Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინამ ხატია შამუგიას ირაკლი ალასანიასთან გადაღებული ფოტო დაუწუნა
ნინამ ხატია შამუგიას ირაკლი ალასანიასთან გადაღებული ფოტო დაუწუნა

ყუ­რა­დღე­ბით! ვი­წყებთ, გი­ხა­რო­დენ, გენა, ფო­ნოგ­რა­მა – ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ. 1996 წელს მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი შო­უ­ბი-ზნე­სი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძი­სა და "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" მხარ­და­სა­ჭე­რად შეკ­რი­ბა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სიმ­ღე­რა და­წე­რა. ტე­ლე­ვი­ზი­ით იმ­დე­ნად ხში­რად ტრი­ა­ლებ­და ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს თუ გა­ა­ჩე­რებ­დით, გე­ტყო­დათ, რო­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი რა პარ­ტი­ას ას­რუ­ლებ­და.

"ჩემი ცი­სა­ნას" გარ­და, კლიპ­ში უამ­რა­ვი მომ­ღე­რა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და: აჩი­კო მე­ფა­რი­ძე, თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლი, ნინო სურ­გუ­ლა­ძე, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, მაია ჯა­ბუა, დათო გო­მარ­თე­ლი, ირმა სო­ხა­ძე, ლელა წურ­წუ­მია, "ფორ­ტე", "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი"...

მარ­თა­ლია, ამ სიმ­ღე­რით სა­ქარ­თვე­ლომ ვერ გა­ი­ხა­რა, მაგ­რამ "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­მა" არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და წლე­ბის შემ­დე­გაც ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ "გი­ხა­რო­დენ" გა­მარ­ჯვე­ბა­ში ერთ-ერთი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ.

2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­მა" კი­დევ ერთხელ "გა­ი­მარ­ჯვა", მომ­ღე­რალ­თა მთე­ლი გუნ­დი ისევ მათ უმაგ­რებ­და ზურგს და მათი წარ­მა­ტე­ბა სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით აღ­ნიშ­ნეს სტა­დი­ონ­ზე. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და­ი­წყო და მათი დიდი ნა­წი­ლი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლას. რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძი­სა და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ტრი­ომ შე­ვარ­დნა­ძე რე­ვო­ლუ­ცი­ით გა­ა­ცი­ლა შინ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახა­ლი ჰიმ­ნი გა­მო­ცხვა, "ახა­ლი დღე".

ამ­ჯე­რად ბო­მონ­დი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მა და ია ფა­რუ­ლა­ვამ შეკ­რი­ბეს.

მათ შო­რის იყ­ვნენ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, მა­რი­კა თხე­ლი­ძე, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, თიკა ჯამ­ბუ­რია და უამ­რა­ვი ახა­ლი სახე, რომ­ლე­ბიც "გი­ხა­რო­დენ"-ის ცნო­ბილ კლიპ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათ ახა­ლი პარ­ტი­ის და­ბა­დე­ბა ძველ "გა­ხა­რე­ბულ" სა­ხე­ებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნეს. "ვარ­დოს­ნებს" სი­ა­მოვ­ნე­ბით უმ­ღე­რეს თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვილ­მა, ლელა წურ­წუ­მი­ამ, დათო გო­მარ­თელ­მა, "ქუ­ჩის ბი­ჭებ­მა", თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­მა. მათ­თვის კი, ვი­საც კი­თხვა გა­უჩ­ნდა, ადრე რა­ტომ უმ­ღე­როდ­ნენ შე­ვარ­დნა­ძეს, პა­სუ­ხი ასე­თი იყო, რომ ქვე­ყა­ნა ერთ ად­გი­ლას გა­ი­ყი­ნა და ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა მომ­ღერ­ლებს შე­ექ­მნათ, რად­გან მთავ­რო­ბის მხრი­დან გა­დარ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი დიდ პა­ტივ­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­წი­ლი "ჩა­ა­ჩო­ჩეს". წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მო­და, რომ მაია ჯა­ბუ­ას, ეკა კვა­ლი­აშ­ვილს, "ფორ­ტეს", ლიზა ბაგ­რა­ტი­ონს, ნატო მე­ტო­ნი­ძე­სა და სხვა უამ­რავ მომ­ღე­რალს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ბლო­კავ­დნენ და სხვა­დას­ხვა კონ­ცერტსა თუ სა­ღა­მო­ებ­ზე არ იწ­ვევ­დნენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინამ ხატია შამუგიას ირაკლი ალასანიასთან გადაღებული ფოტო დაუწუნა

