომს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ. ერა­ყი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ბარ­გი გორ­ში, ერთ ოთახ­ში შე­აყ­რე­ვი­ნეს და კარი ჩა­კე­ტეს. 3 დღე იბ­რძო­და ჯული. რო­დე­საც ქარ­თულ­მა ჯარ­მა გა­მოს­ვლა და­ი­წყო, 8 ბომბმ­ტყორ­ცნი ზურ­გზე აი­კი­და, რომ მტრის­თვის არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და მცხე­თამ­დე ფე­ხით იარა. ისე გა­მორ­ბოდ­ნენ მებ­რძო­ლე­ბი, თურ­მე გზა­შიც არ უჩე­რებ­დნენ მან­ქა­ნას. ია­რა­ღი მა­ინც წა­ი­ღე­თო, - სთხოვ­და თურ­მე მძღო­ლებს, მაგ­რამ მის­თვის არა­ვის ეცა­ლა. ერა­ყი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბიც არ დახ­ვდა ად­გილ­ზე, ვი­ღა­ცას გა­უ­ძარ­ცვავს ჯა­რის­კა­ცე­ბი და ის ოთა­ხი ცა­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჯუ­ლის შვილს - გი­ორ­გის თა­მა­ში­სას თვა­ლი და­უ­ზი­ან­და და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­და. ბოლო ოპე­რა­ცი­ის­თვის თურ­ქეთ­ში წას­ვლა იყო სა­ჭი­რო, რომ სი­ლი­კო­ნის თვა­ლი ჩა­ეს­ვათ. ამას დიდი დრო სჭირ­დე­ბო­და, ჯუ­ლის კი ამ­დე­ნი ხნით არა­ვინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და სამ­სა­ხუ­რი­დან. ამი­ტომ სა­ერ­თოდ წა­მო­ვი­და იქი­დან, რომ შვი­ლის­თვის მი­ე­ხე­და. 1.000 დო­ლა­რი ბან­კი­და­ნაც ისეს­ხა და შვილს უპატ­რო­ნა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ჯული ახ­ლობ­ლის სახ­ლში შემ­თხვე­ვით გა­და­ე­ყა­რა ვინ­მე მაკა ხუ­ბუ­ას, რო­მელ­მაც შე­ი­ტყო, რომ უმუ­შე­ვა­რი ჯული ბან­კის ვალს ვერ იხ­დი­და და შეს­თა­ვა­ზა, - შენი ბინა (რო­მე­ლიც სულ 2 კვი­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და) ჩავ­დოთ ბან­კში, იპო­თე­კით დავ­ტვირ­თოთ, შენ 1.000 დო­ლარს მოგ­ცემ და ამ ფულს საქ­მე­ში ჩავ­დებ, 3 თვე­ში ბი­ნა­საც და­გიბ­რუ­ნე­ბო. გაბ­რიყ­ვდა ჩემი შვი­ლი და და­თან­ხმდა. ის 1.000 დო­ლა­რი მარ­თლაც მის­ცა, მაგ­რამ იმა­ვე სა­ღა­მოს და­ად­გა თავ­ზე, - სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა, 3 დღით მა­სეს­ხე ფული და და­გიბ­რუ­ნე­ბო. ისევ უკან წა­ი­ღო. გა­დი­ო­და დრო და მა­კას­თან ვე­რა­ფერს გახ­და. ჩხუ­ბი­სა და აყალ­მა­ყა­ლის შემ­დეგ, იმ თაღ­ლით­მა შეს­თა­ვა­ზა - სა­ბერ­ძნეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­გიყ­ვან, რაც 5 ათა­სი ევრო ჯდე­ბა, იქ რომ ჩახ­ვალ, მაგ ფულს დე­და­ჩე­მი გა­და­იხ­დი­სო. სხვა გზა მა­ინც არ იყო და ჯული და­თან­ხმდა. მა­კამ გა­აფრ­თხი­ლა, გზის ფული გამ­ზა­დე­ბუ­ლი გქონ­დეს, შე­საძ­ლოა, უეც­რად მო­გიხ­დეს წას­ვლაო. სა­წყალ გო­გოს 200 ევრო ჰქონ­და გა­და­ნა­ხუ­ლი. ერთ სა­ღა­მოს მაკა ვი­ღაც მა­მა­კაც­თან ერ­თად მო­ვი­და და უთხრა, ეს შენი გამ­ცი­ლე­ბე­ლია, ხვალ მი­დი­ხარ და ფული მი­ე­ციო. ის 200 ევ­როც ჩა­ი­ჯი­ბა და მე­ო­რე დღეს კი არა, თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ ძლივს გა­უშ­ვა, ისიც დიდი ჩხუ­ბის მერე. ჩა­ვიდ­ნენ სა­ბერ­ძნეთ­ში, პირ­ველ­სა­ვე ქა­ლაქ­ში მა­კას დედა უნდა დახ­ვედ­რო­და და ამ კა­ცის­თვის ფული გა­და­ე­ხა­და. არ დახ­ვდა. ჯუ­ლიმ რომ და­უ­რე­კა, უთხრა, - ფული არ მაქვს, ათე­ნამ­დე ჩა­მო­დით და აქ რა­მეს მო­ვა­ხერ­ხე­ბო. გამ­ყოლ­მა უარი თქვა ათენ­ში ჩას­ვლა­ზე და ჯუ­ლიც არ გა­უშ­ვა, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და იქ. ჩავ­რიე სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნაც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, იმათ ჩა­ა­კი­თხეს და ჯული იმ პი­რო­ბით წა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ თა­ვად გა­და­უხ­დი­და ნა­წილ-ნა­წილ ამ 5 ათას ევ­როს. მოკ­ლედ, ის ბი­ნაც დავ­კარ­გეთ, გზის ფუ­ლიც ჯუ­ლის გა­და­სახ­დე­ლი შე­იქ­ნა.

- რო­მელ წელს მოხ­და ეგ ამ­ბა­ვი?

- 2010-ში. კარ­გა ხანი მო­ან­დო­მა ვა­ლის და­ფარ­ვას, ჩვენ თით­ქმის ვერ გვეხ­მა­რე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ფული და რო­გორც კი ეს ჩემს ან­გა­რიშ­ზე აი­სა­ხა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მა­შინ­ვე მოგ­ვიხ­სნეს. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი ვართ, მეც ვიბ­რძო­დი, ჩემი შვი­ლიც - ჯუ­ლის ტყუ­პის­ცა­ლი ძმა, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ვართ, მაგ­რამ რად­გან სა­ბერ­ძნე­თი­დან ცოტა ფული გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, დახ­მა­რე­ბა მა­შინ­ვე მო­მიხ­სნეს.

- მა­კას რა ბედი ეწია?

- და­ი­ჭი­რეს, გა­ა­სა­მარ­თლეს და 16 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ ახლა უკვე გა­რე­თაა. 34 ოჯა­ხი ჰყო­ლია ჩვენ­სა­ვით გამ­წა­რე­ბუ­ლი. ბინა იპო­თე­კარ­მა წაგ­ვარ­თვა და ღია ცის ქვეშ დავ­რჩით. სწო­რედ ამის შემ­დეგ ამო­ვა­შე­ნე ეს სა­ნაგ­ვედ ქცე­უ­ლი ად­გი­ლი, გა­მო­ვა­სუფ­თა­ვე და ამა­საც მარ­თმევ­და წინა მთავ­რო­ბა. თა­ვი­დან ბლო­კით ამო­ვა­შე­ნე, მაგ­რამ მო­ვიდ­ნენ და მი­თხრეს, - 2 დღეს გაძ­ლევთ, ან გა­ი­ფორ­მე ეს ად­გი­ლი, ან და­ან­გრიე, თო­რემ 10 ათას­ლა­რი­ან ჯა­რი­მას და­გი­წერ­თო. ავ­დე­ქი და და­ვან­გრიე. იდ­გნენ და მი­ყუ­რებ­დნენ, ტი­რილ-ტი­რი­ლით რო­გორ ვან­გრევ­დი ძლივს აშე­ნე­ბულ კე­დელს. ახლა ფა­ნე­რე­ბით ავ­ჭე­დე, ზამ­თარ­ში სა­შინ­ლად ცივა აქ, მაგ­რამ არც არა­ვინ მო­დის წა­სარ­თმე­ვად.

- ტრა­გე­დია რო­დის დატ­რი­ალ­და?

- 17 მა­ისს. ჯერ ორ­მო­ციც არ გვაქვს გა­დახ­დი­ლი. 28 მა­ისს ჯული ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და, 4 წე­ლია, აქ არ ყო­ფი­ლა და გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, ერთი სული ჰქონ­და, რო­დის ჩა­მო­ვი­დო­და. ზუს­ტად 28-ში ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ. 2 წლის წინ ჯუ­ლიმ ბერ­ძე­ნი მა­მა­კა­ცი გა­იც­ნო. ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ კი­დეც. და­ნიშ­ნუ­ლე­ბიც იყ­ვნენ. სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და, ჯვა­რიც უნდა და­ე­წე­რათ. დი­მიტ­რი უშ­ლი­და, - ნუ მუ­შა­ო­ბო, მაგ­რამ ჯუ­ლის ერი­დე­ბო­და მის კმა­ყო­ფა­ზე ყოფ­ნა, თან ფულს ჩვენც ხომ გვიგ­ზავ­ნი­და და შა­ბათ-კვი­რას ერთი მო­სა­მარ­თლის ოჯახ­ში მა­ინც მი­დი­ო­და ხოლ­მე. იმ დღე­საც მი­სუ­ლა, ფან­ჯრის გაწ­მენ­და მო­უნ­დო­მე­ბია. ფან­ჯა­რა ლიფ­ტის კა­რი­ვით იღე­ბო­და. გა­უ­ღია და არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. ჰოდა, ას­ვლი­სას ფან­ჯა­რა გა­მო­წე­უ­ლა, წო­ნას­წო­რო­ბა ვერ და­უ­ცავს და 15 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლა. მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ და აპა­რატ­ზე შე­უ­ერ­თე­ბი­ათ. 3 დღის შემ­დეგ, გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად და­ლია სული. მა­ნამ­დე კი დი­მიტ­რის მას­ზე ჯვა­რი და­უ­წე­რია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მიც­ვა­ლე­ბულ­ზე იქორ­წი­ნა და შემ­დეგ ჯვრის­წე­რის ბე­ჭე­დი ჩვენ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, - ჯუ­ლის იმ ქვეყ­ნად გა­ა­ტა­ნე­თო. აი, ნა­ხეთ, შიგ­ნი­დან ბე­ჭედს ჯუ­ლი­ე­ტა აწე­რია. ჯუ­ლი­ე­ტას ბე­ჭედს კი დი­მიტ­რი ეწე­რა. თა­ვი­სი ბე­ჭე­დი თან წა­ი­ღო, ცო­ცხა­ლი კა­ცის ნივ­თის გა­ტა­ნე­ბა კი თურ­მე არ შე­იძ­ლე­ბა და ამი­ტომ და­ვი­ტო­ვეთ.

- გას­ვე­ნე­ბა­ში დი­მიტ­რი ვერ ჩა­მო­ვი­და?

- რო­გორც კი შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჯული სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, მისი ტყუ­პის­ცა­ლი ძმა მა­შინ­ვე გა­ემ­გზავ­რა სა­ბერ­ძნეთ­ში. მან გად­მო­ას­ვე­ნა, თუმ­ცა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად დი­მიტ­რი ამოგ­ვიდ­გა მხარ­ში. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და, არ ვიცი. სა­ელ­ჩომ დახ­მა­რე­ბა­ზე უარი გვი­თხრა, რად­გან მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ვეხ­მა­რე­ბით, კა­ნონ­ში ასე წე­რი­აო. ის კი არა, აე­რო­პორ­ტი­დან სახ­ლამ­დე რომ მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა, კა­ტა­ფალ­კის ფული ვთხო­ვეთ გამ­გე­ო­ბას და უკვე რამ­დე­ნი­მე დღის გას­ვე­ნე­ბუ­ლი იყო ჯული, უარი რომ მოგ­ვი­ვი­და. გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა, მაკა გო­დერ­ძიშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, - 120 ლარს თუ გა­და­იხ­დით, კა­ტა­ფალ­კას და­ვუ­რე­კავ და მო­გემ­სა­ხუ­რე­ბა­თო. თით­ქოს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს ვერ გა­ვი­გებ­დი. სი­ნამ­დვი­ლე­ში 50 ლარი დაჯ­და. დი­მიტ­რიმ მი­თხრა, - სა­საფ­ლაო გა­ა­კე­თეთ და ორ­მო­ცის­თვის ჩა­მო­ვა­ლო. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს.

- დი­მიტ­რის შე­სა­ხებ კი­დევ რა იცით?

- ვიცი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტია და მგო­ნი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­ლავთ. მეტი არა­ფე­რი.

- ჯუ­ლის შვი­ლებ­ზე გვი­თხა­რით რამე...

- სა­ლო­მე 18 წლი­საა, დე­და­მის­მა 9 თვის წინ წა­იყ­ვა­ნა სა­ბერ­ძნეთ­ში და იქ სწავ­ლობს. ახლა უპატ­რო­ნოდ დარ­ჩა, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბის იმედ­ზე. ბიჭი სას­ჯელს იხ­დის, 2 წე­ლია, ცი­ხე­შია.

- დე­დის გას­ვე­ნე­ბას ვერ დაეს­წრო? რო­გორც ვიცი, ბად­რაგს მოჰ­ყავს ხოლ­მე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში...

- რას ამ­ბობთ, ცი­ხე­ში ნაჯ­დო­მი ბავ­შვი მო­ვი­დო­და და დე­დის ცხე­დარ­თან დად­გე­ბო­და? ამას რო­გორ აკად­რებ­და დე­დას, ამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფას რო­გორ მი­ა­ყე­ნებ­და?! დარ­ჩა დედა და­უ­ტი­რე­ბე­ლი... სა­ტან­ჯვე­ლად და­ი­ბა­და ჩემი შვი­ლი, ქმარ­მა არ გა­უ­მარ­თლა, ჯარი, ერა­ყი, 2008 წლის ომი გა­მო­ი­ა­რა, თაღ­ლი­თის მსხვერ­პლი გახ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო, იქაც სხვის მო­სამ­სა­ხუ­რედ მუ­შა­ობ­და. ბოლო 2 წელი, რაც დი­მიტ­რის შეხ­ვდა, ცოტა გა­ხა­ლის­და, თავი ქა­ლად იგ­რძნო, ბედ­ნი­ე­რი იყო და რომ თქვა, ახლა ცო­ტას ამო­ვი­სუნ­თქავ­თო, სწო­რედ მა­შინ უმუხ­თ­ლა ბედ­მა. ომებს გა­უძ­ლო და ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­დნამ იმ­სხვერ­პლა. სამ­ძი­მარ­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მო­ვი­და - თე­მურ ქი­რია. უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი ეჭი­რა ხელ­ში და ტი­რო­და. თა­ვი­დან ვერ ვი­ცა­ნით. ჯუ­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერაყ­ში ერ­თად ყო­ფი­ლან. რო­გორც თა­ვად მოჰ­ყვა, "ჰა­მე­რით" გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ თურ­მე და ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბუ­ლან. მან­ქა­ნას ცე­ცხლი ეკი­და, თე­მუ­რი ქვეშ ყო­ფი­ლა მო­ყო­ლი­ლი. ჯუ­ლის­თვის უთხო­ვია, ტყვია და­მა­ხა­ლე, წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლი არ მინ­დაო. ჯუ­ლის ჯერ ავ­ტო­მა­ტი მი­უბ­ჯე­ნია სა­ფეთ­ქელ­თან, მერე ია­რა­ღი მო­უს­რო­ლია, ძალა მო­უკ­რე­ბია და მან­ქა­ნა ამო­უტ­რი­ა­ლე­ბია. თე­მუ­რი გა­მო­უყ­ვა­ნია და გა­და­ურ­ჩე­ნია.

- მო­სა­მარ­თლეს, რომ­ლის ოჯახ­შიც ჯუ­ლის ტრა­გე­დია მოხ­და, სამ­ძი­მა­რი არ გა­მო­უთ­ქვამს?

- არა, არ შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია. დი­მიტ­რი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია მათ­ზე. ის კი არა, ჯუ­ლის შვილს ვუ­თხა­რი, - სა­დაც დე­დამ სული და­ლია, იქ სან­თლე­ბი და­ან­თე-მეთ­ქი. მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან ერ­თად მი­სუ­ლა. იმ მო­სა­მარ­თლის მო­ახ­ლე გა­მო­სუ­ლა და ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი ნა­გავ­ში ჩა­უყ­რია, გო­გო­ნე­ბი კი გა­მო­უყ­რია. აი, ასე დას­რულ­და ჩემი ლა­მა­ზი ჯუ­ლის 40 წელი.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მან ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა" - უიღბლო ქართველი მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის ზღვარზე

"მან ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა" - უიღბლო ქართველი მებრძოლი ქალის ჯვრისწერა სიკვდილის ზღვარზე

გაგიმხელთ, ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა სტატიისთვის შესავლის გაკეთება მიჭირს. რამდენჯერმე დავწერე და წავშალე... ჯერ მინდოდა, 40 წლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის უბედობა იღბლისთვის გადამებრალებინა... შემდეგ გადავწყვიტე, მისი დედისა და შვილებისთვის ნუგეში მეთქვა... მესამე ვარიანტი - ავღანეთში მისი გმირობის ამბავი იყო და სწორედ ამით მინდოდა დაწყება... კიდევ ერთი, ბოლო მცდელობა კი ის გახლდათ, რომ მინდოდა, სტატია მისი უიღბლო სიყვარულის მოყოლით დამეწყო... როგორ დაიწერა ჯვარი ბერძენმა დიმიტრიმ უგონოდ მყოფ ჯულიეტა ბენიძეზე, რომელიც რეანიმაციაში, აპარატზე შეერთებული, სიკვდილს ებრძოდა... არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, არც კი ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია... ალბათ მაინც ის, რომ თაღლითის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი სხვისი ვალების გადასახდელად ათენში გაემგზავრა და იქ ტრაგიკულად დაიღუპა - ფანჯრიდან გადმოვარდა, ოჯახს კი იმის საშუალებაც არ ჰქონდა, შვილი სახლში დაესვენებინა. ისინი სამძიმარს ფაქტობრივად, კორპუსის ეზოში იღებდნენ და ჯულიეტაც იქიდან გაასვენეს. მისი შვილი - გიორგი კი დაუტირებელი დედის შესახებ ბებიის მონათხრობს ციხის კედლებში წაიკითხავს.

ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში ფაქტობრივად, ბრმად მივედი, რადგან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჯულიეტა ბენიძე იქ რომელიღაც კორპუსში ცხოვრობდა. პირველივე კორპუსთან გავჩერდი და მაღაზიაში შევედი. გამყიდველ ქალბატონს ვთხოვე, დამხმარებოდა ბენიძეების ოჯახის მოძებნაში. ტელეფონით ქალბატონ რუსუდანს დაუკავშირდა და ჩემდა გასაოცრად, ზუსტად ერთ წუთში ასაკოვანი, შავებში ჩაცმული ქალბატონიც გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მასპინძელი მაღაზიის გვერდით, ნულ სართულზე, თავისსავე აშენებულ მოცუცქნულ ოთახში ცხოვრობს. კორპუსი მაღალ ბოძებზე დგას და სწორედ ამ ბოძების ქვეშ აქვს ამოშენებული 8 კვადრატული მეტრი ფართობი, რომელსაც წინა ხელისუფლება ართმევდა. ოთახის შესასვლელი კი იმდენად ვიწროა, რომ კუბო არ შეეტია. ჭირისუფალმა იქვე, შესასვლელთან სახელდახელოდ გაჭიმა თოკები და ლურჯი ფერის "ბრეზენტით" შემოღობა, სადაც მიცვალებული დაასვენეს.

რუსუდან ბენიძე:

- ჯული წალენჯიხაში ცხოვრობდა, ქმარ-შვილთან ერთად. ორი შვილი ჰყავდათ, როცა მისი ქმარი უკრაინაში წავიდა და მას მერე თვალით არ გვინახავს. მის გასამგზავრებლად ფული ჯულიმ ისესხა იმ ქალისგან, ვინც თხილს იბარებს ანუ 400 კილო თხილის ფული წინასწარ მისცა. იმ წელს თხილის მოსავალი არ მოვიდა და მხოლოდ 150 კილო ჩააბარა. შემდეგ წელს, დარჩენილი 250 კილო გააორმაგა და 500 კილო უნდა ჩაებარებინა ანუ მევალემ ყოველთვიური პროცენტი დააკისრა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ზურგზე მარტოხელა ქალს და გადაწყვიტა, ბავშვები ჩემთვის მოებარებინა, თვითონ კი ჯარში, კონტრაქტორად წასულიყო. გორისა და ვაზიანის ბაზაზე მსახურობდა, შემდეგ ერაყშიც წავიდა. 6 თვის მერე ერაყიდან თვითმფრინავით ჩამოვიდნენ და ტანისამოსის გამოცვლის საშუალებაც არ მისცეს, პირდაპირ ომში წაიყვანეს.

- 2008 წლის ომს გულისხმობთ?

- დიახ. ერაყიდან ჩამოტანილი ბარგი გორში, ერთ ოთახში შეაყრევინეს და კარი ჩაკეტეს. 3 დღე იბრძოდა ჯული. როდესაც ქართულმა ჯარმა გამოსვლა დაიწყო, 8 ბომბმტყორცნი ზურგზე აიკიდა, რომ მტრისთვის არ დაეტოვებინა და მცხეთამდე ფეხით იარა. ისე გამორბოდნენ მებრძოლები, თურმე გზაშიც არ უჩერებდნენ მანქანას. იარაღი მაინც წაიღეთო, - სთხოვდა თურმე მძღოლებს, მაგრამ მისთვის არავის ეცალა. ერაყიდან ჩამოტანილი ნივთებიც არ დახვდა ადგილზე, ვიღაცას გაუძარცვავს ჯარისკაცები და ის ოთახი ცარიელი აღმოჩნდა. ჯულის შვილს - გიორგის თამაშისას თვალი დაუზიანდა და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ბოლო ოპერაციისთვის თურქეთში წასვლა იყო საჭირო, რომ სილიკონის თვალი ჩაესვათ. ამას დიდი დრო სჭირდებოდა, ჯულის კი ამდენი ხნით არავინ გაათავისუფლებდა სამსახურიდან. ამიტომ საერთოდ წამოვიდა იქიდან, რომ შვილისთვის მიეხედა. 1.000 დოლარი ბანკიდანაც ისესხა და შვილს უპატრონა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჯული ახლობლის სახლში შემთხვევით გადაეყარა ვინმე მაკა ხუბუას, რომელმაც შეიტყო, რომ უმუშევარი ჯული ბანკის ვალს ვერ იხდიდა და შესთავაზა, - შენი ბინა (რომელიც სულ 2 კვირის გაფორმებული ჰქონდა) ჩავდოთ ბანკში, იპოთეკით დავტვირთოთ, შენ 1.000 დოლარს მოგცემ და ამ ფულს საქმეში ჩავდებ, 3 თვეში ბინასაც დაგიბრუნებო. გაბრიყვდა ჩემი შვილი და დათანხმდა. ის 1.000 დოლარი მართლაც მისცა, მაგრამ იმავე საღამოს დაადგა თავზე, - სასწრაფოდ მჭირდება, 3 დღით მასესხე ფული და დაგიბრუნებო. ისევ უკან წაიღო. გადიოდა დრო და მაკასთან ვერაფერს გახდა. ჩხუბისა და აყალმაყალის შემდეგ, იმ თაღლითმა შესთავაზა - საბერძნეთში არალეგალურად გადაგიყვან, რაც 5 ათასი ევრო ჯდება, იქ რომ ჩახვალ, მაგ ფულს დედაჩემი გადაიხდისო. სხვა გზა მაინც არ იყო და ჯული დათანხმდა. მაკამ გააფრთხილა, გზის ფული გამზადებული გქონდეს, შესაძლოა, უეცრად მოგიხდეს წასვლაო. საწყალ გოგოს 200 ევრო ჰქონდა გადანახული. ერთ საღამოს მაკა ვიღაც მამაკაცთან ერთად მოვიდა და უთხრა, ეს შენი გამცილებელია, ხვალ მიდიხარ და ფული მიეციო. ის 200 ევროც ჩაიჯიბა და მეორე დღეს კი არა, თვე-ნახევრის შემდეგ ძლივს გაუშვა, ისიც დიდი ჩხუბის მერე. ჩავიდნენ საბერძნეთში, პირველსავე ქალაქში მაკას დედა უნდა დახვედროდა და ამ კაცისთვის ფული გადაეხადა. არ დახვდა. ჯულიმ რომ დაურეკა, უთხრა, - ფული არ მაქვს, ათენამდე ჩამოდით და აქ რამეს მოვახერხებო. გამყოლმა უარი თქვა ათენში ჩასვლაზე და ჯულიც არ გაუშვა, დაპატიმრებული ჰყავდა იქ. ჩავრიე საბერძნეთში მცხოვრები ნაცნობი ქართველი მამაკაცები, იმათ ჩააკითხეს და ჯული იმ პირობით წამოიყვანეს, რომ თავად გადაუხდიდა ნაწილ-ნაწილ ამ 5 ათას ევროს. მოკლედ, ის ბინაც დავკარგეთ, გზის ფულიც ჯულის გადასახდელი შეიქნა.

- რომელ წელს მოხდა ეგ ამბავი?

- 2010-ში. კარგა ხანი მოანდომა ვალის დაფარვას, ჩვენ თითქმის ვერ გვეხმარებოდა. რამდენჯერმე გამოგვიგზავნა ფული და როგორც კი ეს ჩემს ანგარიშზე აისახა, სოციალური დახმარება მაშინვე მოგვიხსნეს. აფხაზეთიდან დევნილები ვართ, მეც ვიბრძოდი, ჩემი შვილიც - ჯულის ტყუპისცალი ძმა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ, მაგრამ რადგან საბერძნეთიდან ცოტა ფული გამომიგზავნეს, დახმარება მაშინვე მომიხსნეს.

- მაკას რა ბედი ეწია?

- დაიჭირეს, გაასამართლეს და 16 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ახლა უკვე გარეთაა. 34 ოჯახი ჰყოლია ჩვენსავით გამწარებული. ბინა იპოთეკარმა წაგვართვა და ღია ცის ქვეშ დავრჩით. სწორედ ამის შემდეგ ამოვაშენე ეს სანაგვედ ქცეული ადგილი, გამოვასუფთავე და ამასაც მართმევდა წინა მთავრობა. თავიდან ბლოკით ამოვაშენე, მაგრამ მოვიდნენ და მითხრეს, - 2 დღეს გაძლევთ, ან გაიფორმე ეს ადგილი, ან დაანგრიე, თორემ 10 ათასლარიან ჯარიმას დაგიწერთო. ავდექი და დავანგრიე. იდგნენ და მიყურებდნენ, ტირილ-ტირილით როგორ ვანგრევდი ძლივს აშენებულ კედელს. ახლა ფანერებით ავჭედე, ზამთარში საშინლად ცივა აქ, მაგრამ არც არავინ მოდის წასართმევად.

- ტრაგედია როდის დატრიალდა?

- 17 მაისს. ჯერ ორმოციც არ გვაქვს გადახდილი. 28 მაისს ჯული ჩამოსვლას აპირებდა, 4 წელია, აქ არ ყოფილა და გახარებული იყო, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა. ზუსტად 28-ში ჩამოვასვენეთ. 2 წლის წინ ჯულიმ ბერძენი მამაკაცი გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ კიდეც. დანიშნულებიც იყვნენ. საქართველოდან რომ დაბრუნდებოდა, ჯვარიც უნდა დაეწერათ. დიმიტრი უშლიდა, - ნუ მუშაობო, მაგრამ ჯულის ერიდებოდა მის კმაყოფაზე ყოფნა, თან ფულს ჩვენც ხომ გვიგზავნიდა და შაბათ-კვირას ერთი მოსამართლის ოჯახში მაინც მიდიოდა ხოლმე. იმ დღესაც მისულა, ფანჯრის გაწმენდა მოუნდომებია. ფანჯარა ლიფტის კარივით იღებოდა. გაუღია და არ დაუფიქსირებია. ჰოდა, ასვლისას ფანჯარა გამოწეულა, წონასწორობა ვერ დაუცავს და 15 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდნილა. მაშინვე საავადმყოფოში წაუყვანიათ და აპარატზე შეუერთებიათ. 3 დღის შემდეგ, გონზე მოუსვლელად დალია სული. მანამდე კი დიმიტრის მასზე ჯვარი დაუწერია. ფაქტობრივად, მიცვალებულზე იქორწინა და შემდეგ ჯვრისწერის ბეჭედი ჩვენ გამოგვიგზავნა, - ჯულის იმ ქვეყნად გაატანეთო. აი, ნახეთ, შიგნიდან ბეჭედს ჯულიეტა აწერია. ჯულიეტას ბეჭედს კი დიმიტრი ეწერა. თავისი ბეჭედი თან წაიღო, ცოცხალი კაცის ნივთის გატანება კი თურმე არ შეიძლება და ამიტომ დავიტოვეთ.

- გასვენებაში დიმიტრი ვერ ჩამოვიდა?

- როგორც კი შეგვატყობინეს, რომ ჯული საავადმყოფოში იყო, მისი ტყუპისცალი ძმა მაშინვე გაემგზავრა საბერძნეთში. მან გადმოასვენა, თუმცა, მატერიალურად დიმიტრი ამოგვიდგა მხარში. ის რომ არ ყოფილიყო, რა გვეშველებოდა, არ ვიცი. საელჩომ დახმარებაზე უარი გვითხრა, რადგან მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ვეხმარებით, კანონში ასე წერიაო. ის კი არა, აეროპორტიდან სახლამდე რომ მოგვესვენებინა, კატაფალკის ფული ვთხოვეთ გამგეობას და უკვე რამდენიმე დღის გასვენებული იყო ჯული, უარი რომ მოგვივიდა. გამგეობის თანამშრომელმა, მაკა გოდერძიშვილმა შემომთავაზა, - 120 ლარს თუ გადაიხდით, კატაფალკას დავურეკავ და მოგემსახურებათო. თითქოს ტელეფონის ნომერს ვერ გავიგებდი. სინამდვილეში 50 ლარი დაჯდა. დიმიტრიმ მითხრა, - სასაფლაო გააკეთეთ და ორმოცისთვის ჩამოვალო. ძალიან განიცდის ამ ამბავს.

- დიმიტრის შესახებ კიდევ რა იცით?

- ვიცი, რომ ჟურნალისტია და მგონი პარლამენტის წევრი გახლავთ. მეტი არაფერი.

- ჯულის შვილებზე გვითხარით რამე...

- სალომე 18 წლისაა, დედამისმა 9 თვის წინ წაიყვანა საბერძნეთში და იქ სწავლობს. ახლა უპატრონოდ დარჩა, იქაური ქართველების იმედზე. ბიჭი სასჯელს იხდის, 2 წელია, ციხეშია.

- დედის გასვენებას ვერ დაეს­წრო? როგორც ვიცი, ბადრაგს მოჰყავს ხოლმე, ასეთ შემთხვევაში...

- რას ამბობთ, ციხეში ნაჯდომი ბავშვი მოვიდოდა და დედის ცხედართან დადგებოდა? ამას როგორ აკადრებდა დედას, ამხელა შეურაცხყოფას როგორ მიაყენებდა?! დარჩა დედა დაუტირებელი... სატანჯველად დაიბადა ჩემი შვილი, ქმარმა არ გაუმართლა, ჯარი, ერაყი, 2008 წლის ომი გამოიარა, თაღლითის მსხვერპლი გახდა და იძულებული გახდა, გადახვეწილიყო, იქაც სხვის მოსამსახურედ მუშაობდა. ბოლო 2 წელი, რაც დიმიტრის შეხვდა, ცოტა გახალისდა, თავი ქალად იგრძნო, ბედნიერი იყო და რომ თქვა, ახლა ცოტას ამოვისუნთქავთო, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა. ომებს გაუძლო და ფანჯრიდან გადმოვარდნამ იმსხვერპლა. სამძიმარზე ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა - თემურ ქირია. უზარმაზარი თაიგული ეჭირა ხელში და ტიროდა. თავიდან ვერ ვიცანით. ჯულის თანამებრძოლი აღმოჩნდა. ერაყში ერთად ყოფილან. როგორც თავად მოჰყვა, "ჰამერით" გადაადგილდებოდნენ თურმე და ნაღმზე აფეთქებულან. მანქანას ცეცხლი ეკიდა, თემური ქვეშ ყოფილა მოყოლილი. ჯულისთვის უთხოვია, ტყვია დამახალე, წამებით სიკვდილი არ მინდაო. ჯულის ჯერ ავტომატი მიუბჯენია საფეთქელთან, მერე იარაღი მოუსროლია, ძალა მოუკრებია და მანქანა ამოუტრიალებია. თემური გამოუყვანია და გადაურჩენია.

- მოსამართლეს, რომლის ოჯახშიც ჯულის ტრაგედია მოხდა, სამძიმარი არ გამოუთქვამს?

- არა, არ შეგვხმიანებია. დიმიტრი ძალიან გაბრაზებულია მათზე. ის კი არა, ჯულის შვილს ვუთხარი, - სადაც დედამ სული დალია, იქ სანთლები დაანთე-მეთქი. მეგობარ გოგონებთან ერთად მისულა. იმ მოსამართლის მოახლე გამოსულა და ანთებული სანთლები ნაგავში ჩაუყრია, გოგონები კი გამოუყრია. აი, ასე დასრულდა ჩემი ლამაზი ჯულის 40 წელი.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება