პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოფი თბილისში: "ექვსი თვის ფეხმძიმე გოგო გადავარჩინეთ, მაგრამ ბავშვი დაკარგა"
ცოფი თბილისში: "ექვსი თვის ფეხმძიმე გოგო გადავარჩინეთ, მაგრამ ბავშვი დაკარგა"

ძაღ­ლთმო­ძუ­ლე და უგუ­ლო არ გე­გო­ნოთ; უფრო მე­ტიც, მეც ამი­რი­დე­ბია თვა­ლი ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად მო­ნა­ვარ­დე ძაღ­ლე­ბის­თვის და გა­მი­ფიქ­რე­ბია: რად­გან არ­სე­ბო­ბას ვერ ვუმ­სუ­ბუ­ქებ და ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბი, პრობ­ლე­მებს მა­ინც არ შე­ვუქ­მნი-მეთ­ქი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი და პრობ­ლე­მის­თვის თვა­ლის არი­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­დაც კი გვაქ­ცი­ოს... ჰო, არა­ფე­რი შემ­შლია: სწო­რე­დაც სიკ­ვდი­ლის შემ­ცველ ნაღმს ატა­რე­ბენ ეს ერთი შე­ხედ­ვით უწყი­ნა­რი "მე­გობ­რე­ბი" - მო­უვ­ლე­ლე­ბი, ათა­სი ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი; ბო­ლოს და ბო­ლოს, მშივ­რე­ბი და ამის გამო გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლე­ბი.

ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­შია სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის და­ჭე­რა და მათ­გან ქუ­ჩე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა ევა­ლე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ძაღ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ მცირ­დე­ბა. ვი­ლა­პა­რა­კოთ თუნ­დაც, ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის - ქუ­თა­ი­სის მა­გა­ლით­ზე. საკ­მა­რი­სია, ათი­ო­დე წუ­თით გა­ი­სე­ირ­ნოთ ამ სა­ვარ­დო და სა­მა­ი­სო ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, რომ სათ­ვა­ლა­ვი აგე­რე­ვათ, იმ­დენ­ნა­ირ და ისე­თი ჯი­შის ძაღ­ლებს გა­და­ა­წყდე­ბით. ზო­გი­ერთ მათ­განს ეტყო­ბა, რომ ახა­ლი გა­მოგ­დე­ბუ­ლი ჰყავს "მზრუნ­ველ" პატ­რონს ქუ­ჩა­ში: დაბ­ნე­უ­ლია და ქუ­ჩა­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ანუ გა­მოც­დი­ლი ძაღ­ლე­ბი ად­ვი­ლად ერე­ვი­ან. აქვთ ერთი გა­წევ-გა­მო­წე­ვა და გნი­ა­სი. ვიდ­რე ჩხუბს არ და­ამ­თავ­რე­ბენ, ჯო­ბია, მათ სი­ახ­ლო­ვეს არ გა­ი­ა­როთ, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­ზეც გა­მო­ი­წი­ონ...

გან­სა­კუთ­რე­ბით ბლო­მად სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბის გვერ­დით იკ­რი­ბე­ბი­ან იმის მო­ლო­დინ­ში, რომ ვინ­მე მათ­თვი­საც გა­მო­ი­ტანს სა­სუსნავს; ზო­გი­ერ­თმა ურ­ნა­ში ჩახ­ტო­მაც და ნაგ­ვის ქექ­ვაც ის­წავ­ლა. ამას წი­ნათ, თავ­ზე რომ წა­ვა­დე­ქი, ერ­თმა ისე და­მიღ­რი­ნა, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე რომ არ ვიყო, ურ­ნის­კენ აღარც გა­ვი­ხე­დავ­დი და პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში და­ვაგ­დებ­დი ნაგ­ვის ფუ­თას. შიშს დიდი თვა­ლე­ბი რომ აქვს, ეს ხომ ყვე­ლამ ვი­ცით?!

ორი წლის წინ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქუ­თა­ის­ში: ქუ­ჩის ძაღ­ლმა დე­დი­სერ­თა ბიჭი და­კაწ­რა და რად­გან ჭრი­ლო­ბა დიდი არ იყო, ბავ­შვმა არც გა­ამ­ხი­ლა მომ­ხდა­რი. შე­დე­გად, ცოფი გა­ნუ­ვი­თარ­და და მის უბე­დურ დე­დას დღემ­დე არ შე­უ­ხე­დავს მზის­თვის, შავი თავ­სა­ბუ­რა­ვის მიღ­მა ემა­ლე­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბელ რე­ა­ლო­ბას...

ორი­ო­დე კვი­რის წინ, ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე გო­გოს გა­მო­ე­კი­და მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი და წა­აქ­ცია. გულ­წა­სულს შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლე­ბი მი­ვეშ­ვე­ლეთ და გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ძაღ­ლის კბე­ნის­გან, მაგ­რამ შიშ­ზე ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო და ბავ­შვი და­კარ­გა. მკვლე­ლო­ბაა ეს, აბა, რა არის?!

ის ძაღ­ლი არ და­უ­ჭე­რი­ათ, გა­იქ­ცა, იმ ად­გი­ლი­დან გა­და­ი­კარ­გა, შე­ე­შინ­და ხალ­ხის, მაგ­რამ ქა­ლა­ქი­დან და ქვეყ­ნი­დან ხომ არ გა­იქ­ცე­ო­და და­ჭე­რის ში­შით და ვინ იცის, ხვალ და ზეგ ვის­ზე გად­მო­ან­თხევს აგ­რე­სი­ას?!

სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მე­რი­ის­თვის მი­მი­მარ­თავს შე­კი­თხვე­ბით ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მით უფრო, ქუ­თა­ის­ში მო­მუ­შა­ვე პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც კა­ნო­ნი დიდი ხნის წინ მი­ი­ღეს: წე­სით, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი არ უნდა იყ­ვნენ, მაგ­რამ იმა­ვე კა­ნო­ნით, თუ ცო­ფი­ა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში არ არის, მათ­თვის არც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა შე­იძ­ლე­ბა (არა­და, რო­გო­რი საც­ნო­ბია, რო­მე­ლი ძაღ­ლია სა­ში­ში და რო­მე­ლი - არა?)! უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბი თავ­შე­საფ­რებ­ში უნდა მო­ა­თავ­სონ, მაგ­რამ სა­კი­თხა­ვია - რო­მელ თავ­შე­სა­ფარ­ში?! ძაღ­ლე­ბი კი არა, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მოგ­ვი­თავ­სე­ბია ჭერ­ქვეშ ღა­რი­ბებ­სა და "ჯი­ბე­გა­ფხე­კი­ლებს"; ზამ­თა­რი ვერ გა­დაგ­ვი­გო­რე­ბია, შიმ­ში­ლი­თა და სი­ცი­ვით რომ არ მოგ­ვიკ­ვდეს რო­მე­ლი­მე უსახ­ლკა­რო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე...

ასეა თუ ისე, პრობ­ლე­მა რომ სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, ამა­ში მა­ინც ვე­რა­ვინ შე­მე­კა­მა­თე­ბა ალ­ბათ და რად­გან ძაღ­ლებ­თან მებ­რძო­ლი (თუ რაც ჰქვია) სამ­სა­ხუ­რი არ­სე­ბობს, კე­თი­ლი ინე­ბონ და დღე და ღამე სდი­ონ უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს, ვიდ­რე უბე­დუ­რე­ბა პი­რა­დად და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს არ შე­ხე­ბია მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის სა­ხით. ევ­რო­პე­ლო­ბა რომ გვინ­და და ამის­თვის მზად ვართ ეკ­ლე­სი­ა­საც კი და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ, ამის სა­პა­სუ­ხოდ გე­ტყვით: რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და არ­სად მი­ნა­ხავს ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად მო­ნა­ვარ­დე მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი; უფრო მე­ტიც, ყველ­გან გა­სე­ირ­ნე­ბა მათ­თვის პატ­რონ­თან ერ­თა­დაც კი აკ­რძა­ლუ­ლია, მით უფრო - ალი­კა­პის გა­რე­შე; ისიც მი­ნა­ხავს, თუ რო­მე­ლი­მემ ქუჩა და­ა­ბინ­ძუ­რა, და­ჯა­რი­მე­ბის ში­შით, ცე­ლო­ფა­ნის პარ­კით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პატ­რო­ნი პირ­წმინ­დად რომ ასუფ­თა­ვებს ქუ­ჩას.

წე­სით, უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბის თა­რე­ში რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის დის­კრი­მი­ნა­ცი­აა და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფო პირ­ველ რიგ­ში, მათ­გან და­ი­ცავ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს და ხაზ­გას­მით არ მოგ­ვი­წო­დებ­და ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­გე­ბი­სა და მი­ღე­ბის­კენ. ბო­ლოს და ბო­ლოს, მათ არც "ვკბენთ და არც ვცო­ფავთ"... ძაღლს კი ჭკუა არ მო­ე­კი­თხე­ბა, მათი აგ­რე­სი­ის­გან და­ცუ­ლი არა­ვი­ნაა, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ჩათ­ვლით.

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცოფი თბილისში: "ექვსი თვის ფეხმძიმე გოგო გადავარჩინეთ, მაგრამ ბავშვი დაკარგა"

ცოფი თბილისში: "ექვსი თვის ფეხმძიმე გოგო გადავარჩინეთ, მაგრამ ბავშვი დაკარგა"

ძაღლთმოძულე და უგულო არ გეგონოთ; უფრო მეტიც, მეც ამირიდებია თვალი ქუჩაში თავისუფლად მონავარდე ძაღლებისთვის და გამიფიქრებია: რადგან არსებობას ვერ ვუმსუბუქებ და ვერაფრით ვეხმარები, პრობლემებს მაინც არ შევუქმნი-მეთქი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და პრობლემისთვის თვალის არიდებამ შეიძლება, მკვლელობის თანამონაწილედაც კი გვაქციოს... ჰო, არაფერი შემშლია: სწორედაც სიკვდილის შემცველ ნაღმს ატარებენ ეს ერთი შეხედვით უწყინარი "მეგობრები" - მოუვლელები, ათასი ინფექციის მატარებლები; ბოლოს და ბოლოს, მშივრები და ამის გამო გაბოროტებულები.

ყველა დიდ ქალაქშია სამსახური, რომელსაც მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მათგან ქუჩების გასუფთავება ევალება, მაგრამ ფაქტია, რომ ძაღლების რაოდენობა არ მცირდება. ვილაპარაკოთ თუნდაც, ჩემი მშობლიური ქალაქის - ქუთაისის მაგალითზე. საკმარისია, ათიოდე წუთით გაისეირნოთ ამ სავარდო და სამაისო ქალაქის ქუჩებში, რომ სათვალავი აგერევათ, იმდენნაირ და ისეთი ჯიშის ძაღლებს გადააწყდებით. ზოგიერთ მათგანს ეტყობა, რომ ახალი გამოგდებული ჰყავს "მზრუნველ" პატრონს ქუჩაში: დაბნეულია და ქუჩაში დაბადებულ-გაზრდილი ანუ გამოცდილი ძაღლები ადვილად ერევიან. აქვთ ერთი გაწევ-გამოწევა და გნიასი. ვიდრე ჩხუბს არ დაამთავრებენ, ჯობია, მათ სიახლოვეს არ გაიაროთ, თორემ შეიძლება, თქვენზეც გამოიწიონ...

განსაკუთრებით ბლომად სანაგვე ურნების გვერდით იკრიბებიან იმის მოლოდინში, რომ ვინმე მათთვისაც გამოიტანს სასუსნავს; ზოგიერთმა ურნაში ჩახტომაც და ნაგვის ქექვაც ისწავლა. ამას წინათ, თავზე რომ წავადექი, ერთმა ისე დამიღრინა, კანონმორჩილი მოქალაქე რომ არ ვიყო, ურნისკენ აღარც გავიხედავდი და პირდაპირ ქუჩაში დავაგდებდი ნაგვის ფუთას. შიშს დიდი თვალები რომ აქვს, ეს ხომ ყველამ ვიცით?!

ორი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში: ქუჩის ძაღლმა დედისერთა ბიჭი დაკაწრა და რადგან ჭრილობა დიდი არ იყო, ბავშვმა არც გაამხილა მომხდარი. შედეგად, ცოფი განუვითარდა და მის უბედურ დედას დღემდე არ შეუხედავს მზისთვის, შავი თავსაბურავის მიღმა ემალება მისთვის მიუღებელ რეალობას...

ორიოდე კვირის წინ, ექვსი თვის ფეხმძიმე გოგოს გამოეკიდა მაწანწალა ძაღლი და წააქცია. გულწასულს შემთხვევითი გამვლელები მივეშველეთ და გადავარჩინეთ ძაღლის კბენისგან, მაგრამ შიშზე ტკივილები დაეწყო და ბავშვი დაკარგა. მკვლელობაა ეს, აბა, რა არის?!

ის ძაღლი არ დაუჭერიათ, გაიქცა, იმ ადგილიდან გადაიკარგა, შეეშინდა ხალხის, მაგრამ ქალაქიდან და ქვეყნიდან ხომ არ გაიქცეოდა დაჭერის შიშით და ვინ იცის, ხვალ და ზეგ ვისზე გადმოანთხევს აგრესიას?!

სიმართლე გითხრათ, არც მერიისთვის მიმიმართავს შეკითხვებით ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით და მით უფრო, ქუთაისში მომუშავე პარლამენტარებისთვის, რომლებმაც კანონი დიდი ხნის წინ მიიღეს: წესით, ქალაქის ქუჩებში მაწანწალა ძაღლები არ უნდა იყვნენ, მაგრამ იმავე კანონით, თუ ცოფიანი და განსაკუთრებით საშიში არ არის, მათთვის არც სიცოცხლის მოსპობა შეიძლება (არადა, როგორი საცნობია, რომელი ძაღლია საშიში და რომელი - არა?)! უპატრონო ძაღლები თავშესაფრებში უნდა მოათავსონ, მაგრამ საკითხავია - რომელ თავშესაფარში?! ძაღლები კი არა, ადამიანები ვერ მოგვითავსებია ჭერქვეშ ღარიბებსა და "ჯიბეგაფხეკილებს"; ზამთარი ვერ გადაგვიგორებია, შიმშილითა და სიცივით რომ არ მოგვიკვდეს რომელიმე უსახლკარო თანამემამულე...

ასეა თუ ისე, პრობლემა რომ სასწრაფოდ მოსაგვარებელია, ამაში მაინც ვერავინ შემეკამათება ალბათ და რადგან ძაღლებთან მებრძოლი (თუ რაც ჰქვია) სამსახური არსებობს, კეთილი ინებონ და დღე და ღამე სდიონ უპატრონო ძაღლებს, ვიდრე უბედურება პირადად და თითოეულ ჩვენგანს არ შეხებია მაწანწალა ძაღლების სახით. ევროპელობა რომ გვინდა და ამისთვის მზად ვართ ეკლესიასაც კი დავუპირისპირდეთ, ამის საპასუხოდ გეტყვით: რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არსად მინახავს ქუჩაში თავისუფლად მონავარდე მაწანწალა ძაღლი; უფრო მეტიც, ყველგან გასეირნება მათთვის პატრონთან ერთადაც კი აკრძალულია, მით უფრო - ალიკაპის გარეშე; ისიც მინახავს, თუ რომელიმემ ქუჩა დააბინძურა, დაჯარიმების შიშით, ცელოფანის პარკით შეიარაღებული პატრონი პირწმინდად რომ ასუფთავებს ქუჩას.

წესით, უპატრონო ძაღლების თარეში რიგითი მოქალაქის დისკრიმინაციაა და კარგი იქნებოდა, თუ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას სახელმწიფო პირველ რიგში, მათგან დაიცავდა მოქალაქეებს და ხაზგასმით არ მოგვიწოდებდა ლგბტ საზოგადოების გაგებისა და მიღებისკენ. ბოლოს და ბოლოს, მათ არც "ვკბენთ და არც ვცოფავთ"... ძაღლს კი ჭკუა არ მოეკითხება, მათი აგრესიისგან დაცული არავინაა, სახელმწიფო მოხელეების ჩათვლით.

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