ნინამ ხატია შამუგიას ირაკლი ალასანიასთან გადაღებული ფოტო დაუწუნა

ყურადღებით! ვიწყებთ, გიხაროდენ, გენა, ფონოგრამა – ამ სიტყვების ავტორი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გახლავთ. 1996 წელს მაშინდელი ქართული შოუბი-ზნესი ედუარდ შევარდნაძისა და ''მოქალაქეთა კავშირის'' მხარდასაჭერად შეკრიბა და წინასაარჩევნო სიმღერა დაწერა. ტელევიზიით იმდენად ხშირად ტრიალებდა ვიდეორგოლი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თუ გააჩერებდით, გეტყოდათ, რომელი მომღერალი რა პარტიას ასრულებდა.

''ჩემი ცისანას'' გარდა, კლიპში უამრავი მომღერალი მონაწილეობდა: აჩიკო მეფარიძე, თამუნა ამონაშვილი, ნინო სურგულაძე, სოსო პავლიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, დათო გომართელი, ირმა სოხაძე, ლელა წურწუმია, ''ფორტე'', ''ქუჩის ბიჭები''...

მართალია, ამ სიმღერით საქართველომ ვერ გაიხარა, მაგრამ ''მოქალაქეთა კავშირმა'' არჩევნებში გაიმარჯვა და წლების შემდეგაც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ''გიხაროდენ'' გამარჯვებაში ერთ-ერთი კატალიზატორი გახლდათ.

2003 წლის ნოემბერში, როდესაც ''მოქალაქეთა კავშირმა'' კიდევ ერთხელ ''გაიმარჯვა'', მომღერალთა მთელი გუნდი ისევ მათ უმაგრებდა ზურგს და მათი წარმატება სიმღერ-სიმღერით აღნიშნეს სტადიონზე. თუმცა რამდენიმე დღეში ''ვარდების რევოლუცია'' დაიწყო და მათი დიდი ნაწილი ყურადღებით აკვირდებოდა ახალი ხელისუფლების მოსვლას. როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას ტრიომ შევარდნაძე რევოლუციით გააცილა შინ, რამდენიმე დღეში ახალი ჰიმნი გამოცხვა, ''ახალი დღე''.

ამჯერად ბომონდი სტეფანე მღებრიშვილმა და ია ფარულავამ შეკრიბეს.

მათ შორის იყვნენ ვერიკო ტურაშვილი, მარიკა თხელიძე, ქრისტინე იმედაძე, თიკა ჯამბურია და უამრავი ახალი სახე, რომლებიც ''გიხაროდენ''-ის ცნობილ კლიპში არ მონაწილეობდნენ. მათ ახალი პარტიის დაბადება ძველ ''გახარებულ'' სახეებთან ერთად აღნიშნეს. ''ვარდოსნებს'' სიამოვნებით უმღერეს თამუნა ამონაშვილმა, ლელა წურწუმიამ, დათო გომართელმა, ''ქუჩის ბიჭებმა'', თემურ თათარაშვილმა. მათთვის კი, ვისაც კითხვა გაუჩნდა, ადრე რატომ უმღეროდნენ შევარდნაძეს, პასუხი ასეთი იყო, რომ ქვეყანა ერთ ადგილას გაიყინა და ცვლილებები საჭირო გახდა.

საქართველოს სათავეში ''ნაციონალური მოძრაობის'' მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მომღერლებს შეექმნათ, რადგან მთავრობის მხრიდან გადარჩეული მუსიკოსების ნაწილი დიდ პატივში აღმოჩნდა, მაგრამ მეორე ნაწილი ''ჩააჩოჩეს''. წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ მაია ჯაბუას, ეკა კვალიაშვილს, ''ფორტეს'', ლიზა ბაგრატიონს, ნატო მეტონიძესა და სხვა უამრავ მომღერალს ნაციონალები ბლოკავდნენ და სხვადასხვა კონცერტსა თუ საღამოებზე არ იწვევდნენ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება